ისარგებლეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით და მოიგეთ ახალი ავტომობილი!
1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი ბანკის მომხმარებელს ეძლევა უნიკალური შანსი, ჩაერთოს ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის გათამაშებაში, დააგროვოს ბილეთები და მიიღოს საჩუქრები ყოველთვიურად.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, მოიგოთ თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე საჭირო და სასიამოვნო პრიზები: iPhone4, iPAD3G, MacBook Pro და რაც მთავარია, KIA Sportage, რომელსაც თიბისი ბანკი წლის ბოლოს გაათამაშებს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე : www.tbconline.ge ან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება: გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები, შეავსეთ მობილურის ბალანსი, განახორციელეთ ტრანზაქციები, კონვერტაციები. ეს თქვენ მოგცემთ შანსს, დააგროვოთ გათამაშების ბილეთები და ყოველთვიურად მოიგოთ საჩუქრები თიბისი ბანკისგან. თუ თქვენ უკვე ხართ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის მომხმარებელი, ავტომატურად ერთვებით გათამაშებაში.
ყოველთვიურად განხორციელებულ ყოველ 3 განსხვავებულ ტრანზაქციაზე თქვენ მიიღებთ გათამაშების 1 ბილეთს. პრიზებისთვის iPhone4, iPAD3G, MacBook Pro გათამაშების თარიღებია 12 სექტემბერი, 12 ოქტომბერი და 12 ნოემბერი. ავტომანქანა KIA Sportage გათამაშდება დეკემბერში. დეკემბრის გათამაშებაში ჩაითვლება ის ბილეთებიც, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა.
ასე რომ, იჩქარეთ, გახდით მობაილ ბანკისა და ინტერნეტ ბანკის აქტიური მომხმარებელი, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!
|