Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
20.06.2012
ლულუ დადიანის ნამუშევრების გამოფენა თიბისი გალერეაში

თიბისი გალერეაში მხატვარ ლულუ დადიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია  ლულუ დადიანის მიერ სხვადასხვა დროს, 1990-იანი წლებიდან დღემდე, შექმნილი 30-მდე ნამუშევარი.
ექსპოზიცია ლულუ დადიანის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთგვარი რესტროსპექტივაა.  
ლულუ დადიანის პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს იმართებოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: რუსეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიაში და ა.შ. მონაწილეა ათობით ჯგუფური გამოფენისა.  
ლულუ დადიანის მიერ ილუსტრირებულ წიგნებს შორისაა რაინერ მარია რილკეს თხზულებათა ხუთტომეული, ნოვალისის „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი“, საიათნოვას ლექსების სამენოვანი კრებული და სხვა. 

ლულუ დადიანის ნამუშევრები დაცულია როგორც მუზეუმებში, ისე კერძო კოლექციებში - გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, რუსეთში, ლუქსემბურგში, აშშ-სა და კანადაში. 



 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions