1. ანგარიშის გამხსნელი/ განმკარგველი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
2. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში(დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ).
1. პირადობის დამადასტურებელი საბუთი
2. საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი) ან ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
1. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა ან გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ორიგინალი. არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ (ორიგინალი);
2. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
3. ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტირიდან;
2. წესდება აკინძული და დამოწმებული ნოტარიულად ან დაბეჭდილი საჯარო რეესტრის ვებ გვერდიდან (https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება კომპანიის 25% ან მეტი წილის მქონე დამფუძნებლების ვინაობის შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად;
4. იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებულ პირთა ხელმოწერების ნიმუშები (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
5. იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვის უფლების მქონე ყველა პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
6. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ცნობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შესახებ ასეთის არსებობის შემთხევაში, შესრულებული კომპანიის ბლანკზე და ხელმოწერილი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ;
7. სააქციო საზოგადოების შემთხევაში ამონაწერი დამოუკიდებელი რეგისტრატორიდან ან საკუთარი რეგისტრატორიდან სააქციო საზოგადოების დამფუძნებლების შესახებ (მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად).
1. ადმინისტრაციული აქტი (ასლი) , რომლის საფუძველზეც შეიქმნა ორგანო;
2. აქტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ (ასლი ან დედანი);
3. საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;
4. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებულ პირთა ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
5. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვის უფლების მქონე ყველა პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთების დედნები, რომლებიც დამოწმდება ბანკის თანამშრომლის მიერ.
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტირიდან;
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი/ან წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) დამოწმებული ნოტარიულად; შენიშვნა: თუ შესაძლებელია ვებ გვერდიდან (https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php) დაიბეჭდოს წესდება ან სარეგისტრაციო განაცხადი ბანკის თანამშრომლელი უზრუნველყოფს მის ამობეჭდვას;
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება (დანართი 2-187, 2-187-1) კომპანიის 25% ან მეტი წილის მქონე დამფუძნებლების ვინაობის შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად;
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის და ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებულ პირთა ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის და ანგარიშის განკარგვის უფლების მქონე ყველა პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთების დედნები, რომლებიც დამოწმდება ბანკის თანამშრომლის მიერ.
1. საქმიანობის მოკლე აღწერა (დებულება არსებობის შემთხვევაში, სათავოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფილიალის გახსნის შესახებ, ან ფილიალის დირექტორის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი წერილი);
2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტირდან;
3. სათანადო წესით დამოწმებული ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხოური საწარმოს სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს უცხოური პირის იურიდიულ სტატუსს;
4. სათავო ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება კომპანიის 25% ან მეტი წილის მქონე დამფუძნებლების ვინაობის შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის დამფუძნებლებს (25% ან მეტი წილის მქონე) შორის არის სხვა კომპანია /კომპანიები, დამატებით საჭიროა ამ კომპანი(ებ)ის დირექტორ(ებ)ის განცხადება მისი დამფუძნებლების ვინაობის შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად;
5. ფილიალის (წარმომადგენლობის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებულ პირთა ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ);
6. ფილიალის (წარმომადგენლობის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვის უფლების მქონე ყველა პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
1. ამხანაგობის წესდება/ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, თუ ვის ევალება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების მართვა (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი);
2. საგადასახადო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში);
3. ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებულ პირთა ხელმოწერის ნიმუში (დამოწმებული ნოტარიულად ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ);
4. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ყველა პირის და ანგარიშის განკარგვის უფლების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
5. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადება ამხანაგობის წევრების ვინაობის შესახებ (ივსება ბანკში), მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად;
6. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის წევრებს შორის არის სხვა კომპანია/კომპანიები, კომპანი(ებ)ის დირექტორ(ებ)ის განცხადება მისი დამფუძნებლების ვინაობის შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლებთან ერთად.