Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
29.06.2012
Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი აამაღლა


სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი ორ კატეგორიაში აუმაღლა: გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) გაიზარდა ‘B+’ დან ‘BB-‘ მდე, მდგრადობის რეიტინგი (Viability Rating) კი ‘b+’ დან ‘bb-‘ მდე, ხოლო გრძელვადიანი რეტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც ‘სტაბილური’.

Fitch–ის თანახმად, თიბისი ბანკისთვის რეიტინგების აწევა ფინანსურმა სიძლიერემ განაპირობა, რაც გამოიხატება კაპიტალიზაციისა და ლიკვიდურობის მაღალ მაჩვენებლებში. სააგენტო ასევე მიიიჩნევს, რომ ბანკმა მნიშვნელოვნი პოზიტიური ცვლილებები შეიტანა მმართველობის სტრუქტურისა და რისკ-მენეჯმენტის გამუჯობესების თვალსაზრისით.

Fitch-ის აზრით რეიტინგის შემდგომი ზრდა შესაძლებელი იქნება ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ზრდასთან ერთად, რომელიც ამჟამად არის ასევე ‘BB-‘.


თიბისი ბანკისთვის მიმდინარე რეიტინგები Fitch–ის მიხედვით:

–         გრძელვადიანი რეიტინგი (Long-Term IDR): გაიზარდა ‘B+’ დან ‘BB-’ მდე
–         მოკლევადიანი რეიტინგი (Short-Term IDR): დადასტურდა ‘B’
–         მდგრადობის რეიტინგი (Viability Rating): გაიზარდა ‘b+’ დან ‘bb-’ მდე
–         მხარდაჭერის რეიტინგი (Support Rating): დადასტურდა ‘4’
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვებ-გვერდს: www.fitchratings.com  
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions