Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
ბმულები
ბიზნესის დაფინანსება
ფინანსირების ფართო შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის!

ჩვენ კარგად გვესმის თითოეული ბიზნესის უნიკალურობა მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე.

ამიტომ, ჩვენი ბიზნეს სესხები მაქსიმალურად არის მორგებული თქვენს კონკრეტულ ფინანსურ საჭიროებებზე.

თიბისი ბანკი გთავაზობთ, როგორც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას, ასევე მრავალ სხვა მოსახერხებელ სასესხო პროდუქტს თქვენი ბიზნესის ხელშეწყობისათვის.

სიახლე!  
    www.EnergoCredit.ge

ენერგიის გამოყენების შემცირების გზით თქვენი ბიზნესი შესაძლებელია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებში და ალტერნატიული ენერგიის წყაროებში ინვესტიციით თქვენ შეძლებთ:
  • ხარჯების შემცირებას
  • მეტი პროდუქციის წარმოებას იგივე ენერგო დანახარჯებით
ამაში თიბისი ბანკი დაგეხმარებათ ექსკლუზიურად თქვენს ბიზნესზე მორგებული ენერგოკრედიტით.
 
 

მოკლევადიანი ბიზნეს სესხები

ოპერაციის ფინანსირება - გამოიყენება, როდესაც დასაკრედიტებელი პროექტის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ საოპერაციო ციკლს (ნედლეულის ან მარაგების შეძენიდან პროდუქციის რეალიზაციამდე).

საშუალო ვადიანი სესხები

- ერთ საოპერაციო ციკლზე მეტი ვადის მქონე კრედიტები, რომლის მიზნობრიობა შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოება, კომპანიის ლიკვიდურობის გაუმჯობესება, ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსება, ან სხვა ვალდებულებების გასტუმრება.

მიკრო სესხები

მიზნობრიობა, როგორც წესი, არის ბიზნესის გაფართოება: კომპანიის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ფიქსირებული აქტივების შეძენის დაფინანსება. სხვადასხვა ხარჯების დაფინანსება.

საკრედიტო ხაზი

გულისხმობს დაკრედიტების ისეთ მექანიზმს, რომლის დროსაც მსესხებელს შეუძლია პერიოდულად აითვისოს და დაფაროს საკრედიტო რესურსები ისე, რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის თანხას

ინვესტიციიების ფინანსირება

ახალი ბიზნეს ხაზების ფინანსირება ახალ კომპანიის შეძენა

მშენებლობათა დაფინანსება

გულისხმობს სამშენებლო კომპანიათა საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას.






ძირითადი პირობები

საპროცენტო განაკვეთი პროცენტი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სესხის თანხა, კომპანიის კაპიტალი, საკრედიტო ისტორია, გარენტიების და სხვა
გარანტიები ბიზნესის და პირადი აქტივები,ინვენტარი, მესამე პირის გარანტიები, პირადი გარანტიები.
ვალუტა აშშ დოლარი
ევრო, ლარი
მაქსიმალური ვადა 5 წელი
მაქსიმალური თანხა 8 000 000 აშშ დოლარი


ძირითადი მოთხოვნები

იურიდიული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით
გამოცდილება დადებითი საკრედიტო ისტორია მინიმუმ 6 თვის მანძილზე.
კაპიტალი ადეკვატური კაპიტალის მოცულობა
სხვა დადებითი ფინანსური მდგომარეობა და მიმართულება, მენეჯმეტის დადებითი რეპუტაცია.

დაიწყეთ თქვენი კაპიტალის ზრდის ფინანსირება დღესვე!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions