Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ხშირად დასმული კითხვები
ახალი ინტერნეტ ბანკი ფიზიკური პირებისათვის
(ხშირად დასმული კითხვები)
 
 

როგორ დავრეგისტრირდე ახალ ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე?

ინტერნეტ ბანკში რეგისტრაციის ორი გზა არსებობს:
  1. ფილიალში რეგისტრაცია - საჭიროა ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტ ბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (User Name) და პაროლი;
  2. ონლაინ რეგისტრაცია - ინტერნეტ ბანკის ონლაინ რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge  და აირჩიოთ ღილაკი „ონლაინ რეგისტრაცია“.  რეგისტრაცია 4 საფეხურისგან შედგება. პირველ ეტაპზე უნდა შეიყვანოთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ საბუთში მითითებული პირადი ნომერი, ან პირადობის მოწმობის ნომერი (პირადობის მოწმობის ნომერი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ციფრებს და ლათინურ ასოებს) და ის მობილურის ნომერი (მათ შორის უცხოური მობილური ოპერატორის ნომერიც), რომელიც დარეგისტრირებული გაქვთ ბანკში. თუ არ გაქვთ მობილური ნომერი დარეგისტრირებული ბანკში, ან ნომერი არასწორია, დარეკეთ ჩვენ სატელეფონო სერვის ცენტრში ნომერზე: +995 32 227 27 27. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უცხოური ნომრის მითითებისას უნდა გამოიყენოთ შემდეგი ფორმატი: +, ქვეყნის კოდი, მობილური ტელეფონის ნომერი; მაგ: +447898911410.

შემდეგ საფეხურზე უნდა შეიყვანოთ მობილურზე SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი, თუ ერთჯერადი კოდი არ მოგივიდათ 2 წუთის განმავლობაში, დააჭირეთ ხელი ღილაკს „ახალი პაროლის გამოგზავნა“ და დაელოდეთ რამოდენიმე წუთი.  ასევე შეიყვანეთ სატელეფონო კოდიდან ციფრების გარკვეული კომბინაცია (თუ არ გაქვთ სატელეფონო კოდი, მისი აღება შეგიძლიათ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ).

შემდეგ ეტაპზე უნდა შეიყვანოთ:
  • თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი  - მინიმალური სიგრძე 4 სიმბოლო, დასაშვები სიმბოლოები დიდი ლათინური ასოები  A-Z, ციფრები 0-9, ქვედა ტირე (_) და დეფიზი (-).  გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სახელი უნდა იყოს უნიკალური (არ უნდა იყოს დაკავებული სხვა მომხმარებლის მიერ);
  • პაროლი, რომლის მინიმალური სიგრძე უნდა შედგებოდეს 8 სიმბოლოსგან და უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 კომპონენტს, შემდეგი დასაშვები სიმბოლოებიდან: A-Z, a-z, 0-9 და %,$,#... მაგალითად: TBCbank%5, TbCBaNk^* და ა.შ;
    გაიმეოროთ პაროლი.

ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში, ბოლო საფეხურზე მიიღებთ SMS-ს, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ უკვე ინტერნეტ ბანკის მომსახურებით სარგებლობას.


რა არის ერთჯერადი პაროლი?

ერთჯერადი პაროლი გეძლევათ ფილიალებში ან/და სერვისცენტრებში ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე რეგისტრაციის შემთხვევაში. აღნიშნული პაროლი გამოიყენება ინტერნეტ ბანკში თქვენი პირველი შესვლის დროს, რომლის დროს პროგრამა მოგთხოვთ აღნიშნული პაროლის ცვლილებას თქვენთვის სასურველი პაროლით. 

იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერად პაროლს არ გამოიყენებთ 45 კალენდარული დღის განმავლობაში, იგი ავტომატურად დაიბლოკება უსაფრთხოების მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში პაროლის აღსადგენად ეწვიეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს, ან შებრძანდით მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიეთ ღილაკი „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები“.  მონაცემების აღდგენა შესაძლებელია, თუ თქვენ გაქვთ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებულია თქვენი მობილურის ნომერი.


როგორ აღვადგინო დაკარგული/დავიწყებული პაროლი და/ან სახელი?

დაკარგული/დავიწყებული სახელის აღდგენა შესაძლებელია ბანკში მოუსვლელად. ამისათვის უნდა აირჩიოთ ღილაკი „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები“.  მონაცემების აღდგენა 4 საფეხურისგან შედგება. პირველ ეტაპზე უნდა შეიყვანოთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ საბუთში მითითებული პირადი ნომერი, ან პირადობის მოწმობის ნომერი (პირადობის მოწმობის ნომერი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ციფრებს და ლათინურ ასოებს) და ის მობილურის ნომერი (მათ შორის უცხოური მობილური ოპერატორის ნომერიც), რომელიც დარეგისტრირებული გაქვთ ბანკში. თუ არ გაქვთ მობილური ნომერი დარეგისტრირებული ბანკში, ან ნომერი არასწორია, დარეკეთ ჩვენ სატელეფონო სერვის ცენტრში ნომერზე: +995 32 227 27 27. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უცხოური ნომრის მითითებისას უნდა გამოიყენოთ შემდეგი ფორმატი: +, ქვეყნის კოდი, მობილური ტელეფონის ნომერი; მაგ: +447898911410.
შემდეგ საფეხურზე უნდა შეიყვანოთ მობილურზე SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი, თუ ერთჯერადი კოდი არ მოგივიდათ, დააჭირეთ ხელი ღილაკს „ახალი პაროლის გამოგზავნა“ და დაელოდეთ რამოდენიმე წუთი.  ასევე შეიყვანეთ სატელეფონო კოდიდან (თუ არ გაქვთ, მისი აღება შეგიძლიათ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ) ციფრების გარკვეული კომბინაცია.
  • თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი  - მინიმალური სიგრძე 4 სიმბოლო, დასაშვები სიმბოლოები დიდი ლათუნური ასოები  A-Z, ციფრები 0-9, ქვედა ტირე (_) და დეფიზი (-).  გაითვალისწინეთ რომ მომხმარევლის სახელი უნდა იყოს უნიკალური (არ უნდა იყოს დაკავებული სხვა მომხმარებლის მიერ);
  • პაროლი, რომლის მინიმალური სიგრძე უნდა შედგებოდეს 8 სიმბოლოსგან და უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 კომპონენტს, შემდეგი დასაშვები A-Z, a-z, 0-9 და %,$,#... მაგალითად: TBCbank!5, TbCBaNk^* და ა.შ;
  • გაიმეოროთ პაროლი.
ბოლო საფეხურზე გამოვა შეტყობინება თქვენი მონაცემების წარმატებით შეცვლის შესახებ, რომლის შემდეგაც თქვენ შეძლებთ ინტერნეტ ბანკში შესვლას ახალი პაროლით და სახელით.


რა შეზღუდვები არსებობს მომხმარებლის სახელის და პაროლის ცვლილებისას/დაყენებისას?

  • მომხმარებლის სახელი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 სიმბოლოსაგან და დასაშვები სიმბოლოებია დიდი ლათინური ასოები A-Z, ციფრები 0-9, ქვედა ტირე (_), დეფიზი (-). გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სახელი უნდა იყოს უნიკალური (არ უნდა იყოს დაკავებული სხვა მომხმარებლის მიერ);
  • მომხმარებლის პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან და უნდა შეიცავდეს მინიმუმ 2 კომპონენტს, შემდეგი დასაშვები სიმბოლოებიდან: A-Z, a-z, 0-9,  ნებისმიერი სიმბოლო (%,$,#...). მაგალითად: TBCbank%5, TbCBaNk^* და ა.შ;


შეიძლება თუ არა ძველ ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება, ან დავიწყებული/დაკარგული ძველი ინტერნეტ ბანკის პაროლის და/ან სახელის აღდგენა?

ფიზიკური პირების მიერ ძველ ინტერნეტ ბანკში დარეგისტრირება და/ან ძველი ინტერნეტ ბანკის პაროლოს / სახელის განახლება არ არის შესაძლებელი.

თუმცა მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ახალი, ასევე ძველი ინტერნეტ ბანკით.   


ვის შეუძლია ისარგებლოს ახალი ინტერნეტ ბანკით?

ახალი ინტერნეტ ბანკით სარგებლობა ამ ეტაპზე შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს. უახლოეს მომავალში კი იგი ხელმისაწვდომი იქნება იურიდიული პირებისთვისაც.


როგორ უნდა შევიდე ინტერნეტ ბანკის სისტემაში?

ამისთვის უნდა შეხვიდეთ მისამართზე www.tbconline.ge  და ჩაწეროთ შესაბამის ველებში თქვენი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.


ახალ ინტერნეტ ბანკში შესასვლელად რა პაროლი და მომხმარებლის სახელი უნდა გამოვიყენო?

თუ თქენ სარგებლობდით ძველი ინტერნეტ ბანკით, მაშინ ახალ ინტერნეტ ბანკში შეგიძლიათ შეხვიდეთ ძველი ინტერნეტ ბანკის პაროლით და სახელით, რომლითაც 2012 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით სარგებლობდით.

იმ შემთხვევაში, თუ ამ თარიღის შემდეგ შეცვალეთ ძველ ინტერნეტ ბანკში მომხმარებლის სახელი/პაროლი, მაშინ ახალ-ინტერნეტ ბანკში უნდა შეხვიდეთ ძველი ინტერნეტ ბანკის იმ მომხმარებლის სახელით/პაროლით, რომლითაც სარგებლობდით 15 თებერვლამდე (თუ ეს ინფორმაცია გახსოვთ).

თუ ეს ინფორმაცია არ გახსოვთ, მაშინ უნდა აღადგინოთ ახალ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამისათვის შებრძანდით მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიეთ ღილაკი „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები“.  მონაცემების აღდგენა შესაძლებელია, თუ თქვენ გაქვთ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებულია თქვენი მობილურის ნომერი.  მონაცემების აღდგენა ასევე შესაძლებელია ფილიალში.


რატომ ვერ შევდივარ ინტერნეტ ბანკში?

შემთხვევა (1):

თქვენ გამოყენებული გაქვთ დაუშვებელი სიმბოლო მომხმარებლის სახელში და ამის გამო ვერ მოხდა თქვენი ინფორმაციის ახალ ინტერნეტ ბანკში ავტომატურად გადატანა. ახალი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელში დაშვებული სიმბოლოებია მხოლოდ: დიდი ლათინური ასოები (A-Z), ციფრები  (0-9), დეფისი (-) და ქვედა ტირე (_).

ქმედება:
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე ონლაინ რეგისტრაცია, ამისათვის შებრძანდით შემდეგ მისამართზე www.tbconline.ge  და აირჩიეთ ღილაკი „ონლაინ რეგისტრაცია“. ონლაინ რეგისტრაციისათვის გჭირდებათ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებული თქვენი მობილურის ნომერი.
ან გაიარეთ რეგისტრაცია ფილიალში, ამისათვის საჭიროა თქვენს მომსახურე ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტ ბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (User Name) და პაროლი.
ახალ ინტერნეტ ბანკში დარეგისტრირებამდე, თქვენ გარკვეული პერიოდი შეგიძლიათ ისარგებლოთ ძველი ინტერნეტ ბანკის მომსახურებით.
 
შემთხვევა (2):

თუ თქვენ 15 თებერვლის შემდგომ შეცვალეთ ძველი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის პაროლი და/ან  სახელი, მაშინ ახალ ინტერნეტ ბანკში ძველი ინტერნეტ ბანკის პაროლით და მომხმარებლის სახელით ვეღარ შეხვალთ.
 
