ბონუსი და საჩუქარი იმისათვის, რომ უბრალოდ ხართ თიბისი ბანკის კლიენტი! - ასეთია თიბისი ბანკის SMART CLUB-ის მთავარი იდეა. დღეიდან SMART CLUB თიბისი ბანკის ერთგულ მომხმარებლებს გააერთიანებს და შესთავაზებს მათ ქართულ საბანკო სექტორში სრულიად ახალ, ინოვაციურ მომსახურებას.
კლუბის წევრები ბანკისგან მრავალფეროვანი საჩუქრებით დასაჩუქრდებიან, თანაც ისე, რომ ამისათვის არავითარი დამატებითი და განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირდებათ - ისინი ჩვეულებრივად ისარგებლებენ ბანკის მომსახურებით და ამ სერვისებით სარგებლობისას დაუგროვდებათ SMART ქულები, რომლებსაც შემდეგ, პარტნიორ ობიექტებში, სასურველ საჩუქრებზე გადაცვლიან.
შედეგად, SMART CLUB-ის წევრებს საბანკო ბარათით გაკეთებული თითოეული შენაძენი, ბანკში დაგროვილი დანაზოგი, თუ აღებული სესხი ახალ, დამატებით სარგებელს მოუტანს!
SMART CLUB არის თიბისი ბანკის ლოიალური კლიენტების კლუბი, რომლის წევრები ჩაერთვებიან ე.წ. „ბონუსების პროგრამაში“. პროგრამის ფარგლებში კლუბის წევრები მიიღებენ ქულებს საბანკო პროდუქტებით სარგებლობისთვის.
ქულების დარიცხვით, ბანკი მადლობას უხდის თავის ლოიალურ კლიენტებს და აძლევს მათ დამატებით სარგებელს, თიბისი ბანკის მომსახურების სარგებლობისთვის.
მეტი ინფორმაციისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს ვებ გვერდს: www.smartclub.ge
|