|
19 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ამჯერად უკვე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ, ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.
მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული.
გამოფენა გაგრძელდება 19 აგვისტომდე.
გალერეის მუშაობის საათები: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00 სთ.
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, მეორე სართული
გთხოვთ მობრძანდეთ!
|