ქმდება:
თქვენ შეგიძლიათ ახალ ინტერნეტ ბანკში შეხვიდეთ ძველი ინტერნეტ ბანკის იმ მომხმარებლის სახელით/პაროლით, რომლითაც სარგებლობდით 15 თებერვლამდე (თუ ეს ინფორმაცია გახსოვთ).

თუ ეს ინფრომაცია არ გახსოვთ, მაშინ უნდა აღადგინოთ ახალ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ახალი ინტერნეტ ბანკის მონაცემების აღსადგენათ, შებრძანდით მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიეთ ღილაკი „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები“.  მონაცემების აღდგენა შესაძლებელია, თუ თქვენ გაქვთ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებულია თქვენი მობილურის ნომერი. 
 
შემთხვევა (3):

თქვენ დაგავიწყდათ ახალი ინტერნეტ ბანკის პაროლი ან მომხმარებლის სახელი და ჯერ არ ხართ ავტომატურად დაბლოკილი. ბლოკირების შესახებ ინფორმაცია გამოგიჩნდებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სამჯერ წარუმატებლად ეცდებოდით მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას. 

ქმედება:
თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ ახალ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ახალი ინტერნეტ ბანკის მონაცემების აღსადგენათ, შედით მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიეთ ღილაკი „დაგავიწყდათ თქვენი მონაცემები“.  მონაცემების აღდგენა შესაძლებელია, თუ თქვენ გაქვთ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებულია თქვენი მობილურის ნომერი.
 
შემთხვევა (4):

თქვენ დაგავიწყდათ ახალი ინტერნეტ ბანკის პაროლი ან მომხმარებლის სახელი და რამოდენიმეჯერ წარუმატებლად სცადეთ აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა, რის შესაბამისად თქვენ დაიბლოკეთ დროებით.   

ქმედება:
თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ ახალ ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. მაგრამ თქვენი განბლოკვა ავტომატურად მოხდება 5 წუთის შემდგომ.  მანამდე ინტერნეტ ბანკის მომსახურებით ვერ ისარგებლებთ.
 
შემთხვევა (5):

თქვენ დაგავიწყდათ ახალი ინტერნეტ ბანკის პაროლი ან მომხმარებლის სახელი და ბევრჯერ წარუმატებლად სცადეთ აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა, რის შესაბამისად თქვენ სტატიკურად დაიბლოკეთ. სტატიკურად დაბლოკვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედიზედ შვიდჯერ დროებით დაიბლოკეთ.

ქმედება:
ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიხვიდეთ თქვენს მომსახურე ფილიალში ინტერნეტ ბანკის გასააქტიურებლად.
 
შემთხვევა (6):

თქვენ არ შესულხართ და არ გამოგიყენებიათ ძველი ინტერნეტ ბანკი 2011 წლის 1 ივლისის შემდგომ. 

ქმედება:
უსაფრთხოების მიზნით, თქვენ ვერ შეძლებთ ძველი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით ახალ ინტერნეტ ბანკში შესვლას. თუ გსურთ ისარგებლოთ ახალი ინტერნეტ ბანკის მომსახურებით, გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, ამისათვის შებრძანდით მისამართზე www.tbconline.ge  და აირჩიეთ ღილაკი „ონლაინ რეგისტრაცია“. ონლაინ რეგისტრაციისათვის გჭირდებათ სატელეფონო კოდი და ბანკში დაფიქსირებული თქვენი მობილურის ნომერი.
ან გაიარეთ რეგისტრაცია ფილიალში, ამისათვის საჭიროა თქვენს მომსახურე ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტ ბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (User Name) და პაროლი;


რომელი ინტერნეტ ბროუზერებია მხარდაჭერილი ახალი ინტერნეტ ბანკის მიერ?

ბროუზერები, რომლებსაც ვუწევთ მხარდაჭერას არის:
  • Internet Explorer 7.0 ან უფრო ახალი;
  • Mozilla Firefox v. 3.6 ან უფრო ახალი;
  • Google Chrome v. 10 ან უფრო ახალი;
  • Safari 5 ან უფრო ახალი.

სხვა ბროუზერებში ინტერნეტ ბანკის პროგრამას შეიძლება ჰქონდეს ვიზუალური დეფექტები.


რატომ მიჩანს ინტერნეტ ბანკის გვერდები ხარვეზებით?

ინტერნეტ ბანკის გვერდები შესაძლოა ჩანდეს ხარვეზებით სხვადასხვა ინტერნეტ ბროუზერებში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი პრობლემები:

1. ინტერნეტ ბანკში შესასვლელად იყენებთ ისეთ ბროუზერს, რომელსაც არ ვუწევთ მხარდაჭერას. ბროუზერები, რომლებსაც ვუწევთ მხარდაჭერას არის:
  • Internet Explorer 7.0 ან უფრო ახალი;
  • Mozilla Firefox v. 3.6 ან უფრო ახალი;
  • Google Chrome v. 10 ან უფრო ახალი;
  • Safari 5 ან უფრო ახალი.
2. თქვენს ინტერნეტ ბროუზერში დამახსოვრებულია ძველი ინფორმაცია და საჭიროა ძველი მონაცემების წაშლა. აღნიშნულ შემთხვევაში გთხოვთ, გაასუფთაოთ თქვენი ბროუზერი დროებით შენახული დოკუმენტებისგან (Cache, Cookies) და ხელახლა შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში.

3. Google Chrome-ში მუშაობისას შესაძლოა ზოგიერთი ტექსტი გამოჩნდეს არაწაკითხვადი სიმბოლოებით. ეს არის თვითონ Google Chrome-ის ხარვეზი, რის გამოსწორებაზეც მუშაობს მწარმოებელი კომპანია. ტექსტის არასრულფასოვნად გამოჩენის შემთხვევისას დახურეთ ბროუზერი და ხელახლა სცადეთ ინტერნეტ ბანკში შესვლა.

4. Internet Explorer-ში მუშაობისას შესაძლოა ზოგიერთი გვერდი გამოჩნდეს არასრულფასოვნად ან ჰქონდეს ვიზუალური დეფექტი. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ გამორთოთ Compatibility View-ს ღილაკი (მოთავსებული გვერდის განახლების ღილაკთან) და ხელახლა შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში.


რატომ მჭირდება Flash Player-ის ახალი ვერსია?

Flash Player-ის ქონა აუცილებელია, რათა თქვენ სრულად შეძლოთ ინტერნეტ ბანკის ფუნქციონალის გამოყენება. მაგალითად, Flash Player-ის ახალი ვერსია დაგჭირდებათ ვალუტის კურსების ან/და ვიდეო ინსტრუქციის სანახავად. თუმცა გვერდების უმრავლესობაში თქვენ Flash Player-ის გარეშეც  უპრობლემოდ იმუშავებთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი Flash Player არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან თქვენ საერთოდ არ გაქვთ იგი დაინსტალირებული, თქვენ გამოგიჩნდებათ შესაბამისი შეტყობინება. მიყევით შეტყობინებაზე გამოსულ ბმულს და ჩამოტვირთეთ უახლესი Flash Player-ი უფასოდ.


რატომ  „მაგდებს“ ინტერნეტ ბანკი პროგრამიდან  „გამოსვლის“ ღილაკზე დაჭერის გარეშე?

უსაფრთხოების მიზნით ინტერნეტ ბანკი ავტომატურად ასრულებს შესვლის სესიას (გამოყავს კლიენტი ინტერნეტ ბანკიდან), თუ მომხმარებელი არააქტიურია რამდენიმე წუთის განმავლობაში. სესიის დასრულებამდე 60 წამით ადრე თქვენ გამოგიჩნდებათ შეტყობინების ფანჯარა, რომელიც გამცნობთ სესიის შესაძლო დახურვის შესახებ. თუ დაეთანხმებით ინტერნეტ ბანკში მუშაობის გაგრძელებას, თქვენი სესია გაგრძელდება. ხოლო, თუ 60 წამის მანძილძე თქვენ არ დაეთანხმებით მუშაობის გაგრძელებას, პროგრამა ავტომატურად დახურავს თქვენ სესიას (გაგიყვანთ ინტერნეტ ბანკიდან). სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ხელახლა შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში შესვლის სტანდარტული პროცედურით - მომხმარებლის სახელის და პაროლის მითითებით.


როგორ შევცვალო მთავარი გვერდი ჩემი სურვილის შესაბამისად? 

მთავარი გვერდის თქვენზე მორგებაა შესაძლებელი:
  • სურათის შეცვლა - დააჭირეთ ღილაკზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ავატარი ან ატვირთეთ თქვენთვის სასურველი სურათი.
  • ანგარიშის სახელის ცვლილება - ანგარიშებს  შეგიძლიათ დაარქვათ თქვენთვის სასურველი სახელი. ამისთვის ორმაგად უნდა დააჭიროთ არსებულ სახელზე და შეცვალოთ.
  • მარცხენა მენიუს ფანჯრებისათვის ადგილის ცვლილება - უბრალოდ დააჭირეთ ფანჯარას ზედა კიდეში და გადაიტანეთ, ამის მსგავსად შეგიძლიათ ცენტრალური საინფორმაციო ფანჯრების ადგილის ცვლილებაც. ეს ქმედება შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ასევე სხვა გვერდებზე.
  • ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ ნავიგაციის ღილაკები, რომელიც განთავსებულია ზედა პანელში.
    მთავარ გვერდზე თქვენს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება შეინახება იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ ბანკიდან გამოხვალთ  "გამოსვლის" ღილაკზე დაჭერით. სხვა შემთხვევაში ცვლილებების შენახვა არ მოხდება.


როგორ გამოვიყენო ინტერნეტ ბანკის დახმარება?

არსებობს რამოდენიმე დახმარების საშუალება:
  • HELP - ინტერნეტ ბანკში ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება. Help-ის ღილაკზე დაჭერის დროს, გამოსულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანისას, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას.
  • ვიდეო ინსტრუქცია - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge  და აირჩიოთ ღილაკი „ვიდეო ინსტრუქცია“ სადაც ვიზუალურად ნახავთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, ამა თუ იმ ოპერაციის შესრულება ახალ ინტერნეტ ბანკში.
  • ხშირად დასმული კითხვები - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე  www.tbconline.ge  და აირჩიოთ ღილაკი „ვიდეო ინსტრუქცია“. შემდგომ კი მიყევით ლინკს „ხშირად დასმული კითხვები“.


რა თანხებს შეიცავს „ჩემი ფინანსების“ ფანჯარაში მოცემული შემოსავლები და ხარჯები?

მთავარი გვერდის მარცხენა სვეტში არსებული „ჩემი ფინანსების“ ფანჯარაში მოცემულია მიმდინარე თვის თქვენი ჯამური შემოსავლები და ხარჯები. ჯამური შემოსავლების და ხარჯების დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება თქვენს ანგარიშებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები.

განვიხილოთ მაგალითი:
1 მაისს ჩაგერიცხათ 1,000 ლარი ხელფასი თქვენ სადებეტო ბარათზე. სადებეტო ბარათიდან 200 ლარი გადაიტანეთ შემნახველ ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი 800 ლარი დახარჯეთ მაისის განმავლობაში. ამ შემთხვევაში 31 მაისს „ჩემი შემოსავლების“ ფანჯარაში გამოგიჩნდებათ 1,000 ლარი შემოსავალი და 800 ლარი ხარჯი.

