Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
ბმულები
დოკუმენტური ინკასო
 

დოკუმენტური ინკასო წარმოადგენს ექსპორტიორის მიერ ბანკისათვის მიცემულ განკარგულებას მოახდინოს იმპორტიორისაგან გარკვეული  თანხის ინკასირება კომერციული დოკუმენტების(რომელთაც შეიძლება თან ახლდეს ფინანსური დოკუმენტებიც) სანაცვლოდ.

დოკუმენტური ინკასო ძირითადად მიზანშეწონილია, როდესაც:
  • იმპორტიორსა და ექსპორტიორს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება და ენდობიან ერთმანეთს;
  • მყიდველის გადახდისუნარიანობა და გადახდის სურვილი არ არის საეჭვო;
  • იმპორტიორი მხარის ქვეყანაში არის სტაბილური პოლიტიკური, ლეგალური და ეკონომიკური გარემო;
  • არ არსებობს იმპორტის აკრძალვები იმპორტიორი მხარის ქვეყანაში და ყველა საჭირო ლიცენზია უკვე არსებობს.

უპირატესობები

  • ექსპორტიორს აქვს საშუალება შეინარჩუნოს კონტროლი გადამხდელის მიერ გადახდის, ან თამასუქის მიღებამდე; 
  • ოპერაციის შესრულება მარტივი და იაფია;
  • გადახდა ხშირად უფრო სწრაფად სრულდება ვიდრე ღია ანგარიშის შემთხვევაში.

დოკუმენტური ინკასოს შედარება აკრედიტივთან

დოკუმენტური ინკასოს შემთხვევაში, თანხა ერიცხება პრინციპალს (ექსპორტიორს) მხოლოდ და მხოლოდ ტრასატისგან (იმპორტიორისგან) ანაზღაურების მიღების შემდეგ.

როდესაც ბანკი ანხორციელებს დოკუმეტური ინკასოს ოპერაციას, იგი თანახმაა შეასრულოს გამყიდველის საინკასო დავალების ინსტრუქციები, მაგრამ არ იღებს თავის თავზე გადახდის ვალდებულებას. აკრედიტივის შემთხვევაში, კი დამმოწმებელი ბანკი ან აკრედიტივის გამცემი ბანკი ვალდებულია გადახდაზე იმ პირობით თუ ბენეფიციარი სრულად უზრუნველყოფს წინასწარ განსაზღვრული აკრედიტივის პირობების შესრულებას.

მომსახურების ტარიფები  
ინკასოს ავიზირება 20 USD
ინკასოს გადახდა 0.2%, მინ. 20 USD
/აქცეპტის მიღების, ვადის კონტროლის ჩათვლით/

გთხოვთ, დაგვიკავშირდით თუ თქვენ აფასებთ დროულ და მომგებიან გადაწყვეტილებებს.

კახა კახიანი
დოკუმენტური ოპერაციების მენეჯერი
(995-32) 2777-999
KKakhiani@tbcbank.com.ge

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions