|
თიბისი ბანკის დეპოზიტების თამაშში გამარჯვებული და $10.000 მფლობელი მეანაბრე მანანა მაჩიტაძე გახდა. თიბისი ბანკმა გამარჯვებული ლისის ტბაზე, მეანაბრეებისათვის მოწყობილ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოავლინა. გათამაშება შედგა ლოტოტრონის პრინციპით. ლოტოტრონში ყველა იმ მეანაბრის მონაცემები იყო მოთავსებული, რომლებმაც თიბისი ბანკის დეპოზიტების თამაშში მიიღეს მონაწილეობა და თამაშის სამივე ეტაპი უშეცდომოდ გადალახეს.
თამაშში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა მეანაბრეს, ვინც 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, გახსნა ანაბარი თიბისი ბანკში. თამაში მიმდინარეობდა ინტერნეტში და მისი პრინციპი იყო ლოგიკურობა და დაკვირვებულობა.
მეანაბრეებმა, რომლებმაც უშეცდომოდ გადალახეს თამაშის სამივე ეტაპი მიიღეს +1% სარგებელი ანაბარზე. პარალელურად, მათი მონაცემები მოხვდა ლოტოტრონში, რომლის საშუალებითაც გამოვლინდა $10.000 მფლობელი. მეანაბრეებმა, რომლებმაც თამაშისას ერთი შეცდომა დაუშვეს 0.5% დამატებითი სარგებლით დასაჩუქრდნენ.
|