თქვენ გაქვთ საშუალება შეცვალოთ შემოსავლებისა და ხარჯების ჩვენების პერიოდი. მაგალითად, თუ ხელფასი ყოველი თვის 25 რიცხვში გერიცხებათ, თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, რომ ნახოთ შემოსავალ-ხარჯები არა კალენდარულ თვეში, არამედ ყოველი თვის 25 რიცხვიდან დღევანდელ თარიღამდე. პერიოდის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს „პერიოდის განსაზღვრა“.


რატომ არ მიჩანს ყველა ანგარიში ინტერნეტ ბანკში?

თქვენ შესაძლოა დამალული გქონდეთ თქვენი ანგარიშ(ებ)ი ინტერნეტ ბანკში. ანგარიშების გამოსაჩენად შებრძანდით ანგარიშების მართვის მოდულში (პარამეტრების მართვა) და მოხსენით მონიშვნა დამალულ ანგარიშებს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


რატომ არ მიჩანს საბავშვო ანაბარი?

საბავშვო ანაბარი უნდა ჩანდეს არა მთავარ გვერდზე, არამედ „ჩემი ანაბრების“ გვერდზე.

არსებობს 2 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არ გიჩანდეთ შვილის საბავშვო ანაბარი „ჩემი ანაბრების“ გვერდზე:
  • საბავშვო ანაბარი უჩანს თქვენს მეუღლეს, ან სხვა უფლებამოსილ პირს, რომელიც ბანკში დარეგისტრირებულია, როგორც საბავშვო ანაბრის განმკარგავი. საბავშვო ანაბარს შესაძლოა ყავდეს მხოლოდ ერთი განმკარგავი.
  • არცერთი მშობელი არ არის დარეგისტრირებული ბანკში, როგორც ანაბრის განმკარგავი. გთხოვთ ეწვიოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან/და სერვისცენტს, რომ დარეგისტრირდეთ, როგორც ანაბრის განმკარგავი. ბანკში მოსვლისას თან იქონიეთ თქვენი პირადობის მოწმობა და ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 227 27 27.


როგორ დავმალო ანგარიშები ნულოვანი ნაშთით?

ანგარიშების გამოჩენა და დამალვა შესაძლებელია „ჩემი ფუნქციების“ მენიუდან „პარამეტრებზე“ შესვლით და შემდგომ მოდულში „ანგარიშების მართვა“ ნულოვანი ნაშთის მქონე ანგარიშების დაფარვით.


შეიძლება ანგარიშის დახურვა ან/და გახსნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით?

ანგარიშების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ფილიალში ან/და სერვისცენტრში შესაბამისი განაცხადის გაკეთებით. უახლოეს მომავალში ანგარიშის გახსნა ინტერნეტ ბანკით გახდება შესაძლებელი.

ანგარიშის დახურვა კი შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით შეტყობინების გამოგზავნით. ამისათვის შებრძანდით მენიუში „ჩემი საფოსტო ყუთი“ და გამოგზავნეთ ბანკში თხოვნა კონკრეტული ანგარიშის დახურვის შესახებ.


როგორ გავაკეთო ამონაწერი ანგარიშიდან?

ამონაწერის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს:
  • თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის გასწვრივ „ქმედების“ ღილაკზე დაჭერით, ჩამოშალოთ ძირითადი ოპერაციების მენიუ და აირჩიოთ ამონაწერი;
  • ზედა პანელზე განთავსებული "ჩემი ანგარიშების" ღილაკზე დაჭერით, ჩამოშალოთ მენიუ და აირჩიოთ ამონაწერი;
    კონკრეტული საბუთის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად კი დააჭირეთ თქვენთვის სასურველ ტრანზაციას.


როგორ ვიპოვო ჩემთვის სასურველი ტრანზაქცია?

ზედა პანელზე განთავსებული მენიუდან აირჩიეთ ღილაკი „ჩემი ანგარიშები“, ხოლო შემდეგ აირჩიეთ „ტრანზაქციების ისტორია“. თქვენთვის სასურველი ტრანზაციის პოვნა შეგიძლიათ, შესრულებული ტრანზაქციების რამოდენიმე პარამეტრით გაფილტვრის შედეგად.


როგორ გადავიხადო კომუნალური გადასახადები?

„გადარიცხვების" ღილაკზე დაჭერით, ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ „კომუნალური გადახდები“.  თუ წარსულში გისარგებლიათ თიბისი ბანკის კომუნალური გადახდებით, "ჩემი გადახდების" სიაში გამოგიჩნდებათ ადრე გადახდილი სერვისების ჩამონათვალი.

თუ ჩამონათვალში არ არის იმ სერვისის დასახელება, რომელზეც გსურთ გადახდის განხორციელება, მაშინ დააჭირეთ ღილაკს "დამატება" და შეავსეთ შესაბამისი ველები: რეგიონი, კატეგორია (კომუნალური, სატელეფონო), კომპანიის დასახელება, იდენტიფიკატორი (აბონენტის ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.) და დააჭირეთ ღილაკს "დამატება". თქვენს მიერ შექმნილი შაბლონი დაემატება სერვისების ჩამონათვალის სიას.

შემდგომ, კომუნალური გადახდის განხორციელებისას აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ ოპერაციის შესრულება. თქვენი კომუნალური გადახდების სიაში, დავალიანების ველი მუდამ განახლებადია. თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე სერვისის ერთდროულად გადახდა, ამისათვის სასურველი პროვაიდერების გასწვრივ შეიყვანეთ შესაბამისი თანხა. დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი" და დაადასტურეთ გადახდა.


კომუნალური დავალიანების გადახდის შემდგომ, დავალიანების ველი არ გამინულდა.

მიმდინარე დავალებების გვერდზე შეამოწმეთ კომუნალური გადარიცხვის სტატუსი. თუ სტატუსი არის „დასრულებული“, ესე იგი გადარიცხვა წარმატებით შესრულდა.

თელასის და დასუფთავების დავალიანების გადახდის შემდგომ დავალიანების ველი არ განულდება, თუმცა გადახდა რეალურად დაფიქსირებულია და აღრიცხულია თელასის და დასუფთავების სისტემებში. დავალიანების განულება 1 საათის განმავლობაში მოხდება.    


როგორ შევავსო მობილურის ბალანსი?

გადარიცხვების ღილაკზე დაჭერით, ჩამოშალეთ მენიუ და აირჩიეთ მობილური ბალანსის შევსება.  უნდა აირჩიოთ ანგარიში, საიდანაც ავსებთ ბალანსს, მიუთითოთ: თანხა, მობილური ოპერატორი და  მობილურის ნომერი (5 XX XXXXXX ფორმატი).  თქვენ ასევე შეგიძლიათ შეინახოთ შაბლონებში მობილურის ნომრები, რაც შემდგომში გაგიადვილებთ ბალანსის შევსებას. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ახალი მობილურის ნომერი შაბლონებს, ამისთვის უნდა აირჩიოთ ღილაკი „მობილური ნომრის დამატება“ და შეავსოთ შესაბამისი ველები.
 
თუ უკვე გაქვთ შენახული მობილური ნომრის შაბლონები,  მობილურის მარტივი მეთოდით შევსების მიზნით, უბრალოდ აირჩიეთ ანგარიში, მიუთითეთ თანხა და თანხის გრაფა მაუსის მოძრაობით, ჩააგდეთ შესაბამისი ნომრის გრაფაში. ამ ქმედებით უფრო მარტივად შეავსებთ მობილურის ბალანსს.


როგორ გადავრიცხო თანხა ჩემს ანგარიშებს შორის?

ამისთვის მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ „გადარიცხვა პირად ანგარიშებზე“. ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი) და ასევე ირჩევთ იმ ანგარიშს, სადაც რიცხავთ თანხას, უთითებთ თანხის ოდენობას და გადარიცხვის დანიშნულებას (დანიშნულება წინასწარ არის შევსებული. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ წინასწარ შევსებული დანიშნულება ან შეცვალოთ ის). ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. ღილაკზე „დადასტურება“ დაჭერით გადარიცხვა შესრულდება. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.
გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელია უფრო მარტივი და თანამედროვე Drag & Drop მეთოდითაც (იხილეთ შესაბამისი კითხვა და პასუხი).


როგორ გადავრიცხო თანხა თიბისი ბანკში სხვის ანგარიშზე?

ამისთვის მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ „გადარიცხვა თიბისი ბანკის ფილიალებში“. ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი) და ავსებთ შემდეგ ველებს: ანგარიშის ნომერი (IBAN ფორმატში), მიმღების სახელი და გვარი, თანხის ოდენობა და გადარიცხვის დანიშნულება.
იმისათვის, რომ მომავალი გადარიცხვისას აღარ მოგიწიოთ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, დაამატეთ მიმღების ინფორმაცია შაბლონებში, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს „შაბლონად დამახსოვრება“ და დაარქვით შაბლონს თქვენთვის სასურველი სახელი.

ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციფრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი, ან სმს კოდი და აირჩიოთ ღილაკი „დადასტურება“. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.

შემდგომში კი, მარტივად გადარიცხვისათვის, შაბლონებში დამახსოვრებულ ანგარიშზე დაჭერით მიმღების ველები ავტომატურად შეივსება, გადარიცხვის განსახორციელებლად კი მხოლოდ თანხის რაოდენობის შეყვანა დაგჭირდებათ. 
გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელია კიდევ უფრო მარტივი და თანამედროვე Drag & Drop მეთოდითაც (იხილეთ შესაბამისი კითხვა და პასუხი).
 

როგორ გადავრიცხო თანხა სხვა ბანკში ეროვნულ ვალუტაში?

ამისთვის, მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ „გადარიცხვა სხვა ბანკში (ეროვნული ვალუტა)“. შემდეგ ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი) და ავსებთ შემდეგ ველებს: ანგარიშის ნომერი (IBAN ფორმატში), მიმღების სახელი და გვარი, ბანკის დასახელება, თანხის ოდენობა და გადარიცხვის დანიშნულება.

იმისათვის, რომ მომავალი გადარიცხვისას აღარ მოგიწიოთ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, დაამატეთ მიმღების ინფორმაცია შაბლონებში. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს „შაბლონად დამახსოვრება“ და დაარქვით შაბლონს თქვენთვის სასურველი სახელი.

ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციფრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი, ან სმს კოდი  და აირჩიოთ ღილაკი „დადასტურება“. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.

შემდგომში კი, მარტივად გადარიცხვისათვის, შაბლონებში დამახსოვრებულ ანგარიშზე დაჭერით მიმღების ველები ავტომატურად შეივსება, გადარიცხვის განსახორციელებად კი მხოლოდ თანხის რაოდენობის შეყვანა დაგჭირდებათ.
გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელია კიდევ უფრო მარტივი და თანამედროვე Drag & Drop მეთოდითაც (იხილეთ შესაბამისი კითხვა და პასუხი).


 
როგორ გადავრიცხო თანხა სხვა ბანკში უცხოურ ვალუტაში?

