Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბლუმბერგის კურსები და კონვერტაციის პირობები


საუკეთესო კურსები USD/GEL სავალუტო წყვილზე

  • კურსი განისაზღვრება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე არსებული შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის საუკეთესო წყვილის შერჩევით;
  • აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია 20,000 ლარიდან 500,000 ლარამდე უნაღდო კონვერტაციის შემთხვევაში. აღნიშნული თანხობრივი ლიმიტიდან გადახრა, საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან;
  • კონვერტაციაზე განაცხადის გამოგზავნა უნდა მოხდეს ბანკი კლიენტის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კონვერტაციის შესრულება ასევე შესაძლებელია ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში;
  • აღნიშნულ პროდუქტზე საკომისიოს დადგენა ხდება თიბისი ბანკის ხაზინასთან შეთანხმებით.


თიბისი ბანკის კურსები ძირითად სავალუტო წყვილებზე

  • კლიენტს შესაძლებლობა აქვს სავალუტო ოპერაციები შეასრულოს Bloomberg-ის ბანკთაშორის სავაჭრო სისტემაში არსებული თიბისი ბანკის მიმდინარე კურსით, ყოველ დღე 10:00-დან 17:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა;
  • ელექტრონული ფოსტით, კლიენტს დღის განმავლობაში ეგზავნება, USD/GEL სავალუტო წყვილზე თიბისი ბანკის მიმდინარე კურსები Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში;
  • აღნიშნული კურსებით სარგებლობა შესაძლებელია 50,000 ლარიდან 2,000,000 ლარამდე უნაღდო კონვერტაციის შემთხვევაში. თანხობრივი ლიმიტიდან გადახრა, საჭიროებს დამატებით შეთანხმებას ხაზინასთან;
  • კონვერტაციაზე განაცხადის გამოგზავნა უნდა მოხდეს ბანკი კლიენტის ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. კონვერტაციის შესრულება ასევე შესაძლებელია ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში.
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions