კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ინტერნეტ ბანკში!
არ გაქვთ დრო, რომ გადაიხადოთ გადასახადები?
გჭირდებათ თანხის გადარიცხვა?
ვერ ასწრებთ სესხის დაფარვას?
გააკეთეთ ეს ყველაფერი თიბისი ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
ინტერნეტ ბანკი არის ბანკთან თქვენი ურთიერთობის თანამედროვე, მოსახერხებელი და უსაფრთხო ფორმა. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან დაუკავშირდეთ ბანკს, შეამოწმოთ თქვენი ანგარიშები, გააკეთოთ გადარიცხვები და აწარმოოთ სხვა საბანკო ოპერაციები.
პლასტიკურ ბარათებთან მუშაობა (ხელმისაწვდომი, ბლოკირებული თანხების ნახვა და ოპერაციის შესრულება);
ანგარიშებზე ოპერაციების ისტორიის და კონკრეტული საბანკო ოპერაციის საბუთის ნახვა/დაბეჭდვა;
საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვა/კონვერტაცია;
თანხის გადარიცხვა სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშზე (ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა გქონდეს სატელეფონო კოდი, SMS კოდი ან ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით);
საბიუჯეტო გადარიცხვების შესრულება;
კომუნალური გადასახადების გადახდა (თელასი, ყაზტრანსგაზი და სხვა);
სატელეფონო ბალანსის შევსება;
დეპოზიტების მართვა;
სესხების მართვა;
ვალუტის კურსების ნახვა;
ონლაინ საბანკო პროდუქტების შეძენა;
პირადი პარამეტრების მართვა (საკონტაქტო ინფორმაციის, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელის, პაროლის ცვლილება და სურვილისამებრ ანგარიშების დამალვა/გამოჩენა);
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია (სურათის ცვლილება, ანგარიშის სახელის გადარქმევა, მენიუს ფანჯრებისათვის ადგილის ცვლილება, სასურველი ფონის დაყენება);
ბანკში შეტყობინების გაგზავნა, მიღებული შეტყობინებების ნახვა;
ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას დახმარების გამოყენება.
ინტერნეტ ბანკში რეგისტრაციის ორი გზა არსებობს:
ონლაინ რეგისტრაცია, რომლისთვისაც საჭიროა საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი საბუთი, თიბისი ბანკში ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ქონა, სატელეფონო კოდი და თიბისი ბანკში დარეგისტრირებული მომხმარებლის მობილურის ნომერი.
ფილიალში რეგისტრაცია – საჭიროა თქვენს მომსახურე ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტ ბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი.
განახლებული ფუნქციონალი ახალ ინტერნეტ ბანკში:
ფონის ცვლილება თქვენი გემოვნების შესაბამისად;
საბიუჯეტო გადარიცხვები;
გადარიცხვების მომენტალური ასახვა 24/7 რეჟიმში;
ავტომატური გადარიცხვების და კომუნალური გადახდების რეგისტრაცია;