ამისთვის, მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ  გადარიცხვა სხვა ბანკში (უცხოური ვალუტა)“. შემდეგ ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი) და ავსებთ შემდეგ ველებს: ანგარიშის ნომერი (IBAN ფორმატში), მიმღების სახელი და გვარი, მიმღების მისამართი, მიმღები ბანკის SWIFT კოდი, მიმღები ბანკის დასახელება. თუ მიმღების ბანკს გააჩნია შუამავალი ბანკი (ანუ თუ გადარიცხვის მიმღების რეკვიზიტებში მითითებულია შუალედური ბანკის შესახებ), მაშინ უნდა მოინიშნოს შესაბამისი გრაფა და შეივსოს დამატებითი ველები (შუამავალი ბანკის დასახელება, SWIFT კოდი), ასევე უნდა მიუთითოთ, თუ ვინ იხდის შუამავალი ბანკის ხარჯებს (თქვენ თუ იხდით, უთითებთ OUR-ს, თუ მიმღები - SHA-ს), თანხის ოდენობა და გადარიცხვის დანიშნულება.

იმისათვის, რომ მომავალი გადარიცხვისას აღარ მოგიწიოთ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, დაამატეთ მიმღების ინფორმაცია შაბლონებში. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს „შაბლონად დამახსოვრება“ და დაარქვით შაბლონს თქვენთვის სასურველი სახელი.

ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციფრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი, ან სმს კოდი   და აირჩიოთ ღილაკი „დადასტურება“. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.

შემდგომში კი, მარტივად გადარიცხვისათვის, შაბლონებში დამახსოვრებულ ანგარიშზე დაჭერით მიმღების ველები ავტომატურად შეივსება, გადარიცხვის განსახორციელებად კი მხოლოდ თანხის რაოდენობის შეყვანა დაგჭირდებათ. 


საბიუჯეტო გადარიცხვები როგორ გავაკეთო ახალ ინტერენტ ბანკში?

ამისთვის, მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ  „საბიუჯეტო გადარიცხვა“. შემდეგ ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი), შაბლონის არ არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ სახაზინო კოდი. მისი არ ცოდნის შემთხვევაში კი დააჭირეთ ღილაკს „კოდის აწყობა“ და აირჩიეთ გადასახადის ტიპი. პროგრამა ავტომატურად ააწყობს შესაბამის სახაზინო კოდს. თქვენი არჩევანის შესაბამისი სახაზინო კოდი და მისი ზუსტი დანიშნულება ავტომატურად შეივსება შესაბამის ველებში. შემდგომ მიუთითეთ გადასარიცხი თანხა.
იმისათვის, რომ მომავალი გადარიცხვისას აღარ მოგიწიოთ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, დაამატეთ საბიუჯეტო გადარიცხვა შაბლონებში. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს „შაბლონად დამახსოვრება“ და დაარქვით შაბლონს თქვენთვის სასურველი სახელი.

ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. გადარიცხვის დასადასტურებლად აქვე უნდა შეიყვანოთ ციფრების კომბინაცია სატელეფონო კოდიდან, დიჯიპასის კოდი, ან სმს კოდი და აირჩიოთ ღილაკი „დადასტურება“. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.

შემდგომში კი, მარტივად გადარიცხვისათვის, შაბლონებში დამახსოვრებულ საბიუჯეტო გადარიცხვზე დაჭერით ველები ავტომატურად შეივსება, გადარიცხვის განსახორციელებად კი მხოლოდ თანხის რაოდენობის შეყვანა დაგჭირდებათ. 


როგორ განვახორციელო გადარიცხვა Drag & Drop (მოქაჩე და ჩააგდე) ტექნოლოგიის გამოყენებით?

ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა მხოლოდ გადარიცხვის შაბლონების წინასწარ შექმნა. Drag & Drop ტექნოლოგიის გამოყენებით გადარიცხვების საწარმოებლად ზედა მენიუში აირჩიეთ ღილაკი "გადარიცხვები". შემდგომ გახსნილ გვერდზე აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც უნდა გადაირიცხოს თანხა და მიუთითეთ გადასარიცხი თანხა.

მარჯვენა სვეტში მოცემულ შაბლონებში იპოვეთ შაბლონი, რომელზედაც გსურთ თანხის გადარიცხვა.

დააჭირეთ ხელი თანხის ველის ცისფერ ზედაპირს, დაქაჩეთ მარჯვნივ და ჩააგდეთ შესაბამის შაბლონში.

პროგრამა მოგთხოვთ გადარიცხვის დადასტურებას და მის ავტორიზაციას დიჯიპასის კოდით, სატელეფონო კოდით, ან სმს კოდით (ავტორიზაცია არ მოითხოვება საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვისას). ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.

 

როგორ გადავრიცხო თანხა საბავშვო ანაბარზე?

საბავშვო ანაბარზე გადარიცხვა სტანდარტულად, საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით არ ხორციელდება.
საბავშვო ანაბარზე თანხის გადასარიცხად დააჭირეთ „გადარიცხვების“ ღილაკს ზედა მენიუში და აირჩიეთ „გადარიცხვა თიბისი ბანკის ფილიალებში“. აირჩიეთ თქვენი ანგარიში, საიდანაც გსურთ თანხის გადარიცხვა. მიმღების ანგარიშის ნომერში მიუთითეთ საბავშვო ანაბრის ანგარიშის ნომერი, ხოლო მიმღების სახელში - ბავშვის სახელი და გვარი.
გადარიცხვა აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმავე ვალუტის ანგარიშიდან, რომელშიც საბავშვო ანაბარია გახსნილი.
 
მაგალითად, დოლარის საბავშვო ანაბარზე თანხის ჩარიცხვა მხოლოდ დოლარის ანგარიშიდან არის შესაძლებელი.


რა ტიპის გადარიცხვებია დაშვებული TBC Card-დან და Prime Card-დან?

ინტერნეტ ბანკის საშუალებით TBC Card-დან და Prime Card-დან შესაძლებელია როგორც კომუნალური გადარიცხვების შესრულება და მობილური ბალანსის შევსება (უფასო ოპერაციები), ასევე საკუთარ ანგარიშებს შორის და სხვა კლიენტთან თანხის გადარიცხვა (ფასიანი ოპერაციები). ფასიანი ოპერაციების განხორციელება 2012 წლის აგვისტოს ბოლოდან არის შესაძლებელი.


რა თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი სატელეფონო კოდის და სმს კოდის მეშვეობით?

სატელეფონო კიდის და სმს კოდის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები თვეში ჯამურად 15,000 ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით. გასათვალისწინებელია, რომ ერთჯერადად შესაძლებელია მაქსიმუმ 5,000 ლარის (ან მისი ექვივალენტის) გადარიცხვა. შეზღუდვა არ მოქმედებს თქვენს ანგარიშებს შორის თანხის გადატანებზე და ისეთ გადარიცხვებზე, რომელთაც არ სჭირდებათ სატელეფონო კოდით ავტორიზაცია. თუ თქვენ გსურთ უფრო დიდი თანხების გადარიცხვა, გირჩევთ, გამოიყენოთ დიჯიპასი.

ბანკი იტოვებს უფლებას, რომ კლიენტის გაფრთხილების გარეშე შეცვალოს/დააკორექტიროს აღნიშნული ლიმიტები.


როგორ შევასრულო კონვერტაცია?

ამისთვის მენიუდან უნდა აირჩიოთ ღილაკი „გადარიცხვები“ და შემდეგ „გადარიცხვა პირად ანგარიშებზე“. შემდგომ ირჩევთ იმ ანგარიშს, საიდანაც უნდა გადარიცხოთ თანხა (ველის დაბლა  ჩანს ანგარიშზე არსებული ნაშთი) და ასევე ირჩევთ იმ ანგარიშს, სადაც რიცხავთ თანხას. გაყიდვის ველში ვწერთ გასაყიდ ვალუტას და ავტომატურად გამოჩნდება შესაბამისი თანხა ყიდვის გრაფაში, ან პირიქით.

ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერით კი გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია თქვენს მიერ შეყვანილი/არჩეული მონაცემები. ღილაკზე „დადასტურება“ დაჭერით, კონვერტაცია საბოლოოდ შესრულდება. ტრანზაქციის სტატუსი შეგიძლიათ იხილოთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე.


სად არის შესაძლებელი ოპერაციების სტატუსების ნახვა?

ოპერაციების სტატუსების ნახვა შესაძლებელია „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე. შესასვლელად ნავიგაციის ზედა მენიუში დააჭირეთ ღილაკს "გადარიცხვები" და შემდეგ ფუნქციების ფანჯარაში აირჩიეთ "მიმდინარე დავალებები".
 
ალტერნატიულად, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აირჩიეთ „მიმდინარე დავალებების“ გვერდზე გადასვლა.

„მიმდინარე დავალებების“ გვერდზე ბოლო ტრანზაქცია გამოგიჩნდებათ სიის თავში. ოპერაციის უახლესი სტატუსის სანახავად განაახლეთ მონაცემები „შესრულება“ ღილაკზე დაჭერით. თქვენთვის სასურველი დავალების უკეთ მოსაძებნად გამოიყენეთ გაფილტვრის მენიუ. გასაფილტრი ინფორმაციის მითითების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შესრულება".
 

რატომ მიენიჭა ტრანზაქციას უარყოფილის სტატუსი?

თქვენს მიერ გატარებულ ტრანზაქციას შესაძლოა მიენიჭოს უარყოფილის სტატუსი შემდეგი მიზეზების გამო:
  • ანგარიშზე არ არის საკმარისი ნაშთი. გთხოვთ შეავსოთ ბალანსი სასურველ ანგარიშზე, ან გადარიცხოთ ნაკლები თანხა;
    ტრანზაქციის გატარების მომენტში დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა. გთხოვთ სცადოთ კიდევ ერთხელ რამდენიმე წუთში;
  • გადარიცხვის დანიშნულება არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს (სხვა ბანკში უცხოური ვალუტის გადარიცხვის შემთხვევაში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 227 27 27;
  • გადარიცხვის განხორციელებისას არ მოხდა ინვოისის გაგზავნა ბანკში (სხვა ბანკში უცხოური ვალუტის გადარიცხვის შემთხვევაში). გთხოვთ გაგზავნოთ შესაბამისი ინვოისი ბანკში ინტერნეტ შეტყობინების მეშვეობით ან დაგვიკავშირდით: +995 32 227 27 27.


რა პერიოდში ამესახება ბარათზე თანხის გადატანა?

თანხის გადატანა თქვენ სადებეტო და საკრედიტო ბარათებზე აისახება მომენტალურად. ბარათზე ასახვა ხდება მომენტალურად იმ შემთხვევებშიც, თუ თანხის გადატანა მოხდება არასამუშაო დროს.
მაგალითად, შაბათს საღამოს 11 საათზე Prime Card-ზე გადატანილი თანხა ბარათზე აისახება რამდენიმე წამში.


რა ვადაში დაჯდება მიმღების ანგარიშზე გადარიცხული თანხა?

გადარიცხვა საკუთარ ანგარიშებს შორის

თქვენს ანგარიშებს შორის ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა აისახება მომენტალურად იმ შემთხვევებშიც, თუ თანხის გადატანა მოხდება არასამუშაო დროს და არასამუშაო დღეებში. გამონაკლისია დღის ბოლოს, დაახლოებით 23:00-დან 24:00-მდე ინტერვალში გადარიცხვები, რომელთა ასახვას, შესაძლებელია მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდეს.

გადარიცხვა თიბისი ბანკში ეროვნულ ვალუტაში 3,000 ლარის ფარგლებში

თიბისი ბანკში 3,000 ლარის ფარგლებში გარადიცხული  თანხები დაჯდება მიმღების ანგარიშზე მომენტალურად იმ შემთხვევებშიც, თუ თანხის გადარიცხვა მოხდება არასამუშაო დროს და არასამუშაო დღეებში. გამონაკლისია დღის ბოლოს, დაახლოებით 23:00-დან 24:00-მდე ინტერვალში გადარიცხვები, რომელთა ასახვას შესაძლებელია, მაქსიმუმ 1 საათი დასჭირდეს.

გადარიცხვა თიბისი ბანკში ეროვნულ (3,000 ლარს ზევით) და უცხოურ ვალუტაში

თუ გადარიცხვა შესრულდება სამუშაო საათებში, ეროვნულ (3,000 ლარს ზევით) და უცხოურ ვალუტებში თიბისი ბანკში განხორციელებული გადარიცხვები მიმღების ანგარიშზე დაჯდება გადარიცხვის დღეს. არასამუშაო დროს განხორციელებული გადარიცხვები მიმღების ანგარიშზე დაჯდება მომდევნო სამუშაო დღეს.

გადარიცხვა სხვა ბანკში ეროვნულ ვალუტაში

სხვა ბანკში ეროვნულ ვალუტაში განხორციელუბი გადარიცხვები დაჯდება მიმღების ანგარიშზე მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღეს. თუმცა სამუშაო დროს განხორციელებული გადარიცხვები შესაძლოა დაჯდეს მიმღების ანგარიშზე იმავე დღეს.

გადარიცხვა სხვა ბანკში უცხოურ ვალუტაში

სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში დაჯდება მიმღების ანგარიშზე მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. თუმცა, როგორც წესი, თანხები ჯდება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.


რა არის სატელეფონო კოდი?

სატელეფონო კოდი არის 8 ციფრის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება სატელეფონო სერვის ცენტრთან დაკავშირების დროს, ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკში თქვენი იდენტიფიცირებისათვის და გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზაციისას. მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებში, სრულიად უფასოდ. სატელეფონო კოდის გამოყენებით ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია  გარე გადარიცხვების წარმოება მცირე ლიმიტების ფარგლებში.

ინტერნეტ ბანკში სხვა კლიენტებთან გადარიცხვების ავტორიზაცია შესაძლებელია არა მხოლოდ სატელეფონო კოდით, არამედ ასევე SMS კოდით ან დიჯიპასით. თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ ავტორიზაციის მეთოდი ინტერნეტ ბანკიდან. ავტორიზაციის საბაზისო მეთოდში გამოიყენება სატელეფონო კოდი. უფრო მაღალი უსაფრთხოება მიიღწევა ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით, ხოლო ყველაზე მაღალი უსაფრთხოება და მოხერხებულობა მიიღწევა ერთჯერადი დიჯიპასის კოდით.
 

რა არის SMS კოდი?

ინტერნეტ ბანკში სხვა კლიენტებთან გადარიცხვების ავტორიზაცია შესაძლებელია სატელეფონო კოდით, SMS კოდით ან დიჯიპასით. თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ ავტორიზაციის მეთოდი ინტერნეტ ბანკიდან. ავტორიზაციის საბაზისო მეთოდში გამოიყენება სატელეფონო კოდი. უფრო მაღალი უსაფრთხოება მიიღწევა ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით, ხოლო ყველაზე მაღალი უსაფრთხოება და მოხერხებულობა მიიღწევა ერთჯერადი დიჯიპასის კოდით.

SMS კოდი არის ერთჯერადი ოთხნიშნა კოდი, რომელიც გენერირდება ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ გადადიხართ გადარიცხვის ავტორიზაციის გვერდზე (თუ თქვენ ავტორიზაციის SMS მეთოდს იყენებთ). ასეთ დროს კოდი ავტომატურად გეგზავნებათ თქვენს მიერ ბანკში წინასწარ მითითებულ მობილურის ნომერზე. თუ თქვენ არ მოგივათ SMS კოდი, დააჭირეთ კოდის ხელახლა გამოგზავნის ღილაკს. SMS კოდის გამოყენებით ინტერნეტ ბანკით და მობაილ ბანკით შესაძლებელია გარე გადარიცხვების წარმოება ლიმიტების ფარგლებში.


რა არის დიჯიპასი?

ინტერნეტ ბანკში სხვა კლიენტებთან გადარიცხვების ავტორიზაცია შესაძლებელია სატელეფონო კოდით, SMS კოდით ან დიჯიპასით. თქვენ თავად შეგიძლიათ შეცვალოთ ავტორიზაციის მეთოდი ინტერნეტ ბანკიდან. ავტორიზაციის საბაზისო მეთოდში გამოიყენება სატელეფონო კოდი. უფრო მაღალი უსაფრთხოება მიიღწევა ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით, ხოლო ყველაზე მაღალი უსაფრთხოება და მოხერხებულობა მიიღწევა ერთჯერადი დიჯიპასის კოდით.

დიჯიპასი არის ერთჯერადი კოდის გენერაციის მოწყობილობა, რომლის საშუალებით ინტერნეტ ბანკით და მობაილ ბანკით შესაძლებელია გარე გადარიცხვების განხორციელება უსაფრთხოდ, შეუზღუდავი ლიმიტით. გარე გადარიცხვის დასრულების დროს პროგრამა კლიენტს სთხოვს დიჯიპასით გენერირებული კოდის შეყვანას.

დიჯიპასების მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში.

ულიმიტო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ დიჯიპასის გამოყენებით.


რა არის ახალი ინტერნეტ ბანკის მომსახურების ღირებულება?

ფიზიკური პირებისათვის მომსახურების ღირებულება უფასოა:

რეგისტრაცია უფასო

ყოველკვარტალური უფასო

დიჯიპასის გაცემის/ დაკარგვის/დაზიანების/ განახლების საკომისიო 
10 ლარი


რა ოპერაციების განხორციელების საკომისიოებია ახალ ინტერნეტ ბანკში?

  • საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა/კონვერტაცია (საკრედიტო ბარათიდან გადარიცხვის გარდა) - უფასო;
    სატელეფონო ბალანსის შევსება - უფასო;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა - 0.5 ლარი (თელასის, სილქნეტის და დასუფთავების სამსახურის დავალიანების გადახდა - უფასო);
  • საკრედიტო ბარათებიდან (პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი) გადარიცხვა – ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად;
  • საკუთარი ანგარიშიდან სხვა პირის/კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში - ბანკის სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.


გამომიჩნდება თუ არა ახალ ინტერნეტ ბანკში, ძველ ინტერნეტ ბანკში შექმნილი გადარიცხვის შაბლონები?

ყველა ის შაბლონი, რომელიც შექმნილი გქონდათ ძველ ინტერნეტ ბანკში 15 თებერვლამდე, შესაძლებელია იხილოთ ახალ ინტერნეტ ბანკშიც.  მაგრამ თუ თქვენ რომელიმე შაბლონი 15 თებერვლის შემდგომ დაამატეთ ძველ ინტერნეტ ბანკში, მაშინ აღნიშნული შაბლონის ნახვას ახალ ინტერნეტ ბანკში ვერ შეძლებთ და ის ხელახლა უნდა შექმნათ ახალ ინტერნეტ ბანკში.


სად შეიძლება ვნახოთ ანგარიშის ბალანსი, ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხები?

ახალ ინტერნეტ ბანკში ანგარიშების ბალანსების ნახვა შესაძლებელია მთავარ გვერდზე.
  • სადებეტო ბარათებზე (მათ შორის 5 დღიან საკრედიტო ბარათზე)  ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების ნახვა შესაძლებელია  გვერდზე „ჩემი ანგარიშები“.
  • საკრედიტო ბარათებზე (TBC CARD, TBC PRIME CARD, „განვადების ბარათი“)  ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების  ნახვა შესაძლებელია გვერდზე „საკრედიტო ბარათები“.
  • ბლოკირებული თანხის შესახებ ინფორმაციის დეტალურად ნახვის მიზნით, დადექით ანგარიშზე, რომელზეც არის ბლოკირებული თანხა. დააჭირეთ ღილაკს "ბლოკირებული თანხები" და დაელოდეთ ახალი გვერდის ჩატვირთვას.


სად შეიძლება ვნახოთ ბარათის შესახებ ინფორმაცია?

ბარათების შესახებ ინფორმაციაში იგულისხმება ვადის გასვლის თარიღი, საკრედიტო ლიმიტი, 16 ნიშნა ნომერი და ა.შ.
ბარათების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მთავარ გვერდზე, ანგარიშის სახელთან კურსორის მიტანით.
სადებეტო ბარათებზე (მათ შორის 5 დღიან საკრედიტო ბარათზე) ინფორმაციის ნახვა ასევე შესაძლებელია „ჩემი ანგარიშები“-ს გვერდიდან, ბარათის სურათთან კურსორის მიტანით.

საკრედიტო ბარათებზე (TBC CARD, TBC PRIME CARD, „განვადების ბარათი“)  ინფორმაციის ნახვა ასევე შესაძლებელია „საკრედიტო ბარათები“-ს გვერდიდან, ბარათის სურათთან კურსორის მიტანით.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ბარათის სურათი ახალ ინტერნეტ ბანკში ჯერჯერობით არ ემთხვევა თქვენს ბარათის დიზაინს, მომავალში ინტერნეტ ბანკში შესაძლებელი იქნება იხილოთ თქვენი ბარათის დიზაინი.


ბართის სურათი ახალ ინტერნეტ ბანკში არ ემთხვევა ჩემი ბარათის დიზაინს?

ბარათის სურათი ახალ ინტერნეტ ბანკში ჯერჯერობით არ დაემთხვევა თქვენი ბარათის დიზაინს, მომავალში ინტერნეტ ბანკში შესაძლებელი იქნება იხილოთ თქვენი ბარათის დიზაინი.

სად ვნახო ინფორმაცია 5 დღიან საკრედიტო ბარათებზე და ოვერდრაფტებზე?

ინფორმაცია 5 დღიან საკრედიტო ბარათებზე და ოვერდრაფტებზე შეგიძლიათ ნახოთ „ჩემი ანგარიშების“ გვერდზე „ჩემი სადებეტო ბარათების“ ჩამონათვალში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


სად ვნახო ინფორმაცია TBC Card-ზე, Prime Card-ზე და განვადების ბარათზე?

ინფორმაცია TBC Card-ზე, Prime Card-ზე და „განვადების ბარათზე“ შეგიძლიათ ნახოთ „საკრედიტო ბარათების“ გვერდზე. საკრედიტო ბარათებზე დაშვებული ლიმიტების სანახავად დადექით ბარათის სურათთან და გამონათებულ მინიშნების  ფანჯარაში სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად ნახავთ სესხის ლიმიტსაც.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


როგორ ვნახო საკრედიტო ბარათების ინვოისი?

საკრედიტო ბარათების (TBC CARD, TBC PRIME CARD, „განვადების ბარათი“)  ინვოისის სანახავად დააჭირეთ „საკრედიტო ბარათების“ ღილაკს ზედა მენიუში. თქვენ გამოგიჩნდებათ საკრედიტო ბარათების ჩამონათვალი. დადექით სასურველ ანგარიშზე და დააჭირეთ „დავალიანების“ ღილაკს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


რატომ არ მიჩანს დავალიანება სესხის დავალიანების გამოთვლის გვერდზე?

სესხის დაფარვა გიწევთ ყოველი თვის გარკვეულ რიცხვში, სესხის გრაფიკის შესაბამისად. ამ რიცხვის დადგომამდე თქვენ არ გაქვთ ვალდებულება დაფაროთ სესხი და შესაბამისად არც დავალიანებაში გიჩანთ გადასახდელი თანხა. გადახდის დღეს თქვენ სრულად მიიღებთ ინფორმაციას დავალიანების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სესხი დაიფარება დროულად (გადახდის დღეს), სასესხო დავალიანებაში კვლავ გამოგიჩნდებათ ნულები მომდევნო თვის სესხის დაფარვის დღემდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაფარვა არ მოხდება დროულად, ყოველ მომდევნო დღეს სასესხო დავალიანების გვერდზე გამოჩნდება დამატებით დარიცხული პროცენტების და ჯარიმების ხარჯზე გაზრდილი სასესხო დავალიანება.


როგორ დავფარო სესხი წინსწრებით?

სესხის წინსწრებით დასაფარად შედით „ჩემი სესხების“ გვერდზე. დადექით სასურველ სესხზე და „ქმედების“ ღილაკის მენიუდან აირჩიეთ „სესხის წინსწრებით დაფარვა“. გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ სესხის დაფარვა და სესხის დასაფარად განკუთვნილი თანხა. სესხის წინსწრებით დაფარვისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასამუშაო დროს გაგზავნილი მოთხოვნები დაკმაყოფილდება მომდევნო სამუშაო დღეს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


რატომ არ დაკმაყოფილდა სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნა?

სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი:
  • სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნა განხორციელდა არასამუშაო დროს. ასეთ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება მომდევნო სამუშაო დღეს.
  • სესხის წინსწრებით დაფარვის მოთხოვნის მომენტში თქვენ გქონდათ მიმდინარე დავალიანება სხვა სასესხო პროდუქტზე. ამ შემთხვევაში სესხის წინსწრებით დაფარვამდე საჭირო იქნება თქვენი მიმდინარე დავალიანებების დაფარვა.


როგორ დავფარო განვადების ბარათი სრულად?

განვადების ბარათის სრული დაფარვისთვის საჭირო თანხის სანახავად საჭიროა შეხვიდეთ ინვოისში და მონიშნოთ დამატებითი ინფორმაციის ველი, რის შემდეგაც გამოჩნდება სრული დავალიანების ჩანართი. სულ გადასახდელი თანხა შეიძლება მეტი იყოს დასაფარი თანხების ჯამზე, რაც გამოწვეულია იმით, რომ სრულად განულების შემთხვევაში კლიენტს შესაძლოა ერიცხებოდეს ადრე დაფარვის საკომისიო.


როგორ ხდება პერსონალური ინფორმაციის ცვლილება?

ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია მობილური ტელეფონის, ელ-ფოსტის და მისამართის, ანუ პერსონალური ინფორმაციის ცვლილება. ამისათვის თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს „პარამეტრები“ „ჩემი ფუნქციების“ მენიუში და შემდგომ ჩამოშალოთ "საკონტაქტო ინფორმაციის" ველი. ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია მისი დადასტურება სერტიფიკაციის იმ მეთოდით, რომელსაც გადარიცხვებისთვის იყენებთ (სატელეფონო კოდი, სმს კოდი ან დიჯიპასი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო ინსტრუქცია.


რატომ არ განახლდა საკონტაქტო ინფორმაცია ცვლილებების შესაბამისად?

საკონტაქტო ინფორმაციაში თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები შესაძლოა არ დადასტურდეს ბანკის მიერ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი:
  • მობილურის ნომერი არასწორი ფორმატით შეიყვანეთ ან ის უკვე მითითებულია სხვა მომხმარებლის მიერ;
    ელექტრონული ფოსტის მისამართი არასწორი ფორმატითაა შეყვანილი.
  • ასეთ შემთხვევაში შეასწორეთ მითითებული ინფორაცია ან დაგვიკავშირდით: +995 32 227 27 27.


როდის გამოჩნდება გვერდები წარწერით „მალე...“?

გვერდები წარწერით „მალე...“ გააქტიურდება ეტაპობრივად, 2012-2013 წლების განმავლობაში.


 
რა არის „ჩემი ფინანსები“?

"ჩემი ფინასების" მოდული აგროვებს და ახარისხებს თქვენი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას და გამოსახავს მას ადვილად აღსაქმელ ფორმატში. ის დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ყოველთვიურ შემოსავლებზე და ხარჯებზე, მართოთ თქვენი ბიუჯეტი და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“ მოდულის „მიმოხილვის“ გვერდზე არსებული ინფორმაცია?


„ჩემი ფინანსების“ „მიმოხილვის“ გვერდზე ერთადაა თავმოყრილი თქვენი ანგარიშების და მათზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ყველა ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია  თქვენს ყოველთვიურ შემოსავლებზე და ხარჯებზე და ანგარიშებზე არსებულ ჯამურ დადებით და უარყოფით ნაშთებზე. იმისათვის, რომ მიმოხილვის გვერდზე არსებული ინფორმაცია უფრო რელევანტური გახდეს, საჭიროა თავდაპირველად დაახარისხოთ თქვენი ტრანზაქციები, ანუ თითოეულ ტრანზაქციას მიუწეროთ, თუ რაში დაიხარჯა თანხა ან რა ტიპის შემოსავალთან გვაქვს საქმე. ამ ქმედების განხორციელება მარტივად „დახარისხების“ გვერდზე შეგიძლიათ. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“  მოდულის „ჩემი კატეგორიების“ გვერდი?

ეს გვერდი გიჩვენებთ კატეგორიებს, რომლებშიც ხარისხდება თქვენი შემოსავლები და ხარჯები. თითოეული კატეგორია შედგება ქვეკატეგორიებისგან. სწორედ ქვეკატეგორიებში ხდება ტრანზაქციების, ანუ ხარჯების და შემოსავლების, დახარისხება. ამ გვერდზე თქვენ გაქვთ საშუალება დაამატოთ თქვენთვის სასურველი ისეთი ქვეკატეგორია, რომელიც არ არის არსებულ ნუსხაში და ასევე ნახოთ თუ რა მოცულობის თანხა მოხვდა თითოეულ კატეგორიაში ან/და ქვეკატეგორიაში კონკრეტულ თვეებში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“ მოდულის „დახარისხების“ გვერდი?

ბანკი ავტომატურად ახარისხებს თქვენი შემოსავლების და გასავლების მცირე ნაწილს, თუმცა ტრანზაქციების დიდი ნაწილის ავტომატურად დახარისხება შუძლებელია. მაგალითად, თუ რაში დახარჯეთ ბანკომატიდან გატანილი 100 ლარი, ვერაფრით გამოვიცნობთ. სწორედ ასეთი ტრანზაქციების ხელით დახარისხებაში დაგეხმარებათ აღნიშნული გვერდი. გვერდი გაძლევთ საშუალებას დაანაწევროთ თითოეული ტრანზაქცია და ნაწილები მიაკუთვნოთ განსხვავებულ ქვეკატეგორიებს. მაგალითად, შესაძლებელია, ბანკომატიდან გატანილი 100 ლარი დაყოთ 30 და 70 ლარიან ტრანზაქციებად, რომლებსაც შესაბამისად დაახარისხებთ ბავშვის კვებაში და სხვადასხვა ხარჯებში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“ მოდულის „წესების“ გვერდი?

ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დახარისხების წესები, რომლის მიხედვითაც შემდგომში მოხდება ტრანზაქციების ავტომატური დახარისხება, შედეგად კი შეგიმცირდებათ ხელით დასახარისხებელი ტრანზაქციების რაოდენობა. თანხების დახარისხება შესაძლოა მოხდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: თანხა, გადამრიცხავის ან მიმღების ანგარიშის ნომერი, დანიშნულება, თქვენი ანგარიშები. დახარისხების წესის აქტიურობა შესაძლოა დროებით შეაჩეროთ, ხოლო სურვილის შემთხვევაში, კვლავ გაააქტიუროთ. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“ მოდულის „ჩემი ქონების“ გვერდი?

ეს გვერდი გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას თქვენს აქტივებზე და ვალებულებებზე თიბისი ბანკში. სურვილის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესალებლობა ამავე გვერდზე დაამატოთ თქვენი ქონება და ვალები, რომელსაც ფლობთ ბანკის გარეთ, მაგალითად დეპოზიტი სხვა ბანკში, სახლი ან პირადი ვალი. მითითებული ინფორმცია გათვალისწინებული იქნება თქვენი ჯამური აქტივების და ვალდებულებების გადათვლისას. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ გამოვიყენო „ჩემი ფინანსების“ მოდულის „ჩემი ბიუჯეტის“ გვერდი?

ამ გვერდზე თქვენ გაქვთ საშუალება დასახოთ ყოველთვიური ბიუჯეტი ნებისმიერი კატეგორიის მიხედვით და შემდგომ აკონტროლოთ რეალური ხარჯები. გვერდი დაგეხემარებათ მარტივად მიიღოთ ინფორმაცია ხომ არ გაქვთ გადახარჯვა ან ხომ არ ახერხებთ თანხის დაზოგვას. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


რა პერიოდის ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი „ჩემი ფინანსების“ მოდულში?

„ჩემი ფინანსების“ მოდულში შესაძლებელია ბოლო 12 დასრულებული და მიმდინარე თვის ინფორმაციის ნახვა. გრაფებზე ინფორმაციის გამოსახვის მინიმალური დროის ინტერვალი წარმოადგენს ერთ თვეს.


რა თანხებს შეიცავს „ჩემი ფინანსების“ მოდულში ნაჩვენები შემოსავლების და ხარჯები თანხები?

„ჩემი ფინანსების“ მოდულში ნაჩვენები შემოსავლები და ხარჯები შეიცავს მხოლოდ იმ ტრანზაქციებს, რომელიც ერთ შემთხვევაში შემოვიდა კლიენტის ანგარიშებზე გარედან, ხოლო მეორე შემთხვევაში - იმ ტრანზაქციებს, რომელიც გავიდა კლიენტის ანგარიშების გარეთ. კლიენტის ანგარიშებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები არც შემოსავალში მოხვდება და არც ხარჯში.


რატომ არის ჩემი ხარჯების დიდი ნაწილი დაუხარისხებელი?

სამწუხაროდ შეუძლებელია ხარჯების სრულად ავტომატურ რეჟიმში დახარისხება. ავტომატურ დახარისხებას არ ექვემდებარება ბანკომატიდან ან ფილიალიან ნაღდი სახით გატანილი თანხები. მაგალითად, თუ რაში დახარჯეთ ბანკომატიდან გატანილი 100 ლარი, ვერაფრით გამოვიცნობთ. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ დაუხარისხებელი ტრანზაქციების რაოდენობა, ნაკლებად გაიტანეთ თანხები ნაღდი სახით და მეტად გადაიხადეთ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში ბარათით. დაუხარისხებელი ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებას ასევე შეუწყობს ხელს დახარისხების წესების შექმნა.


რა ინფორმაციას შეიცავს „ჩემი ფინანსების“ „მიმოხილვის“ გვერდზე არსებული აქტივების დიაგრამა?

მიმოხილვის გვერდზე არსებული აქტივების დიაგრამა სტანდარტულად მოიცავს თქვენს ყველა ანგარიშზე ერთად არსეულ დადებით ნაშთებს. ამაში შედის როგორც მიმდინარე და საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები, ასევე შემნახველ და სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული თანხები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯამური დადებითი ნაშთი შეადგენს 5,000 აშშ დოლარს და თუ „ჩემი ქონების“ გვერდზე ხელით დაამატებთ ბანკის გარეთ თქვენს მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულებას, მაგალითად მანქანას, რომლიც ღირს 10,000 აშშ დოლარი, აქტივების დიაგრამა აჩვენებს 15,000 აშშ დოლარს.


რა ინფორმაციას შეიცავს „ჩემი ფინანსების“ „მიმოხილვის“ გვერდზე არსებული ვალდებულებების დიაგრამა?

მიმოხილვის გვერდზე არსებული ვალდებულების დიაგრამა სტანდარტულად მოიცავს თქვენს ყველა ანგარიშზე ერთად არსებულ უარყოფით ნაშთებს. ამაში შედის როგორც საკრედიტო ბარათებზე და ოვერდრაფტებზე არსებული უარყოფითი ნაშთები, ასევე სესხებზე დარჩენილი ძირი თანხები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯამური დავალიანება შეადგენს 2,000 ლარს და თუ „ჩემი ქონების“ გვერდზე თქვენ ხელით დაამატებთ ბანკის გარეთ თქვენს პირად ვალს 1,000 ლარის ოდენობით, ვალდებულების დიაგრამა აჩვენებს 3,000 ლარს.


რა ინფორმაციას შეიცავს „ჩემი ფინანსების“ „მიმოხილვის“ გვერდზე არსებული ფულადი ბრუნვის დიაგრამა?

მიმოხილვის გვერდზე არსებული ფულადი ბრუნვის დიაგრამა აჩვენებს თქვენს ყოველთვიურ ჯამურ შემოსავალსა და ჯამურ ხარჯს შორის განსხვავებას. თუ დიაგრამაზე მოცემული თანხა აღემატება ნულს, ესე იგი იმ თვეში თქვენ შეძელით თანხის დაზოგვა. ხოლო თუ დიაგრამაზე მოცემული თანხა ნულზე ნაკლებია, ესე იგი თქვენ იმაზე მეტი დაგიხარჯავთ მოცემულ თვეში, ვიდრე შემოსავალი მიიღეთ.


როგორ დავამატო ხარჯების ან შემოსავლების ქვეკატეგორია?

თუ თქვენ გსურთ ისეთი ქვეკატეგორიის დამატება, რომელიც არ არის სტანდარტულ ნუსხაში, გადადით „ჩემი კატეგორიების“ გვერდზე, აირჩიეთ სასურველი კატეგორია, დააჭირეთ შუა სვეტში არსებულ ქვეკატეგორიის დამატების ღილაკს და სახელი დააარქვით ახლად შექმნილ ქვეკატეგორიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახლად შექმნილ ქვეკატეგორიაში ვერ მოხერხდება ტრანზაქციების ავტომატური დახარისხება, თუ თქვენ არ შექმნით შესაბამის დახარისხების წესს. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ დავახარისხო ხარჯები და შემოსავლები ახლად დამატებულ ქვეკატეგორიაში?

ახლად შექმნილ ქვეკატეგორიაში ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში დასახარისხებლად საჭიროა შესაბამისი დახარისხების წესის შექმნა „წესების“ გვერდზე. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


შესაძლებელია შემოსავლების და ხარჯების დახარისხება კატეგორიებში?

არა, შემოსავლები და ხარჯები ხარისხდება მხოლოდ ქვეკატეგორიებში. თუმცა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩემი კატეგორიების გვერდზე ნახოთ ინფორმაცია, თუ რა თანხები დახარისხდა ჯამურად კატეგორიებში.


როგორ დავახარისხო დაუხარისხებელი ხარჯები და შემოსავლები?

დაუხარისხებელი ხარჯები და შემოსავლები შესაძლებელია დაახარისხოთ „დახარისხების“ გვერდზე. ამისათვის მოძებნეთ სასურველი ტრანზაქცია მარცხენა სვეტში, მოქაჩეთ ის და ჩააგდეთ მარჯვენა სვეტში მოცემულ სასურველ ქვეკატეგორიაში. თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა  დაანაწევროთ თითოეული ტრანზაქცია და ნაწილები მიაკუთვნოთ განსხვავებულ ქვეკატეგორიებს. მაგალითად, შესაძლებელია, ბანკომატიდან გატანილი 100 ლარი დაყოთ 30 და 70 ლარიან ტრანზაქციებად, რომლებსაც შესაბამისად დაახარისხებთ ბავშვის კვებაში და სხვადასხვა ხარჯებში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ დავახარისხო ერთი ტრანზაქცია ერთზე მეტ ქვეკატეგორიაში?

ამისათვის დაყავით სასურველი ტრანზაქცია ორ ან მეტ ნაწილად, რომლებიც სათითაოდ დაახარისხეთ ქვეკატეგორიებში. ამისათვის მოქაჩეთ თითოეული ნაწილი და ჩააგდეთ მარჯვენა სვეტში მოცემულ ქვეკატეგორიაში. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.

როგორ შევქმნა ავტომატური დახარისხების წესი?

თანხების დახარისხება შესაძლოა მოხდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, ესენია: თანხა, გადამრიცხავის ან მიმღების ანგარიშის ნომერი, დანიშნულება, თქვენი ანგარიშები. შეავსეთ სასურველი კრიტერიუმები „წესების“ გვერდზე და მითითებული ინფორმაციის შესაბამისად ბანკი ავტომატურად დაგიხარისხებთ თქვენს მომავალ შემოსავლებს და ხარჯებს. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ შევაჩერო/აღვადგინო ავტომატური დახარისხების წესის ფუნქციონირება?

დახარისხების წესის აქტიურობა შესაძლოა დროებით შეჩერდეს, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, კვლავ გააქტიურდეს ნებისმიერ მომენტში. დახარისხების წესის მოქმედების შესაჩერებლად „წესების“ გვერდზე დააჭირეთ შესაბამისი წესის გასწრვივ არსებულ გაუქმების ღილაკზე დაჭერით. წესის გასააქტიურებლად დააჭირეთ სასურველი წესის გასწვრივ არსებულ გააქტიურების ღილაკს. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ დავამატო თიბისი ბანკს გარეთ არსებული ჩემი ქონება აქტივების სიას, ხოლო ვალები -ვალდებულებების სიას?

სურვილის შემთხვევაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა „ჩემი ქონების“ გვერდზე დაამატოთ თქვენი ქონება და ვალები, რომელსაც ფლობთ ბანკის გარეთ, მაგალითად, დეპოზიტი სხვა ბანკში, სახლი ან პირადი ვალი. ქონების და ვალის დასამატებლად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს გვერდის მარჯვენა სვეტში და შეავსეთ მოცემული ველები. მითითებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება თქვენი ჯამური აქტივების და ვალდებულებების გადათვლისას. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


როგორ შევადგინო ბიუჯეტი?

„ბიუჯეტის“ გვერდზე თქვენ გაქვთ საშუალება დასახოთ ყოველთვიური ბიუჯეტი ნებისმიერი კატეგორიის მიხედვით და შემდგომ აკონტროლოთ რეალური ხარჯები. ამისათვის მიუთითეთ სასურველი დასახარჯი თანხა თითოეული კატეგორიის გასწვრივ და ბოლოს დააჭირეთ ღილაკს „გადათვლა“. ბიუჯეტის და რეალური დანახარჯის შესაბამისად შეივსება შკალა. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ვიდეო ინსტრუქციის შესაბამისი ნაწილი.


რა არის ავტომატური კომუნალური გადახდა?

ხშირად გინერვიულიათ კომუნალური დავალიანების დროულად დაფარვაზე? ამიერიდან ეს საპასუხისმგებლო საქმე შეგიძლიათ თიბისი ბანკს მიანდოთ.
ავტომატური კომუნალური გადახდების სერვისი საუკეთესო საშუალებაა კომუნალური დავალიანებების ავტომატურ რეჟიმში და თანაც სრულიად უფასოდ  გადასახდელად.


როგორ ვნახო დარეგისტრირებული ვარ თუ არა ავტომატურ კომუნალურ გადახდაზე და გადავამოწმო იგი?

ამისათვის ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები" და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ, მოქმედი ავტომატური კომუნალური გადახდების ფანჯარაში ყველა ის დავალებები, რომლებზეც უკვე ხართ დარეგისტრირებული.

გადამოწმების მიზნით, მიიტანეთ კურსორი სასურველი დავალების ველის გასწვრივ არსებულ ქმედების ღილაკთან და აირჩიეთ "ნახვა". გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც შეძლებთ ინფორმაციის გადამოწმებას.


როგორ დავრეგისტრირდე ავტომატურ კომუნალურ გადახდაზე?

დავალების შესაქმნელად, ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები". შემდგომ ავტომატური კომუნალური გადახდების ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს "გადახდის დამატება" და გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი კომუნალური სერვისი, ასევე მიუთითეთ თქვენი აბონენტის იდენტიფიკატორი, რომლის სისწორესაც იქვე გადაამოწმებთ. აირჩიეთ ანგარიში, საიდანაც გსურთ, რომ განხორციელდეს ავტომატური კომუნალური გადახდები და მიუთითეთ გადახდების პერიოდი. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ გადახდების შეზღუდვები, თანხობრივ ლიმიტებზე. შემდგომ დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი" და გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ასახულია გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია. გადაამოწმეთ მითითებული ინფორმაცია და დავალების დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს "დადასტურება".

განაცხადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაბამისი დავალება გამოჩნდება მოქმედი ავტომატური კომუნალური გადახდების სიაში.


როგორ განვახორციელო ცვლილება მოქმედ ავტომატურ კომუნალურ დავალებაში?

ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები". შემდგომ მიიტანეთ კურსორი სასურველი დავალების ველის გასწვრივ არსებულ ქმედების ღილაკთან და აირჩიეთ "ცვლილება". გახსნილ ფანჯარაში შეიტანეთ სასურველი ცვლილებები და დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი". შემდგომ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც საბოლოოდ უნდა დაადასტუროთ თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები.


როგორ გავაუქმო მოქმედი ავტომატური კომუნალური დავალება?

ამისათვის ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები". შემდგომ მიიტანეთ კურსორი სასურველი დავალების ველის გასწვრივ არსებულ ქმედების ღილაკთან და აირჩიეთ "გაუქმება".
გახსნილ ფანჯარაში, კიდევ ერთხელ დაადასტურეთ თქვენი სურვილი "დიახ" ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც თქვენ გამოგიჩნდებათ შეტყობინება დავალების გაუქმებასთან დაკავშირებით.


რა არის ავტომატური გადარიცხვები?

ხშირად დაგვიწყებიათ ყოველთვიური გადასახადის დროულად გადარიცხვა? ამიერიდან ეს საპასუხისმგებლო საქმე შეგიძლიათ თიბისი ბანკს მიანდოთ.

ავტომატური გადარიცხვების სერვისი საუკეთესო საშუალებაა ყოველთვიური ან ყოველკვირეული გადარიცხვების ავტომატურ რეჟიმში განსახორციელებლად.


როგორ ვნახო დარეგისტრირებული ვარ თუ არა ავტომატურ გადარიცხვაზე და გადავამოწმო იგი?

ამისათვის ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები" და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ, მოქმედი ავტომატური გადარიცხვების ფანჯარაში ყველა ის დავალებები, რომლებზეც უკვე ხართ დარეგიტრირებული.

გადამოწმების მიზნით, მიიტანეთ კურსორი სასურველი დავალების ველის გასწვრივ არსებულ ქმედების ღილაკთან და აირჩიეთ "ნახვა". გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც შეძლებთ ინფრომაციის გადამოწმებას.


როგორ დავრეგისტრირდე ავტომატურ გადარიცხვაზე?

დავალების შესაქმნელად, ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები". ავტომატური გადარიცხვების ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს "გადარიცხვის დამატება". გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ გადარიცხვის ტიპი და დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი".
 
გახსნილ ფანჯარაში, მიუთითეთ გადარიცხვისთვის აუცილებელი ინფორმაცია, როგორიცაა ანგარიში, საიდანაც უნდა გადაირიცხოთ თანხა, მიმღები ანგარიშის ნომერი (IBAN ფორმატში), მიმღების სახელი და გვარი (ან კომპანიის სახელი), თანხის ოდენობა, გადარიცხვის დანიშნულება და  აღნიშნული დავალების დასახელება. დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი" და აირჩიეთ გადარიცხვის პერიოდულობა, საწყისი და საბოლოო თარიღები.

შემდგომ გადაამოწმეთ შეყვანილი ინფორმაცია, და დაადასტურეთ ოპერაცია სერტიფიკაციის იმ მეთოდით, რომელსაც იყენებთ (სატელეფონო კოდი, სმს კოდი ან დიჯიპასის კოდი) . განაცხადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაბამისი დავალება გამოჩნდება მოქმედი ავტომატური გადარიცხვების სიაში.

როგორ განვახორციელო ცვლილება მოქმედ ავტომატურ გადარიცხვის დავალებაში?

მოქმედ ავტომატურ გადარიცხვაში ცვლილების განხორციელება შეუძლებელია. თავდაპირველად თქვენ უნდა გააუქმოთ აღნიშნული დავალება და ხელახლა დაარეგისტრიროთ იგი.


როგორ გავაუქმო მოქმედი ავტომატური გადარიცხვის დავალება?

მოქმედი ავტომატური გადარიცხვის დავალების გასაუქმებლად ზედა ნავიგაციის მენიუში "გადარიცხვები" აირჩიეთ "ავტომატური გადარიცხვები". შემდგომ მიიტანეთ კურსორი სასურველი დავალების ველის გასწვრივ არსებულ ქმედების ღილაკთან და აირჩიეთ "გაუქმება".

კიდევ ერთხელ დაადასტურეთ თქვენი სურვილი "დიახ" ღილაკზე დაჭერით, რის შემდეგაც თქვენ გამოგიჩნდებათ შეტყობინება დავალების გაუქმებასთან დაკავშირებით.


რამდენად დაცული და უსაფრთხოა ინტერნეტ ბანკი?

მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თიბისი ბანკი იცავს ინტერნეტ ბანკში უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს, კერძოდ:
  • ინტერნეტ ბანკი სერტიფიცირებულია უსაფრთხოების სისტემების გლობალური ბრენდის Thawte® SSL Certificates-ის მიერ და შესვლა დაცულია საპაროლე სისტემით, თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიკალურია;
  • ასევე ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშებს გარეთ, საჭიროებს სერთიფიკაციას, ანუ კოდით დადასტურებას;
  • თიბისი ბანკი დამატებით გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ სერთიფიკაციის, ანუ ტრანზაქციების დადასტურების მეთოდი და გაზარდოთ პროგრამის უსაფრთხოება. კერძოდ სატელეფონო კოდის ნაცვლად სერტიფიკაციის მეთოდათ შეგიძლიათ გამოიყენოთ სმს კოდი ან დიჯიპასის მიერ დაგენერირებული ერთჯერადი პაროლი;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერტიფიკაციის საბაზისო დონის შემთხვევაშიც კი თქვენი უსაფრთხოება დაცულია მსოფლიოში აღიარებული ინტერნეტ ტრანზაქციების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ ბანკთან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.tbcbank.com.ge/ge/private/banking/internet_banking/security/
 

სერტიფიკციის რამდენი დონე არსებობს და რა არის მათ შორის ძირითადი განსხვავება?

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკში არსებობს სამი უსაფრთხოების დონე, ანუ სერთიფიკაციის მეთოდი - საბაზისო, საშუალო და მაღალი. არჩევანი, თუ რომლის გამოყენება გსურთ, შესაძლებელია თქვენ თავად გააკეთოთ და განახორციელოთ შესაბამისი ცვლილება ინტერნეტ ბანკში, პერსონალური პარამეტრებიდან.

სერთიფიკაციის დონეებს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ საბაზისო დონის შემთხვევაში ავტორიზაციისას გამოიყენება სტატიკური სატელეფონო კოდი, ხოლო საშუალო და მაღალი დონის შემთხვევაში გამოიყენება ერთჯერადი კოდი, რომელიც გენერირდება ყოველი ახალი მოთხოვნისას.

საშუალო დონის სერთიფიკაციის მეთოდში გამოიყენება SMS კოდი. ეს არის ერთჯერადი კოდი, რომელიც იგზავნება თქვენს მობილურ ტელეფონზე.

უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის შემთხვევაში, ერთჯერადი კოდი გენერირდება დიჯიპასის ან მობილურ ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.

საბაზისო და საშუალო დონეს შედარებით დაბალი ტრანზაქციის ლიმიტები გააჩნია, ამიტომ რეკომენდირებულია მაღალი უსაფრთხოების დონის გამოყენება.


როგორ უნდა შევცვალო სერტიფიკაციის მეთოდი?

თქვენთვის სასურველი სერთიფიკაციის მეთოდის ასარჩევად დააჭირეთ პერსონალური პარამეტრების მართვის ღილაკს. გახსნილ გვერდზე ჩამოშალეთ უსაფრთხოების დონის მენიუ და გაეცანით თითოეულ დონეზე მოცემულ ინფორმაციას.
აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი დონე და არჩევანის გაკეთების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "შენახვა", ხოლო თუ ცვლილების განხორციელება არ გსურთ, დააჭირეთ ღილაკს "გაუქმება".

ღილაკზე "შენახვა" დაჭერის შემდეგ, გაიხსნება დადასტურების ფანჯარა. ფანჯარაში მოცემულ ველებში თქვენ უნდა შეიყვანოთ მოქმედი და ახლად არჩეული სერტიფიკაციის მეთოდების შესაბამისი კოდები. მაგალითად, თუ თქვენ სარგებლოთ სატელეფონო კოდით და გსურთ SMS კოდით ავტორიზაციის მეთოდზე გადასვლა, თქვენ უდნა შეიყვანოთ სატელეფონო კოდის 3 შესაბამისი ციფრი, ხოლო ქვედა ველში - მობილურზე მიღებული SMS კოდი. შემდგომ დააჭირეთ ღილაკს "დადასტურება" და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ახალ ავტორიზაციის მეთოდზე გადასვლის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომავალში განხორციელებული ტრანზაქციებისას, პროგრამა მოგთხოვთ არჩეული სერთიფიკაციის დონის შესაბამის ავტორიზაციის მეთოდს. სურვილის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ უსაფრთხოების დონე.


როგორ დავაყენო ჩემთვის სასურველი ფონი ინტერნეტ ბანკში?

ამისათვის დააჭირეთ „პესონალური პარამეტრების“ მართვის ღილაკს. გახსნილ გვერდზე ჩამოშალეთ ინტერნეტ ბანკის ფონის მენიუ და მონიშნეთ სასურველი ვიზუალი. ინტერენტ ბანკის ფონი ფოტოს მონიშვნისთანავე შეიცვლება. სურვილის შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაუბრუნდეთ კლასიკურ თეთრ ფონს ან აირჩიოთ განსხვავებული ფონი.


შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ ბანკში ისეთი ფონის დაყენება/ატვირთვა, რომელიც არ არის ინტერნეტ ბანკის ფონების მენიუში?

აღნიშნული ქმედების განხორციელება არ არის შესაძლებელი, თქვენ უნდა აირჩიოთ სასურველი ვიზუალი ინტერნეტ ბანკის ფონების მენიუდან.


შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ბარათზე ლიმიტის გაზრდა?

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი საშუალებას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად გაზარდოთ თქვენს საკრედიტო ბარათზე არსებული ლიმიტი.


შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ ბანკით შევუკვეთო საკრედიტო ბარათი?

თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოთ პრაიმ ქარდი და თიბისი ქარდი. მოითხოვოთ საკრედიტო ლიმიტი და მიიღოთ ბარათი თქვენთვის სასურველ ადგილას, დამტკიცებიდან  სამი სამუშაო დღის განმავლობაში.


შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ ბანკით დეპოზიტის /სადებეტო ბარათების გახსნა  და სესხის აღება?

ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია საკრედიტო ბარათების შეკვეთა და საკრედიტო ლიმიტის გაზრდა. ყველა სხვა პროდუქტების შეკვეთა დღესდღეობით შეუძლებელია, მაგრამ ეტაპობრივად შესაძლებელი გახდება 2013 წლის განმავლობაში.


როგორ შევავსო ლიმიტის გაზრდის განაცხადი?

ლიმიტის გაზრდის განაცხადში შესასვლელად, დააჭირეთ ღილაკს "შეთავაზებები" ზედა ნავიგაციის მენიუში. შემდგომ საკრედიტო ბარათების მენიუში დაინახავთ ფანჯარას "ლიმიტის გაზრდა" და დააჭირეთ ფანჯარაში განთავსებულ ღილაკს "გაიგე მეტი".

ბარათზე საკრედიტო ლიმიტის გასაზრდელად სულ 3 მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც თქვენ უნდა დაადასტუროთ განაცხადი ავტორიზაციის იმ საშუალებით, რომელსაც თქვენ იყენებთ - სატელეფონო კოდით, დიჯიპასით ან SMS კოდით.

განაცხადის შევსებას გაგიმარტივებთ ჩვენი დახმარება - დააჭირეთ HELP-ის ღილაკს და შესავსებ ველთან გამოსახულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანით მიიღეთ დამატებითი განმარტებები.


როგორ შევავსო საკრედიტო ბარათის განაცხადი?

განაცხადში  შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს "შეთავაზებები" ზედა ნავიგაციის მენიუში. საკრედიტო ბარათების ჩამონათვალში დაინახავთ ფანჯარას "პრაიმ ქარდი" და „თიბისი ქარდი“. . აღნიშნული საკრედიტო ბარათების შესახებ მეტი ინფრომაციის მოძიებისათვის დააჭირეთ ღილაკს "გაიგე მეტი", რომელიც განთავსებულია თქვენთვის სასურველი საკრედიტო ბარათის ფანჯარაში. ახლად გახსნილ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტების შესახებ დამატებით პირობებსა და სარგებლიანობას, შემდგომ კი აირჩიეთ ღილაკი „განაცხადის შეკვეთა“.

ბარათის შესაკვეთად სულ 4 მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც თქვენ უნდა დაადასტუროთ განაცხადი ავტორიზაციის იმ საშუალებით, რომელსაც თქვენ იყენებთ - სატელეფონო კოდით, დიჯიპასით ან SMS კოდით.
განაცხადის შევსებას გაგიმარტივებთ ჩვენი დახმარება - დააჭირეთ HELP-ის ღილაკს და შესავსებ ველთან გამოსახულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანით მიიღეთ დამატებითი განმარტებები.


შევსებული განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენი ხნის განმავლობაში მივიღებ?

შევსებული განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას, განაცხადის შევსებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში სმს-ით მიიღებთ. ამასთან განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა მომდევნო სამუშაო დღეა. განაცხადის სტატუსი ინტერნეტ ბანკშიც შეგიძლათ შეამოწმოთ „ჩემი განაცხადების“ მენიუში.
 
 
 
 
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions