გამოგვიგზავნეთ კითხვა ახლავე

თუ თქვენ თიბისი ბანკის კლიენტი ბრძანდებით, თქვენ შეგიძლიათ ბონუს კუპონი მიიღოთ თქვენს სამუშაო ადგილზე. საკმარისია სულ მცირე 5 თქვენი თანამშრომლის სურვილი და თიბისი ბანკის თანამშრომლები თვითონ მოვლენ თქვენთან. კუპონის მიღება ასევე შეიძლება ბანკის ნებისმიერ ფილიალში და სერვის ცენტრებში.
რაც შეეხება მინიმალურ თანხას, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი 4 ნომინალის სასაჩუქრე კუპონიდან: 20, 30, 50 და 100 ლარში, დოლარსა და ევროში - იმის მიხედვით, თუ რა თანხის დაგროვებას გეგმავთ ყოველთვიურად. თქვენ 1 წლის მანძილზე ყოველთვიური შენატანების მეშვეობით აგროვებთ თანხას, ბანკი კი დამატებით საჩუქრად გაძლევთ კუპონზე მითითებულ თანხას.
|

მაია ძირკველიშვილი – თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: |

ივლისის დასაწყისში თიბისი ბანკში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მეშვიდე დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც გამოვლინდება 2008 წლის საუკეთესო ნაწარმოებები და ავტორები.
5-კაციანი ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ხოლო იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის".
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც თიბისი ბანკის მომხმარებლისათვის დამატებით სარგებელზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელიც თქვენი ბანკის მიმართ გამაჩნია. შესაბამისად გთხოვთ, თქვენს განმარტებას.
|

მაია ძირკველიშვილი – თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: |

7 აპრილს, თიბისი ბანკის გათამაშების დროს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გახსნილი “ცხელი ხაზი” გულისხმობდა შემდეგს: ვინც პირდაპირი ეთერის მსვლელობისას დარეკავდა, მას მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ აპრილის განმავლობაში, თიბისი ბანკში ვადიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში მიეღო სტანდარტულზე 2%-ით მეტი წლიური სარგებელი. ანუ ეს უფლება ვრცელდება ბანკში ახალი ანაბრის გახსნაზე და კერძოდ, ვადიან ანაბარზე.
რაც შეეხება ანაბარს "ჩემი სეიფი", რომელიც თქვენ გაქვთ 2008 წლიდან გახსნილი, შეგვიძლია გაგახაროთ: ამ ანაბარზე თქვენ ისედაც გაგეზარდათ წლიური სარგებელი 2%-ით. კერძოდ, თიბისი ბანკმა "ჩემს სეიფზე" 2%-ით გაზარდა წლიური სარგებელი და დღეისთვის არსებული განაკვეთი შეადგენს: დოლარსა და ევროზე – 8%-ს, ხოლო ლარზე – 10%-ს.
აღნიშნული საპროცენტო სარგებლის გაზრდა ეხებათ არა მარტო მათ, ვინც ამიერიდან გახსნის "ჩემს სეიფს", არამედ – ყველა მანამდე გახსნილ და დღეისთვის მოქმედ "ჩემს სეიფს".
ხოლო მათ, ვინც სარგებლობს თიბისი ბანკის სატარიფო პაკეტებით “სტიმული”. “უნივერსალი” ან “პრესტიჟი”, ანაბარზე "ჩემი სეიფი" დამატებით 0.5%, 1% ან 1,5%-ით მეტი სარგებელი დაერიცხებათ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკის კლიენტებს საშუალება აქვთ მიიღონ შემნახველი ტიპის ანგარიშებისთვის ბაზარზე დღეს მოქმედ განაკვეთებს შორის, ყველაზე მაღალი პროცენტი დოლარსა და ევროზე – 9,5%-მდე, ხოლო ლარზე – 11,5%-მდე.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |
"ზრდადი შემნახველი" ანაბარი არის ე.წ. "ყულაბა" და საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს შეაგროვოს თანხა კონკრეტული მიზნისთვის, მაგალითად სამოგზაუროდ, ან რაიმე ნივთის შესაძენად. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ყოველთვიურად გადადოთ თანხა და ამასთან სურვილი გაქვთ გაზარდოთ თქვენი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მინიმუმ 10 აშშ დოლარის, ევროს ან ლარის ოდენობით გახსნათ თიბისი ბანკში "ზრდადი შემნახველი" ანაბარი და შემდეგ ყოველთვიურად გააკეთოთ შენატანები ასევე მინიმუმ 10 ერთეულის ოდენობით. ბანკი თქვენს ანაბარს საკმაოდ მაღალ სარგებელს დაარიცხავს. მაგალითად 24-36 თვიანი ვადის შემთხვევაში:
ლარის ანაბარზე - 13%, დოლარის ანაბარზე - 11%, ევროს ანაბარზე - 11%.
იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ გახსნით "ზრდად შემნახველ" ანაბარს მინიმუმ 500 ერთეულიდან, თქვენ ავტომატურად ჩაერთვებით თიბისი ბანკის გათამაშებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გეძლევათ რეალური შანსი, მოიგოთ ახალი ბინა ჭავჭავაძის 5-ში, და უფრო მეტიც – გახდეთ მილიონერი ახალი წლის ღამეს.
|
ირაკლი ბირკაძე - ფილიალების საკოორდინაციო განყოფილების უფროსი: |

მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, თიბისი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ფილიალების ქსელის გაფართოებას და საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციას ახორციელებს ამ მიმართულებით.
შარშან, თიბისი ბანკმა საქართველოს მასშტაბით 26 ახალი ფილიალი გახსნა, რაზეც 28 მილიონი ლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ამ ინვესტიციის მნიშვნელოვანი წილი აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ განხორციელდა.
მიმდინარე წელს კი ბანკმა უკვე გახსნა ორი ახალი ფილიალი: ერთი ბათუმში, რომელიც მე-19-ე საუკუნის ისტორიულ შენობაში განთავსდა, ხოლო მეორე ვარკეთილში, რომელიც თიბისი ბანკის პირველი ფილიალია ამ რაიონში.
უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი კიდევ ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ახალი ფილიალების გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც, რადგან ამ ფილიალებში დასაქმდებიან თიბისი ბანკის ის თანამშრომლები, რომელთა განთავისუფლებაც მოხდა დეკემბერში კადრების რეორგანიზაციის შედეგად.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

თიბისის ბანკის ანაბრების აქციაში მონაწილეობა წელს შედრებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა: ბანკმა შეამცირა გათამაშებაში მონაწილე ანაბრების მინიმალური ზღვარი 2000 ლარიდან 500 ლარამდე (დოლარამდე, ევრომდე). შესაბამისად, ანაბარზე შეტანილ ყოველ 500 ერთეულზე მეანაბრე მიიღებს 1 ბილეთს, რომელიც ყოველთვიური გათამაშებისას ჩავარდება ლოტოტრონში. ამრიგად, რაც უფრო მეტია შეტანილი თანხა და ანაბრის ვადა, მით მეტია პრიზის მოგების შესაძლებლობა.
თიბისი ბანკის 2009 წლის მილიონიანი გათამაშების მონაწილე გახდება ყველა არსებული მეანაბრე და აგრეთვე ის ადამიანები, ვინც 16 დეკემბრამდე გახსნიან ერთ-ერთ ანაბარს თიბისი ბანკის შემდეგი ტიპის ანაბრებიდან: "ვადიანი", "ვადიანი +", "ოქროს ანაბარი", "ჩემი სეიფი", ან "ზრდადი შემნახველი" ანაბარი.
იმ მეანაბრეებს, რომლებიც 10 თებერვლიდან გახსნიან 12 თვიან, ან მეტი ვადის ანაბრებს, ასევე მეანაბრეებს, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით გახსნიან ანაბრებს ნებისმიერი ვადით, უორმაგდებათ მიღებული ბილეთების რაოდენობა და, შესაბამისად, მოგების შანსი.
პირველი ბინა კი გათამაშდება 7 აპრილს, 11:00 საათზე, ტელეკომპანიის "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

იმისათვის, რომ თიბისი ბანკის 2009 წლის მილიონიანი გათამაშების მონაწილე გახდეთ, ან უკვე უნდა გქონდეთ ანაბარი თიბისი ბანკში, ან უნდა იჩქაროთ და 16 დეკემბრამდე გახსნათ ერთ-ერთი, თიბისი ბანკის შემდეგი ტიპის ანაბრებიდან: "ვადიანი", "ვადიანი +", "ოქროს ანაბარი", "ჩემი სეიფი", ან "ზრდადი შემნახველი" ანაბარი.
თიბისი ბანკის "ვადიანი" ანაბარი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს საიმედოდ შეინახოს საკუთარი დანაზოგი წინასწარ განსაზღვრული ვადით (3-დან 24 თვემდე) და გაზარდოს თანხის ოდენობა მაღალი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით: ლარის ანაბარზე - 15%, დოლარის ანაბარზე - 12%, ევროს ანაბარზე - 12%.
"ვადიანი +" ანაბარი საშუალებას აძლევს მომხმარებელს უსაფრთხოდ შეინახოს თავისი დანაზოგი, პერიოდულად დაამატოს თანხა და ამასთან, მაღალი საპროცენტო სარგებელი მიიღოს. "ვადიანი +" ანაბრის ვადა 3-დან 24 თვემდეა. წლიური საპროცენტო განაკვეთი, 2 წლიანი ანაბრების შემთხვევაში, შეადგენს: ლარის ანაბარზე - 14,5%, დოლარის ანაბარზე - 11,5%, ევროს ანაბარზე - 11,5%.
ანაბარი “ჩემი სეიფი” არის ანაბარი მათთვის, ვისაც სურს მიიღოს მაღალი საპროცენტო სარგებელი და, ამავე დროს, თავისუფლად განკარგოს საკუთარი თანხა. ამ სახის ანაბარი, "ვადიანი" და "ვადიანი +" ანაბრებისაგან განსხვავებით, დანაზოგის გაზრდასთან ერთად, ანგარიშზე არსებული თანხის ნებისმიერ დროს გამოყენების საშუალებასაც იძლევა. რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს: ლარის ანაბარზე - 10%, დოლარის ანაბარზე - 7%, ევროს ანაბარზე - 7%.
"ოქროს ანაბარი" - ახალი, ვადიანი ტიპის ანაბარი, რომელიც დაზღვეულია ოქროთი. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ანაბრის დამატებითი საიმედოობისთვის, თიბისი ბანკი ანაბარს "ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე" შეძენილი ოქროთი ამყარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ოქროს ანაბრის" მფლობელი საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებელს მიიღებს.
"ოქროს ანაბარი" 1-წლიანია და მისი გახსნა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მინიმუმ 500 აშშ დოლარის დანაზოგით. ოქროს ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე და შეადგენს: ფასის ზრდის შემთხვევაში 16%-მდე, ხოლო მისი კლების შემთხვევაში - გარანტირებულ წლიურ 9%-ს.
"ზრდადი შემნახველი" ანაბარი წარმოადგენს ე.წ. "ყულაბას", რომელიც დაგეხმარებათ გამიზნულად შეაგროვოთ თანხა ყოველთვიური დანაზოგების სახით მინიმუმ, 20 აშშ დოლარის, ევროს ან ლარის ოდენობით. ბანკი დაარიცხავს სარგებელს თქვენს თითოეულ შენატანს 24-36 თვიანი ვადის შემთხვევაში: ლარის ანაბარზე - 13%, დოლარის ანაბარზე - 11%, ევროს ანაბარზე - 11%.
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |

2009 წლის 20 თებერვლიდან მოხდა თიბისი ქარდის ტარიფების ცვლილება, როგორც 20/02/09-დან, ასევე 20/02/09-მდე დამტკიცებული ბარათებისთვის. კერძოდ:
თანხის განაღდება გახდა:
თიბისი ბანკის/ვითიბი ბანკის ბანკომატებში - 1.9% მინ. 2 ლარი
თიბისი ბანკში - 2.9% მინ. 2 ლარი
სხვა ბანკებსა და ბანკომატებში - 2.9% მინ. 6 ლარი
ვადაგადაცილების საკომისიო - ერთჯერადი 20 ლარი + 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
|
ლელა ჭინჭარაული - თიბისი ბანკის საცალო დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსი: |

ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც ექმნება ფინანსური პრობლემა და ვეღარ ახერხებს გრაფიკით განსაზღვრული თანხების გადახდას, უნდა მოვიდეს ბანკში და შეატყობინოს შესაბამის მენეჯერებს არსებული პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ ხდება კონკრეტული შემთხვევის შესწავლა და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია გაკეთდეს სესხის რესტრუქტურიზაცია.
რაც შეეხება თქვენს შემთხვევას, რადგან თქვენ თიბისი ქარდის მფლობელი ხართ, უნდა მიბრძანდეთ თამარ მეფის გამზირზე მდებარე ფილიალში - საცალო დაკრედიტების საკრედიტო ექსპერტთან გიორგი ჩიჩუასთან, სადაც შეძლებთ თქვენი პრობლემის მოგვარებას.
|

ელენე ასათიანი – პირდაპირი გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

ფინანსური კრიზისის მიუხედავად თიბისი ბანკი მუდმივად სთავაზობს სიახლეებს თავის მომხმარებელს; ამის კარგი მაგალითია ახალი ტიპის ვადიანი „ოქროს ანაბარი“, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაინერგა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიმდინარე წელს თიბისი ბანკი კვლავაც გეგმავს ახალი პროდუქტების დანერგვას და არსებული ზოგიერთი პროდუქტის პირობების გაუმჯობესებას. პირდაპირი გაყიდვების განყოფილებაში ახალი კადრების შერჩევა და მიღება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
|
ირინა გოგოლაძე - ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების უფროსი: |

ჩვენთვის სრულიად გასაგები და მისაღებია თქვენი გულისტკივილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისეთი მტკივნეული პროცესები, როგორიცაა კადრების ოპტიმიზაცია, არა მარტო თიბისი ბანკში, არამედ თითქმის მთელს საბანკო სექტორსა და უამრავ მსხვილ ორგანიზაციაში განხორციელდა და ამის მიზეზი ის გლობალური ფინანსური კრიზისია, რომელის როგორც მთელს მსოფლიოს ასევე საქართველოსაც შეეხო.
თიბისიში საბედნიეროდ რეორგანიზაციის პროცესი უკვე დასრულდა .ეს იყო აუცილებელი და ამავე დროს ძალიან არასასურველი პროცედურა, რომელიც ერთ-ერთია იმ ანტიკრიზისულ ღონისძიებების შორის, რომლებიც ბანკმა შეიმუშავა კომპანიის სამომავლო ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
იმედია უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი შეძლებს ყოფილი კადრების კვლავ დასაქმების პროცესის დაწყებას.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

მართალია, 2009 წელს თიბისი ბანკი კვლავ იწყებს ანაბრების ყველაზე მასშტაბურ აქციას, ამასთან - გაზრდილი საპრიზო ფონდით. წელს, თიბისი ბანკის მეანაბრეებს ეძლევათ შანსი, მოიგონ ახალი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის 5-ში, ახალი წლის ღამეს კი თიბისი ბანკის კიდევ ერთი მენაბრე მოიგებს 1 000 000 ლარს.
თიბისის გათამაშებაში მონაწილეობა წელს შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის: ბანკმა შეამცირა გათამაშებაში მონაწილე ანაბრების მინიმალური ზღვარი 2000 ლარიდან 500 ლარამდე (დოლარამდე, ევრომდე). შესაბამისად, ანაბარზე შეტანილ ყოველ 500 ერთეულზე მეანაბრე მიიღებს 1 ბილეთს, რომელიც ყოველთვიური გათამაშებისას ჩავარდება ლოტოტრონში. ამრიგად, რაც უფრო მეტია შეტანილი თანხა და ანაბრის ვადა, მით მეტია პრიზის მოგების შესაძლებლობა.
თიბისი ბანკის 2009 წლის მილიონიანი გათამაშების მონაწილე გახდება ყველა არსებული მეანაბრე და აგრეთვე ის ადამიანები, ვინც 16 დეკემბრამდე გახსნიან ერთ-ერთ ანაბარს თიბისი ბანკის შემდეგი ტიპის ანაბრებიდან: "ვადიანი", "ვადიანი +", "ოქროს ანაბარი", "ჩემი სეიფი", ან "ზრდადი შემნახველი" ანაბარი.
იმ მეანაბრეებს, რომლებიც 10 თებერვლიდან გახსნიან 12 თვიან, ან მეტი ვადის ანაბრებს, ასევე მეანაბრეებს, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით გახსნიან ანაბრებს ნებისმიერი ვადით, უორმაგდებათ მიღებული ბილეთების რაოდენობა და, შესაბამისად, მოგების შანსი.
წავიკითხე Fairfax-ის ანალიტიკოსის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ფინანსური კრიზისის და საბანკო აქციების ფასების ვარდნის ფონზე, ოქრომ ,,ბრძოლაში გამოიწვია დოლარი” და ,,გაემიჯნა” ნავთობს”. თიბისი ბანკს აქვს ახალი ანაბარი ,,ოქროს ანაბარი”, რომელიც დაზღვეულია ოქროთი. მაინტერესებს, თქვენი შეფასებით, რამდენად შეიძლება ოქრო მივიჩნიოთ ინვესტიციის საუკეთესო საშუალებად 2009 წლისთვის და ამ შემთხვევაში რამდენად გაიზრდება მოთხოვნა ოქროთი დაზღვეულ ანაბარზე?
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |

თიბისი ბანკის მოლოდინი, რომ ოქროს ფასი გაიზრდებოდა მომდევნო თვეების მანძილზე, მართლდება. 2008 წლის დეკემბერში, როდესაც ოქროს ანაბარი დავნერგეთ, ოქროს ფასი დაახლოებით 830-840 აშშ დოლარს შეადგენდა უნციაზე, ხოლო თვენახევრის შემდეგ მისმა ფასმა უკვე 900 დოლარს გადააბიჯა. ჩვენ კვლავ ველოდებით ზრდას და წამყვან დასავლურ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა სამთვიან პერსპექტივაში, ოქროს ერთმა უნციამ უკვე 1000 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯოს.
ექსპერტთა ვარაუდი, იმის შესახებ, რომ ფინანსური კრიზისი შესაძლოა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდეს, ინვესტორებში გარკვეულ უიმედობას ბადებს, თუმცა ოქროსთვის ასეთი განწყობა მეტად ხელსაყრელია. ბაზრის მონაწილეები ყიდიან ისეთ, შედარებით რისკიან აქტივებს, როგორიცაა მაგალითად აქციები და აბანდებენ თანხებს პრაქტიკულად ურისკო სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. თუმცა ნაწილს კიდევ უფრო მყარი გარანტია ესაჭიროება და ურჩევნია ხელში ფიზიკური ოქრო დაიჭიროს.
ზოგიერთი დიდი სახელმწიფოც კი, საკუთარი რეზერვების უცხო ქვეყნის ვალუტებში ან სახაზინო ვალდებულებებში განთავსების ნაცვლად, ოქროს შეძენის ალტერნატივებს განიხილავს. მაგალითად, ასეთი შესაძლებლობა არსებობს ჩინეთის მხრიდან, რომელიც თავისი რეზერვების ნაწილის ოქროში კონვერტაციაზე ფიქრობს.
კლიენტები, რომელიც სწორედ ახლა, მსოფლიო კრიზისის საწყის ეტაპზე გახსნიან ოქროს ანაბარს, მიიღებენ ყველაზე მეტ მოგებას, რადგან ოქროს ფასის მატების ტენდენციის გათვალისწინებით, დამატებით საიმედოობასთან ერთად, მათ დიდი შანსი აქვთ, სტანდარტულ განაკვეთებზე უფრო მაღალი სარგებელი მიიღონ.
რაც შეეხება
ოქროს ანაბარზე მოთხოვნის გაზრდას, ეს სავსებით რეალურია, რადგან ეს ანაბარი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. დანერგვიდან თვენახევრის განმავლობაში მასში უკვე 3 მილიონ ლარზე მეტი განთავსდა, რაც ჩვენს პროგნოზს, რომელიც თვეში 1 მილიონ ლარს შეადგენდა, მნიშვნელოვნად აღემატება.
|

მაია ძირკველიშვილი – თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: |

ყოველწლიური ლიტერატურულ კონკურსისთვის
“საბა”, ნამუშევრების მიღება 2 თებერვლიდან დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. წლევანდელ კონკურსზე მოხდება გასული, 2008 წლის ლიტერატურული პროდუქციის შეფასება. შესაბამისად, გამომცემლობებმა და ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ის წიგნები, რომლებიც 2008 წლის განმავლობაში გამოიცა.
პრემიაზე “საბა” განიხილება 2008 წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), ასევე უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და ლიტერატურული კრიტიკის ნიმუშები.
ლიტერატურული პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
1. წლის საუკეთესო რომანი
2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
4. წლის საუკეთესო თარგმანი
5. წლის საუკეთესო პიესა
6. წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
7. წლის საუკეთესო დებიუტი
|
ირაკლი ბირკაძე - ფილიალების საკოორდინაციო განყოფილების უფროსი: |

უახლოეს მომავალში ახალი ფილიალების გახსნა რუსთავში არ იგეგმება, თუმცა მომხმარებლის კომფორტის შექმნისთვის და ფილიალებში რიგების განტვირთვისთვის თიბისი ბანკმა 2008 წლიდან დანერგა სწრაფი გადახდის ტერმინალები, რომლებიც საშუალებას იძლევა 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს გადაიხადოთ სწრაფი განვადების, განვადების ბარათის, სწრაფი სამომხმარებლო სესხისა და თიბისი ქარდის გადასახადები. აგრეთვე, შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი მობილურის ბალანსი და გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები.
ორი ასეთი ტერმინალი განთავსებულია თიბისი ბანკის რუსთავის ფილიალში.
|
დათო კენჭაძე - გარე გაყიდვების ქსელის განვითარების განყოფილების უფროსი: |

მინდა გაცნობოთ, რომ სწრაფი განვადება თიბისი ბანკისათვის, ისევე როგორც წინა წლებში, 2009 წელსაც პრიორიტეტული პროდუქტი იქნება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს საინტერესო ცვლილებები, მათ შორის სწრაფი განვადების ქსელის გაფართოებაც. ცვლილებები განვადების ქსელის შემცირების კუთხით დაგეგმილი არ გვაქვს.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

2009 წელს თიბისი ბანკი ახორციელებს ანაბრების კიდევ ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციას, რომლის ფარგლებში ყოველთვიურად გათამაშდება ბინა, ხოლო აქციის ბოლოს კიდევ ერთ იღბლიან მეანაბრეს მიეცემა
1 მილიონი ლარის მოგების შანსი.
აქცია შეეხება თიბისი ბანკის 5 ანაბარს: ვადიანი ანაბარი, ვადიანი + ანაბარი, ოქროს ანაბარი, ანაბარი “ჩემი სეიფი” და ზრდადი შემნახველი ანაბარი.
აქციის მონაწილეები გახდებიან ის მეანაბრეები, რომლებსაც თიბისი ბანკში აქვთ გახსნილი ამ ანაბრებიდან ერთ-ერთი და ასევე ყველა ფიზიკური პირი, რომელიც 2009 წლის 10 თებერვლიდან 2009 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გახსნის ანაბარს თიბისი ბანკში, მინიმუმ 500 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ოდენობის თანხით.
|
ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის საცალო საბანკო ბიზნესის დირექტორი: |

2009 წლისთვის თიბისი ბანკს საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს დასახული. კერძოდ, 2009 წელს თიბისი ბანკი აქტივების 10%-ით გაზრდას გეგმავს. ბანკის ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელი გაიზრდება 70 მილიონი ლარით (15%-ით), ხოლო დეპოზიტების პორტფელი - 100 მილიონი ლარით (10,5%-ით). 2009 წლის ბოლოს თიბისი ბანკის წმინდა მოგება იქნება 40 მლნ ლარი.
2009 წელს თიბისი ბანკის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომპანიის ეფექტიანობის ამაღლება და უცხოური ბაზრებიდან დიდი ოდენობის ფინანსური რესურსების მოზიდვა.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ თანხა გადაიტანოთ ოქროს ანაბარზე. ამისთვის თქვენ უბრალოდ უნდა გახსნათ
ოქროს ანაბარი და ამ ანაბარზე დადოთ თქვენი თანხა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ოქროს ანაბარი არის ვადიანი ტიპის ანაბარი და ჩემი სეიფისგან განსხვავებით, მასზე არ ხდება თანხების თავისუფლად შეტანა და გამოტანა. ანაბარი იხსნება ერთი წლის ვადით და ამ პერიოდში ანგარიშზე არსებულ თანხას ერიცხება მაღალი სარგებელი.
თუმცა მიუხედავად ამისა ეს ანაბარი გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით. კერძოდ, ოქროს ანაბარი დამატებითი საიმედოობისათვის უზრუნველყოფილია ოქროთი, რომელსაც თიბისი ბანკი “ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე” შეიძენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოქროს ანაბრის მფლობელი საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღებას შეძლებს.
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |

თიბისი ბანკი ჩვეულებრივ გასცემს კრედიტებს და 2009 წელს კვლავაც გააგრძელებს ყველა ტიპის სესხების გაცემას, მათ შორის სწრაფი ტიპის სესხების: განვადებების, საკრედიტო ბარათების და ა.შ. ასევე გაგრძელდება ტრადიციული საკრედიტო პროდუქტების - იპოთეკური, ავტო და სამომხმარებლო სესხების გაცემაც.
ამ პროდუქტების შეჩერება დაგეგმილი არ არის, თუმცა გარკვეულწილად გამკაცრებულია სესხების გაცემის კრიტერიუმები და პირობები. 2009 წელს მოსალოდნელია საკომისიოების გარკვეული ზრდაც. თუმცა თუ პირობები მკაცრდება მსესხებლებისთვის, მეანაბრეებისათვის პირიქით, მოსალოდნელია შეთავაზებების მრავალფეროვნების ზრდა და შემდგომი გაუმჯობესება.
საქართველოს საბანკო სივრცეში სესხების გაცემის პირობებში ცვლილებები ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე დაიწყო, რაც გლობალური ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც ბანკებისთვის გართულდა ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვა, ხოლო მოზიდული რესურსი მკვეთრად გაძვირდა. სწორედ ამან განაპირობა სესხებზე პროცენტების მომატება, როგორც თიბისი ბანკში, ასევე ზოგადად საბანკო სექტორში, თუმცა მოთხოვნა ასეთი ტიპის პროდუქტებზე, მაინც ძალიან დიდია მომხმარებლის მხრიდან.
|
ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის საცალო საბანკო ბიზნესის დირექტორი: |

ასეთი სახის პრობლემა თიბისი ბანკში არ შეიქმნება, რაზედაც მეტყველებს აგვისტოში უკვე მიღებული გამოცდილება, როდესაც საბანკო სექტორიდან ანაბრების გარკვეული ნაწილი მეანაბრეებმა უკან გაიტანეს. ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების მიუხედავად თიბისი ბანკმა დააკმაყოფილა ყველა მეანაბრის მოთხოვნა თანხების გატანაზე.
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |

თიბისი ქარდის აღება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, თუ მისი ასაკი არის არანაკლებ 20 წელი და არ აღემატება 64 წელს, გააჩნია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 300 ლარს.
აგვისტოს შემდეგ პროდუქტის პირობები გარკვეულწილად გამკაცრდა და ამჟამად ბარათის მისაღებად დამატებით საჭიროა, რომ მომხმარებელს ხელფასი ერიცხებოდეს ან საკრედიტო ისტორია გააჩნდეს ამა თუ იმ ბანკში.
|

მაია ძირკველიშვილი – თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: |

ბოლო თვეები საკმაოდ მძიმე იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, ქვეყანაში განვითარებული რთული ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, თიბისი ბანკის ფინანსური მაჩვენებლები გაზრდილია წლის დასაწყისთან შედარებით.
აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს საბანკო სექტორიდან ანაბრების გარკვეული ნაწილი მეანაბრეებმა უკან გაიტანეს. სექტემბრიდან კი დაიწყო ანაბრების უკან დაბრუნების პროცესი და დღეისთვის თიბისი ბანკის ფიზიკური პირების დეპოზიტების პორტფელი თითქმის გაუთანაბრდა 31 ივლისის მაჩვენებელს.
აგვისტოში თიბისიმ შეაჩერა სესხების გაცემა, სექტემბერ-ოქტომბერში სესხები შეზღუდვით გაიცემოდა, თუმცა უკვე ნოემბერში ბანკის საკრედიტო პორტფელი 126 მლნ ლარით გაიზარდა.
კრიზისის თავიდან ასაცილებლად თიბისიმ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კონკრეტული ზომების გატარება. კერძოდ:
-
ბაზარზე გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ბანკმა გაამკაცრა სამომხმარებლო, იპოთეკური და ბიზნეს-სესხების გაცემის პირობები.
-
ოქტომბერ-ნოემბერში პარტნიორ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად, ჩატარდა არსებული საკრედიტო პორტფელის გაზრდილი რისკების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც მოხდა 163 მლნ ლარის დარეზერვება და ეს თანხა 220%-ით ფარავს პოტენციურად პრობლემურ ყველა სესხს. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ 2009 წელს წარმოიქმნება ზარალის საფრთხე, თიბისის ეს რეზერვი საშუალებას მისცემს ზარალი თავიდან აიცილოს. ხოლო თუ ეს საფრთხე არ შეიქმნება, მაშინ ეს თანხა 2009 წლის ბოლოს ბანკის მოგებაში გადავა.
-
თიბისიში განხორციელდა საკმაოდ მძიმე რეორგანიზაცია, რის შედეგადაც შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 300 კაცით (10%-ით) შემცირდა. კერძოდ, ივლისში თიბისი ბანკში მუშაობდა 3000 შტატიანი თანამშრომელი. შემცირების შედეგად მათი რაოდენობა 2700 გახდა.
ყველა ეს ღონისძიება მიმართულია კომპანიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისაკენ, რაც საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ 2009 წლისთვის დასახული საკმაოდ ამბიციური ამოცანები.
|
მარიკა მჭედლიძე - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების მენეჯერი: |

სტუდენტურ სესხებზე მუდმივად არსებობს მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან. ამიტომ თიბისი ბანკში სხვა სესხებთან შედარებით სტუდენტური სესხების გაცემა ხდება მსესხებლისადმი მინიმალური მოთხოვნებით. ამით თიბისი ბანკს სურს წარმოაჩინოს თავისი მხარდაჭერა მომავალი თაობისადმი.
სტუდენტური სესხებზე განსაკუთრებული აქტივობა სექტემბერ-ოქტომბერში იგრძნობოდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მთელს საბანკო სექტორში შეზღუდული იყო დაკრედიტების პროცესი, თიბისი ბანკმა 15 სექტემბრიდან განაახლა სტუდენტური სესხების გაცემა.
დღეისთვის, სტუდენტური სესხების გაცემა განსაკუთრებული გამარტივებული პირობებით მიმდინარეობს, რაც არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს.
თიბისი ბანკი აფინანსებს საქართველოში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, პროფესიული განათლების და საშუალო განათლების მიღების მსურველებს. მსესხებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 300 ლარიანი ხელფასი. სესხის დამტკიცება ხდება 10 წუთში, 3000 ლარის ფარგლებში ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე. მოითხოვება მხოლოდ მსესხებლის და სტუდენტის პირადობის მოწმობები.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |
"ოქროს ანაბარი" დამატებითი საიმედოობისათვის უზრუნველყოფილია ოქროთი. მართალია, ამ ანაბრის გარანტირებული წლიური სარგებელი 9%-ია, რაც 2%-ით ნაკლებია ჩვეულებრივ 1 წლიან ვადიან ანაბართან შედარებით, მაგრამ ოქროს ფასის ზრდასთან ერთად მომხმარებელს ექნება საშუალება მიიღოს უპრეცედენტოდ მაღალი, 16%-მდე განაკვეთი აშშ დოლარში.
საუკუნეების განმავლობაში ოქრო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტად მიიჩნევა და მისი ფასი წლიდან წლამდე იზრდება. ამას ადასტურებს ბოლო წლების განმავლობაში მისი გაორმაგებული ღირებულება, რომელმაც 2008 წლის ბოლოს თავის პიკს, 1 უნციაზე 1,000 დოლარს მიაღწია. როგორც წესი ოქროს ღირებულება იზრდება, როგორც ეკონომიკური კრიზისების დროს, ასევე ეკონომიკის აღმავლობის პერიოდშიც. ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ოქროს ფასი მომავალშიც გააგრძელებს ზრდას და თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ გარანტირებულზე გაცილებით მაღალი, 16%-მდე სარგებელი აშშ დოლარში.
|
აკაკი სანიკიძე - საცალო გაყიდვების განყოფილების მენეჯერი: |

თქვენი ყოველთვიური შემოსავალით, შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი, რომლის ღირებულება არ აღემატება 2300 აშშ დოლარს.
ასეთი ავტომობილების შერჩევა შესაძლებელია, როგორც ავტო ბაზრობაზე ასევე სხვადახვა ინტერნეტ გვერდზე.
თუ თქვენ გაგაჩნიათ პირადი დანაზოგი შეგიძლიათ დაამატოთ სესხს და უფრო ძვირადღირებული ავტმობილი შეიძინოთ.
აქვე მინდა გაცნობოთ, თიბისი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ახალ განვადებას - „ავტო იმპორტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ და ჩამოიყვანოთ შემოწმებული და გარანტიის მქონე ავტომობილი საზღვარგარეთიდან, ამერიკის, ევროპის და იაპონიის აუქციონებიდან. განვადებისთვის საჭიროა მხოლოდ 40% თანამონაწილეობა (მინიმუმ 1500 აშშ დოლარი) და ზუსტად 30 წუთში თქვენ დაგიმტკიცდებათ სესხი.
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |
თუ გაქვთ დანაზოგი და გსურთ მისი საიმედოდ შენახვა, თიბისი ბანკის ახალი ანაბარი ,,ოქროს ანაბარი'' თქვენთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რადგან ეს ანაბარი უზრუნველყოფილია ოქროთი, რომელსაც თიბისი ბანკი “ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე” შეიძენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ,,ოქროს ანაბრის'' მფლობელი საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღებას შეძლებს.
“ოქროს ანაბრის” ვადა ერთი წელია და მისი გახსნა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს - 500 აშშ დოლარის დანაზოგით. ამ ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე და ფასის ზრდის შემთხვევაში შეადგენს 16%-მდე სარგებელს, ხოლო მისი კლების შემთხვევაში - გარანტირებულ წლიურ 9%-ს.
ოქროს ფასის ცვლილების ტენდენციიდან გამომდინარე, როგორც წესი მისი ღირებულება იზრდება, როგორც ეკონომიკური კრიზისების დროს, ასევე ეკონომიკის აღმავლობის პერიოდშიც. ეს საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ოქროს ფასი მომავალშიც გააგრძელებს ზრდას და თქვენ საშუალება გექნებათ მიიღოთ გარანტირებულზე გაცილებით მაღალი, 16%-მდე სარგებელი აშშ დოლარში.
|
ლელა ჭინჭარაული - თიბისი ბანკის საცალო დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსი: |

უახლოეს მომავალში საკრედიტო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს თქვენი ზუსტი მონაცემები და შესაბამისად არ შეგვიძლია კონკრეტული რჩევა მოგცეთ, თუმცა გეტყვით, რომ იპოთეკური სესხით არ შეიძლება ისეთი სესხების გადაფარვა, რომლებიც არაიპოთეკური მიზნობრიობით იყო გაცემული. უმჯობესი იქნება თუ მიბრძანდებით თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და ჩვენი საკრედიტო მენეჯერები გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას. იპოთეკური სესხის ასაღებად თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ მოთხოვნებს, რომლთა ხილვაც შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ გვერდზე
http://www.tbcbank.ge/
|

ელენე ასათიანი – პირდაპირი გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

მართალი ბრძანდებით, განვადების ბარათების ვადა ნამდვილად 2 წელია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბარათი გააქტიურებულია, ანუ ამ ბარათით ერთხელ მაინც უსარგებლია მომხმარებელს. იმ შემთხვევაში კი თუ მფლობელი დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებს ამა თუ იმ საბანკო პროდუქტს, ბანკმა თავის მხრივ შეიძლება ავტომატურად გააუქმოს ეს პროდუქტი. თქვენი კითხვიდან გამომდინარე აგვისტოს მოვლენებამდე ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბარათი უფუნქციო იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მისი გაუქმება ავტომატურად მოხდებოდა, აგვისტოს მოვლენებმა კი შესაძლოა მცირედით დააჩქარა ზემოთმოყვანილი პროცესი.
გაუქმებული ბარათის გააქტიურება შეუძლებელია, ამიტომ თუ თქვენ საახალწლოდ დამატებითი ფულადი რესურსი გესაჭიროებათ, გირჩევთ ისარგებლოთ თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათით ან თიბისი ქარდით, რომლის მიღება შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ბანკის კლიენტი ბრძანდებით, ან თუ სხვა ნებისმიერ ბანკში მაინც გერიცხებათ შემოსავალი.
|
ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის საცალო საბანკო ბიზნესის დირექტორი: |

მსოფლიო კრიზისმა არასასურველი გავლენა იქონია ქართულ საბანკო სექტორზე, თუმცა ეს პროცესი საქართველოში შედარებით უმტკივნეულოდ განვითარდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში, სადაც რამდენიმე მსხვილი ბანკი არათუ კრედიტებს, არამედ კლიენტების ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებსაც კი ვეღარ გასცემს. ქართულ ბანკებს მსგავსი პრობლემები არ შექმნიათ.
თიბისი ბანკმა, ისევე, როგორც სხვა ქართულმა ბანკებმა, მხოლოდ ერთი დღით შეაფერხა მუშაობა აგვისტოს ომის პერიოდში. დღეისთვის იგი ჩვეული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს.
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |

მართალია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ომის დაწყებიდან საერთო დაძაბულობის ფონზე თიბისი ბანკიდან, ისევე, როგორც მთელი საბანკო სექტორიდან მოხდა სახსრების გადინება, მაგრამ უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან გატანილი თანხების უდიდესი ნაწილი ბანკის კლიენტებმა უკან დააბრუნეს; ერთ მაგალითს მოვიყვანდი: თიბისი ბანკის ანაბრების გათამაშების -
“გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად“ - აგვისტოს ეტაპის გამარჯვებული გახდა კლიენტი, რომელმაც თიბისი ბანკში ანაბარი სწორედ ომის დაწყებიდან მესამე დღეს გახსნა.
რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, დღეს ქართული საბანკო სექტორი მართლაც გამოირჩევა სტაბილურობით და შესაბამისად მოსახლეობის მაღალი ნდობით სარგებლობს. ეს ფაქტი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როცა მაღალი ლიკვიდურობის წყალობით ქართულმა ბანკებმა თავიდან აიცილეს სერიოზული პრობლემები.
ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბანკო სექტორისათვის გამოყოფილია 850 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყნის საბანკო სისტემას და ეროვნულ ვალუტას პრობლემები არ შეექმნება.
ტელევიზიით მოვისმინე, რომ თიბისი ფონდი დევნილი ორსულებისთვის ატარებს აქციას დახმარების მიზნით. მე დევნილი ვარ და სულ ახლახან შემეძინა ბავშვი, ამიტომ მაინტერესებს, რას მოიცავს ეს დახმარება და არის თუ არა შესაძლებელი, რომ მეც ჩავერთო ამ აქციაში?
|
ნინო დარჩიაშვილი - თიბისი ფონდის დირექტორი: |

ეს არის მასშტაბური აქცია, რომელსაც თიბისი ფონდი ახორციელებს აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ორსული ქალების და ახალშობილების დახმარების მიზნით. ამ პროექტისთვის ჯამურად გამოყოფილია 1,5 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება დევნილების ყოველთვიურ დახმარებას ორსულობის პერიოდიდან ახალშობილის ერთი წლის ასაკამდე. ასევე ახალშობილების ერთჯერად დაფინანსებას.
დახმარების გაცემა დაიწყება ამა წლის დეკემბერში, მათთვის, ვინც 2008 წლის 6 აგვისტოსთვის იყო და არის ორსულად ან იმშობიარა.
თუ თქვენ დევნილი ბრძანდებით, უნდა მიბრძანდეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და წარმოადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა, დევნილად რეგისტრაციის ფურცელი (რეგისტრაციის ნომრით) და ბავშვის დაბადების მოწმობა.
თიბისი ბანკში მოხდება თქვენი დარეგისტრირება დახმარების პროგრამაში, დაგიმზადებენ პლასტიკურ ბარათს, დაგინიშნავენ ყოველთვიურ დახმარებას და ახალშობილისთვის განკუთვნილ ერთჯერად დაფინანსებას.
|
ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის საცალო საბანკო ბიზნესის დირექტორი: |

საქართველოს საბანკო სივრცეში სესხების
გაცემის პირობებში ცვლილებები ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო, რაც გლობალური ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც ბანკებისთვის გართულდა ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვა, ხოლო მოზიდული რესურსი მკვეთრად გაძვირდა. სწორედ ამიტომ, მოხდა სესხებზე პროცენტების მომატება, როგორც თიბისი ბანკში, ასევე ზოგადად საბანკო სექტორში.
რაც შეეხება სესხის გაცემის პირობების კონკრეტულ ცვლილებებს, ამჟამად თიბისი ბანკი სესხებს გასცემს შემდეგი საპროცენტო განაკვეთებით: იპოთეკურ სესხზე 18%-დან, სამომხმარებლო სესხებზე 26%-დან , ავტოგანვადებებზე - 20%-დან, ხოლო თიბისი ქარდის საპროცენტო განაკვეთები კი არ შეცვლილა.
მსურდა საოჯახო ტექნიკის შეძენა განვადებით და მითხრეს, რომ თიბისი ბანკი განვადებებს აღარ გასცემს. მაინტერესებს რამდენად სწორია ეს ინფორმაცია.
|
დათო კენჭაძე - გარე გაყიდვების ქსელის განვითარების განყოფილების უფროსი: |

ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება - დღეისათვის თიბისი ბანკი სრული დატვირთვით მუშაობს განვადების ბაზარზე.
თიბისი ბანკს, ისევე, როგორც საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებს, აგვისტოში ქვეყანაში განვითარებული საომარი მდგომარეობის გამო, ეროვნული ბანკის დადგენილების თანახმად, დროებით მართლაც ჰქონდა შეჩერებული განვადების გაცემა. თუმცა, 20 აგვისტოდან ბანკმა განაახლა სესხების გაცემა და უფრო მეტიც, 15-მდე ახალი ობიექტით გააფართოვა განვადების ქსელი.
უნდა აღინიშნოს, რომ განვადების პირობებში მოხდა მცირედი ცვლილება. კერძოდ, შემცირდა სესხის თანხა და განისაზღვრა შემდეგი თანხებით:
ასეთი სახის ცვლილებები სესხების, მათ შორის განვადებების გაცემის პირობებში, საქართველოს საბანკო ბაზარზე ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო და გამოწვეული იყო გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენით.
თიბისი ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს ძველი პირობების აღდგენას და მრავალ საინტერესო სიახლეს პირდება მომხმარებლებს.
მინდა მანქანის შეძენა ავტოგანვადებით, მაგრამ მითხრეს, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბანკები ასეთი ტიპის სესხებს აღარ გასცემენ. მაინტერესებს, როდიდან დაიწყებთ ავტოგანვადებების გაცემას და რა პირობებით?
|
აკაკი სანიკიძე - საცალო გაყიდვების განყოფილების მენეჯერი: |

ბანკებში ავტოგანვადებების გაცემა დროებით შეჩერდა აგვისტოს განმავლობაში, თუმცა 1 სექტემბრიდან თიბისი ბანკში ეს პროცესი განახლდა.
ასე რომ, თუ თქვენ მანქანის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის ავტოგანვადებით, თუმცა, აგვისტოს მოვლენებმა და, ზოგადად, მსოფლიო კრიზისმა გარკვეული ზეგავლენა იქონია სესხების გაცემის პირობებზე.
კერძოდ, შედარებით გამკაცრდა გაცემის პროცედურა და პირობები - თუ მანამდე თიბისი ბანკი ავტოგანვადებებს გასცემდა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, ახლა საჭიროა კლიენტმა წარმოადგინოს შემოსავლების დამადასტურებელი ცნობაც.
ცვლილებები შეეხო ასევე საპროცენტო განაკვეთებსაც. მაგალითად, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა და გახდა ახალი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში 20%, ხოლო ნახმარი ავტომობილების შეძენისას - 24%. შეიცვალა სესხის ვადებიც და გახდა 60 თვე ახალი ავტომობილისთვის, ხოლო 36 თვე - მეორადებისთვის.
ამჟამად თიბისი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ავტო განვადების რამდენიმე ვარიანტს:
სწრაფი ავტოგანვადება, რომელიც მოქმედებს რამდენიმე სადილერო კომპანიაში (ჰიუნდაი, მათე მოტორსი, ოპელი, კია). ასეთი სესხის დამუშავება ხდება უმოკლეს ვადაში - 30 წუთში, მინიმალური დოკუმენტაციის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში მსესხებლის პირადი თანამონაწილეობა შეადგენს მანქანის ღირებულების 30-40%-ს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სტანდარტული ავტოგანვადებით, სადაც თანამონაწილეობა არ მოითხოვება.
თუ თქვენ სურვილი გაქვთ შეიძინოთ ჰიუნდაი ტუსონი, ან ვერაკრუზი, მაშინ შეგიძლიათ 1 იანვრამდე ისარგებლოთ სპეციალური აქციით, რომელსაც თიბისი ბანკი და ჰიუნდაი ავტო საქართველო გთავაზობთ, და მიიღოთ ავტოგანვადება წლიური 10%-დან 16%-მდე.
|
ლელა ჭინჭარაული - თიბისი ბანკის საცალო დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსი: |

საქმე ისაა, რომ თუ მსესხებელმა კარგად დაფარა სესხი, ეს მის დადებით საკრედიტო ისტორიაზე მეტყველებს, რაც თავისთავად განსაზღვრავს გარკვეულ შეღავათებს ახალი სესხის აღებისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს ახალი საკრედიტო პროდუქტის აღების შემთხვევაში არ მოეთხოვებათ სესხის მისაღებად განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა.
ის ფაქტი, რომ თქვენ კარგი გადამხდელი ბრძანდებით აუცილებლად იმოქმედებს თქვენთვის ახალი სესხის გაცემის გადაწყვეტილებაზე, ხოლო რაც შეეხება თქვენი ოჯახის წევრებს უნდა გითხრათ, რომ თქვენთვის განსაზღვრული შეღავათები მათზე არ გავრცელდება.
|
თამარ კაკულია - თიბისი ბანკის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტი: |

შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ დღევანდელი ვითარების მიუხედავად, ალბათობა იმისა, რომ უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმა დაფინანსება შეუწყვიტონ საქართველოს, თითქმის არ არსებობს.
პირიქით რაც უფრო ძლიერდება კრიზისი, მით უფრო იზრდება უცხოური ცენტრალური ბანკების მიერ ფინანსური სისტემისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკის, იაპონიის, ინგლისის, ევროპისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ ფინანსური სისტემის გადასარჩენად და უფრო მეტიც, ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს კრიზისის უარყოფითი შედეგები.
რაც შეეხება კონკრეტულად თიბისი ბანკისთვის გამოყოფილ თანხებს, მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, როგორიც არის EBRD, IFC, FMO ამ მოვლენებთან დაკავშირებით გაზარდეს თიბისი ბანკის დაფინანსების ლიმიტები.
ჩვენ უკვე ვასრულებთ მუშაობას 220 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვაზე სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, რომლის ჩარიცხვაც დაიწყება ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლომდე და დასრულდება 2009 წლის პირველ ნახევარში. აღნიშნული რესურსით კი, მოხდება როგორც ბანკის კაპიტალის განმტკიცება, ასევე საკრედიტო პორტფელის ზრდის დაფინანსება.

გათამაშების ფინალური ეტაპი -
|
ნინო ყაჭეიშვილი - თიბისი ბანკის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი: |
მილიონის გათამაშება, გაიმართება 31 დეკემბერს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, საინფორმაციო გადაცემის ,,კურიერი” შემდეგ.
თიბისი ბანკის ყველა იმ მეანაბრეს, ვინც ჩართულია გათამაშებაში, ვურჩევთ არ გამოტოვოს ეს გადაცემა და აუცილებლად ადევნოს თვალყური ეთერს, რადგან შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელსაც გადაცემის წამყვანი, მსახიობი კახი კავსაძე, პირდაპირ ეთერში ახარებს: ,,თქვენ მოიგეთ მილიონი!”
მაგრამ თუ თქვენ უკვე დაგეგმილი გაქვთ მოგზაურობა და 31 დეკემბერს საქართველოში არ იქნებით, მაშინ სასურველია გააქტიურებული გქონდეთ ის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაქვთ მითითებული. ამისათვის ალბათ ჯობს თქვენს პირად ნომერზე ჩართული გქონდეთ როუმინგი.
ეს იმიტომ, რომ გათამაშების წესების თანახმად, მეანაბრემ, რომლის ბილეთიც ლოტოტრონიდან ამოვა და მისი ტელეფონის ნომერიც პირდაპირ ეთერში დაფიქსირდება, პირადად უნდა უპასუხოს ზარს.
შესაბამისად, თუ 31 დეკემბრის ღამეს თქვენ გააქტიურებული გექნებათ მობილური ტელეფონი პირადი ნომრით და თავად შეძლებთ უპასუხოთ ბატონ კახის, მაშინ მოგზაურობა ხელს არ შეგიშლით მილიონის მოგებაში.
ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ!
|
ვაჟა ბერიაშვილი - თიბისი ბანკის პროდუქტების განვითარების განყოფილების უფროსი: |

თიბისი ქარდი არის უნიკალური საკრედიტო ბარათი, რომელსაც აქვს ყველაზე ხანგრძლივი - 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ თიბისი ბანკი მომხმარებელს სხვა სტანდარტულ საკრედიტო ბარათებსაც სთავაზობს, თიბისი ქარდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თუ თქვენ არ ხართ თიბისი ბანკის კლიენტი და თიბისი ქარდის მიღება გსურთ, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ ეს შესაძლებელია, რადგან ამ ბარათის მისაღებად აუცილებელი არ არის იყოთ თიბისი ბანკის კლიენტი, მაგრამ აუცილებელია გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და ხელფასი გერიცხებოდეთ საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ბანკში.
თიბისი ბანკის კლიენტებისთვის ბარათის მიღების პროცედურა გაცილებით გამარტივებულია, მათ კი ვინც არ არის თიბისი ბანკის კლიენტი, უნდა წარმოადგინონ სახელფასო ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი ერიცხებათ.
ამის შემდეგ თქვენ დაგიმტკიცდებათ საკრედიტო ლიმიტი და დაგიმზადდებათ თიბისი ქარდი.
|
ლელა ჭინჭარაული - თიბისი ბანკის საცალო დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსი: |

ახალი სესხის ასაღებად არ არის აუცილებელი დაიფაროს ჯერ მიმდინარე დავალიანება. ამიტომ თუ თქვენ ახალი სესხის აღება გჭირდებათ და თვლით, რომ გაქვთ მისი დაფარვის საშუალება თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთ უფრო მეტი სესხი და არ დაელოდოთ მიმდინარე სესხის დაფარვის ვადის გასვლას.