თიბისი ბანკის ხედვა
-
თიბისი ბანკი ლიდერი კომპანიაა რეგიონში. იგი გამოირჩევა კლიენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით, მუდმივი ნოვატორობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით
-
ბანკის წარმატებას განაპირობებს კარგად განვითარებული და მრავალფეროვანი მომსახურების არხები, ეფექტური გაყიდვების სისტემები, მომსახურების ხარისხი
-
ბანკი ცნობილია, როგორც ყველაზე სასურველი დამქირავებელი ქვეყანაში. უქმნის საუკეთესო გარემოს შედეგზე ორიენტირებულ და ინიციატივიან პროფესიონალებს. განსაკუთრებით აფასებს გუნდური მოღვაწეობის პრინციპებს
-
ბანკი ზრუნავს ეროვნული კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, რითაც დამატებითი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში
თიბისი ბანკის მენეჯმენტის მისიაიმისათვის, რომ თიბისი ბანკის მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა შეძლონ ხედვით განსაზღვრული ბანკის შექმნა, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მენეჯმენტის მისიაა:
უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონე და კომპანიის ღირებულების სტაბილური ზრდა
|