სს “თიბისი ლიზინგი” გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
ფინანსური ლიზინგი
|
|
| სს “თიბისი ლიზინგი” შეისყიდის კლიენტის მიერ შერჩეულ კონკრეტულ ნივთს (მანქანა-დანადგარები, სხვადასხვა ტექნიკა, ავტოტრანსპორტი და ა.შ.) და გადასცემს სარგებლობაში, ყოველთვიური საზღაურის გადახდის სანაცვლოდ. სალიზინგო საზღაურის სრულად გადახდის შემდეგ კლიენტი ხდება ლიზინგის საგნის მესაკუთრე. |
| დაბრუნებითი ლიზინგი |
|
| დაბრუნებითი ლიზინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს, გამოათავისუფლონ ფიქსირებულ აქტივებში ინვესტირებული თანხები და შეავსონ საბრუნავი კაპიტალი. დაბრუნებითი ლიზინგის დროს სს “თიბისი ლიზინგი” შეისყიდის კლიენტის ფიქსირებულ აქტივებს და გადასცემს ფინანსური ლიზინგით. კლიენტი ჩვეულებრივ აგრძელებს აქტივებით სარგებლობას და ლიზინგის საზღაურის სრულად დაფარვის შემდეგ იბრუნებს საკუთრების უფლებას. |
ლიზინგის უპირატესობები
■
დამატებითი უზრუნველყოფა უძრავ-მოძრავი ქონების სახით არ მოითხოვება. ლიზინგის საგანი თავად წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას.
■
კონსულტაციები. ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან კლიენტს შესყიდვის პროცესის ორგანიზებაში: მომწოდებელთან, სატრასპორტო, სადაზღვევო კომპანიასთან, საბაჟო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
■
მარტივი პროცედურები. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მარტივია და არ არის დაკავშირებული ფინანსურ დანახარჯებთან.
■
დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გადავადება. ფინანსური ლიზინგით აღებულ ძირითად საშუალებებზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა წარმოებს ლიზინგის ვადის განმავლობაში, სალიზინგო გადახდების პროპორციულად.
გთხოვთ, დაუკავშირდით სს “თიბისი ლიზინგ”-ს, თუ გსურთ პირადად გაესაუბროთ ლიზინგის ექსპერტს დღესვე.

საქართველო, 0102 თბილისი,
მარჯანიშვილის ქ. #7
ტელ: (995 32) 27 27 34
ფაქსი: (995 32) 27 27 29
ელ.ფოსტა: info@tbcleasing.ge