რა არის ოქროს სერტიფიკატი?
ოქროს სერტიფიკატი არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ეროვნული ბანკის ვალდებულებას, ოქროს სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნისთანავე სერტიფიკატის მფლობელის სახელით მოქმედ კომერციულ ბანკზე გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი. იგი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდს.
ოქროს მფლობელობის დამადასტურებელია ოქროს სერტიფიკატი (GC), რომელიც რეგისტრირდება ბანკის სერტიფიკატების სუბრეესტრში და რომლის შესაბამისი ამონაწერიც გადმოგეცემათ ბანკის მიერ.
ოქროს სერტიფიკატის მახასიათებლები
პროდუქტი განკუთვნილია როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
სერტიფიკატის ტიპები:
სერტიფიკაფიკატის ნომინალი:
ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9; ოქროს ზოდის (გრამებში დენომინირებული) სერტიფიკატის შესაბამისი ოქროს ზოდები ინახება ეროვნული ბანკის საცავში.
ოქროს სერტიფიკატის მიმოქცევა და განაღდება
ოქროს სერტიფიკატის შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ბანკის საშუალებით. მის შესაძენად აუცილებელია ბანკში ეროვნულ ვალუტაში მიმდინარე ანგარიშის ქონა.
თქვენ შეგიძლიათ თქვენს მფლობელობაში არსებული სერტიფიკატ/ები ნებისმიერ დროს გაყიდოთ, დააგირაოთ, გააჩუქოთ ან მოითხოვოთ ოქროს ფიზიკურად გატანა. ოქროს გატანის მოთხოვნისას, მისი მიწოდება მოხდება:
-
ოქროს ზოდის სერტიფიკატების შემთხვევაში, განაცხადის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღეში;
-
ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატების შემთხვევაში განაცხადის გაკეთებიდან 30 სამუშაო დღეში;
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ოქროს ზოდის შემოწმება მის გატანამდე. ოქროს გატანის შემდეგ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია.
ოქროს სერტიფიკატის ღირებულება და საკომისიოები
ოქროს სერტიფიკატის ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ცვლილებაზე; იგი გამოითვლება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, როგორც ლონდონის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებულ ფასს დამატებული ეროვნული ბანკის საკომისიო.
აღნიშნულ ფასს ეროვნული ბანკი თავის საიტზე აქვეყნებს ყოველდღე.
თიბისი ბანკის მომსახურების საკომისიო:
| თიბისი ბანკის საკომისიო |
სერტიფიკატის ნომინალები |
|
20 გრ |
1 უნცია |
| ყიდვა |
20 USD |
30 USD |
| გაყიდვა/გამოსყიდვა |
|
განაღდება |
რატომ ოქროს სერტიფიკატი?
ცნობილია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი კაპიტალის დივერსიფიცირებას სხვადასხვა სფეროებში: ბიზნესი, უძრავი ქონება და ა.შ. რითაც შემოსავლებს იცავენ ინფლაციისგან. ერთ-ერთ ასეთ სფეროს განეკუთვნება ოქროს ბაზარიც.
ძვირფასი ლითონებიდან ოქრო ყველაზე პოპულარულია, როგორც საინვესტიციო კაპიტალი. ინვესტორები ჩვეულებრივ მას ყიდულებონ როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტს ან ეკონომიკური, სოციალური და სავალუტო კრიზისებისგან დაცვის მიზნით.
რატომ არის ოქრო განსაკუთრებული საინვესტიციო საქონელი?
-
ოქროს შეუძლია დაიცვას თქვენი ქონება ინფლაციისგან;
-
ოქრო მომგებიანია. ექსპერტების აზრით, ოქრო გაცილებით კომერციულია, ვიდრე აქციები. ოქრო არის ექვივალენტური, პორტატიული, ლიკვიდური და მსოფლიოს ყველა კუთხეში მიღებული;
-
შესაძლებელია ოქროს ადვილად შეძენა და გაყიდვა;
-
ოქროზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა;
-
ოქრო, მნიშვნელოვანი საიუველირო ბიზნესია;
-
ოქროს მიწოდება დაბალია;
-
"მსოფლიო ოქროს საბჭოს" მონაცემებით, 2008 წლის შემდეგ ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა 2-ჯერ გაიზარდა.
ოქროს სერტიფიკატით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მარჯანიშვილის ფილიალს.