Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
ბმულები
გარანტიები
 
თიბისი ბანკი გასცემს სხვადასხვა სახის საბანკო გარანტიებს. მათგან ყველაზე გავრცელებული შემდეგია:
  • გარანტია რეექსპორტისა და ტრანზიტის რეჟიმის დაცვის შესახებ - საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ტრანზიტის და რეექსპორტის რეჟიმით საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას მოითხოვება საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
  • გარანტიები იმპორტისა და გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დაცვის შესახებ - საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება იმპორტირებული პროდუქციის გადამუშავება და შემდგომი ექსპორტი, მოითხოვება საბანკო გარანტია.
  • გარანტია საბაჟო საკონსიგნაციო საწყობზე - საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად იმისთვის, რომ სასაწყობო მეურნეობამ მიიღოს საბაჟო საკონსიგნაციო საწყობის სტატუსი, სავალდებულოა საბანკო გარანტიის წარდგენა.
  • გარანტია გადახდაზე - ასეთი გარანტია გაიცემა ორგანიზაციისათვის მიწოდებული პროდუქციის ან მომსახურების ღირებულების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
  • საავანსო გადახდის გარანტია - გაიცემა საავანსო გადახდების სანაცვლოდ მომწოდებლის მიერ პროდუქციის მიწოდების ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
  • ხარისხის გარანტია - გარანტია გაიცემა მიწოდებული პროდუქციის უხარისხობის გამო კომპანიისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
  • წინასატენდერო გარანტია - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ხშირად მოითხოვება საგარანტიო წერილი, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში სატენდერო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.

გარანტიის საკომისიო და სხვა პირობები განსხვავებულია თითოეული სახის გარანტიის მიხედვით. ამასთან, ნებისმიერი გარანტიისათვის საერთოა შემდეგი პირობები:
მაქსიმალური თანხა: $ 3,500,000 (არაუმეტეს ბანკის კაპიტალის 15%-სა)
გარანტიის გაცემის მინიმალური საკომისიო: 20 აშშ დოლარი

საერთაშორისო გარანტიის საკომისიო

გთხოვთ, დაგვიკავშირდით თუ თქვენ აფასებთ დროულ და მომგებიან გადაწყვეტილებებს.

კახა კახიანი
დოკუმენტური ოპერაციების მენეჯერი
(995-32) 2777-999
KKakhiani@tbcbank.com.ge

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze