თიბისი ბანკი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან საკონვერსიო ოპერაციებს საქართველოში.
სავალუტო გარიგებები საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი მომგებიანი როგორსაც დღეს გთავაზობთ თიბისი ბანკი.
საკონვერსიო ოპერაციების სრული სპექტრი ყველა ძირითად ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP, CHF).
საკონვერსიო ოპერაციები გულისხმობს:
ყველაზე ეფექტურსაშუალებას შეიძინოთ/გაყიდოთ უცხოური ვალუტა საქართველოს ბაზარზე შემოთავაზებულ ყველაზე კონკურენტულ კურსებში;
უცხოური ვალუტების წყვილების ფართო არჩევანი: EUR/USD, USD/RUB, USD/CHF, GBP/USD და შესაძლებლობა დააკონვერტიროთ ყველა ზემოხსენებული ვალუტა ლართან მიმართებაში.
ჩვენ მოხარულნი ვართ შემოგთავაზოთ ყველაზე შეღავათიანი სატარიფო სისტემა:
კონვერტაციები თიბისი ბანკის კურსებით ყოველგვარი საკომისიოების გარეშე;
საბანკო დღის განმავლობაში მიირება საკონვერსიო განაცხადები, რომელიც განხორციელდება შეღავათიან კურსებში უშუალოდ თიბისი ბანკის ხაზინასთან შეთანხმებით;
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე (თბსბ) წარდგენილი USD/GEL განაცხადები (საბანკი დღის 11:00 საათამდე) განხორციელდება იმავე დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებულ კურსს +/- შესაბამისი ტარიფებით მოცემული ფასნამატით;
EUR/USD, GBP/USD, USD/CHF, განაცხადები წარდგენილი საბანკო დღის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე კურსს +- შესაბამისი ტარიფებით მოცემული ფასნამატით;
დანარჩენი სახის სავალუტო წყვილების საკონვერსიო ოპერაციები განხორციელდება ხაზინის დეპარტამენტის დილერებთან ურთიერთშეთანხმებულ კურსში.
გამოიყენეთ ჩვენი საკონვერსიო ოპერაციების სრული სპექტრი. დაიწყეთ დღესვე!