|
2012 წელს თიბისი ბანკმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე იზეიმა. ბანკი დაფუძნდა 1992 წელს და მისი საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა. დღეს თიბისი ბანკი წამყვანი, უნივერსალური ბანკია საქართველოში 370 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით და 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივებით. ბანკი ემსახურება 1,000,000-მდე მომხმარებელს ოთხ ბიზნეს-სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო-საფინანსო საბანკო მომსახურება (რომელიც ხორციელდება შვილობილი კომპანია, ბანკი „კონსტანტას“ საშუალებით).
- თიბისი ბანკი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საცალო დეპოზიტების ბაზარზე და მისი წილი ამ სეგმენტში 36,0%-ს შეადგენს.
-
2012 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა აწია თიბისი ბანკის საერთაშორისო რეიტინგები სხვადასხვა კატეგორიებში: გრძელვადიანი რეიტინგი (IDR)[1] ‘BB-’ -დან ‘B+’ -მდე, ხოლო Viability (VR)[2] რეიტინგი - ‘bb-’-დან ‘b+’-მდე. ბანკის რეიტინგის პროგნოზი (Rating Outlook)[3] განისაზღვრა როგორც ”სტაბილური”.
-
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს შესთავაზა ინტერნეტ ბანკის აპლიკაციები iPhone-ების, Android-ებისა და სხვა Smartphone-ებისათვის.
-
ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დააჯილდოვა ერთდროულად ორ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი", ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი". თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც დაჯილდოვდა ამ ნომინაციებში და მიიღო რეგიონალური აღიარება.
-
ჟურნალებმა Euromoney, Global Finance და EMEA Finance თიბისი ბანკი 2012 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელეს.
-
Deutsche Bank-მა და Commerzbank-მა თიბისი ბანკი სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით საუკეთესო ბანკად დაასახელეს საქართველოში. ეს უკვე მეშვიდე ჯილდოა Deutsche Bank-ისგან სავალუტო გადარიცხვების კატეგორიაში.
-
ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი დაასახელა როგორც 2013 წელს სავალუტო კონვერტაციების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.
-
ბანკმა 192 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა შემდეგი ფინანსური ტრანზაქციებით:
- არსებულმა აქციონერებმა ბანკის კაპიტალი 25 მილიონი ლარით გაზარდეს;
- თიბისი ბანკმა ხელი მოეწერა 50 მილიონი ევროს მოცულობის ხელშეკრულებას ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), მსოფლიოში ყველაზე დიდ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან;
- ბანკის 20 წლის იუბილეზე, თიბისიმ გააფორმა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის და ინვესტირების ფრანგულ კომპანია პროპარკოსთან (PROPARCO). ეს ამ კომპანიის პირველი ინვესტიციაა საქართველოში;
- კიდევ ერთი 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება დაიდო კავკასიის ენერგო ეფექტურობის პროექტის ფარგლებში (CEEP) თიბისი ბანკსა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (EBRD) შორის;
- თიბისი ბანკმა ხელი მოეწერა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას ჰოლანდიური საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან Triple Jump.
|