|
|
|
| 2005 |
|
იანვარში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) თიბისი ბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო. ეს იყო საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ კომერციული ბანკისათვის სუბორდინირებული სესხის გამოყოფის პრეცენდენტი.
26 თებერვალს გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისი. იგი განთვსდა მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში აშენებულ უნიკალურ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურულ ძეგლებს განეკუთვნება და რომლის რეკონსტუქციის პროექტის დაფინანსებაზე ბანკმა 6 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.
1 მაისიდან თიბისი ბანკმა იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადა 20 წლამდე გაზარდა, რაც საქართველოს საბანკო სექტორისთვის რევოლუციურ ნაბიჯს წარმოადგენს. მანამდე საქართველოში სესხების მაქსიმალური ვადიანობა 10 წელი იყო.
27 ივლისს IFC–მა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა კომპანია “თიბისი ლიზინგს”, რომლის დამფუძნებელია თიბისი ბანკი. ეს IFC-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.
სექტემბერში Financial Times Group-მა ყოველწლიური საბანკო რეიტინგში მსოფლიოს ,,წლის საუკეთესო ბანკებს" შორის უკვე მეოთხედ დაასახელა თიბისი ბანკი.
26 სექტემბერს თიბისი ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პროგრამაზე. სახელშეკრულებო თანხა 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
ოქტომბერში ამერიკულმა ჟურნალმა "Global Finance" თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის უკვე მეორედ დაასახელა.
7 ნოემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitchrating-მა თიბისი ბანკის რეიტინგი გააუმჯობესა: ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი “CCC+”-დან “B-“ დონემდე გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი - “C”-დან “B“ დონემდე. გრძელვადიან პერსპექტივაში ბანკის ზრდა შეფასდა, როგორც “სტაბილური”.
|
|
|
|