|
2010 წლის 3 მაისიდან, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თქვენი ანგარიშები ავტომატურად წარმოდგენილია IBAN (International Bank Account Number) ფორმატით, რაც ნიშნავს უფრო სწრაფ, უსაფრთხო და ზუსტ გადარიცხვებს.
ამ ცვლილების შედეგად, ძველი ანგარიშის ნომრებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერაციების წარმოება შეუძლებელი გახდება. ამიტომ გთხოვთ, დროულად შეატყობინოთ თქვენს მომწოდებლებს და გადმომრიცხავ პირებს ანგარიშის ნომრები ახალ IBAN ფორმატში.
თქვენი IBAN ანგარიშის ნომერი შეგიძლიათ შეიტყოთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით. ის მითითებული იქნება შესაბამისი ანგარიშის ძველი ნომრის გასწვრივ.
ამ ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
|