სადაც არ უნდა იყოთ, ქალაქგარეთ, თუნდაც შუაგულ ზღვაში, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ საბანკო ოპერაციები მობილური ტელეფონის მეშვეობით.
ჩვენი ახალი მომსახურების, მობაილ ბანკის დახმარებით, ბანკში მოუსვლელად, ხელმისაწვდომია ყველა შემდეგი მომსახურება, 24/7:
ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიღება;
ამონაწერი ანგარიშიდან (ბოლო 5 ოპერაცია);
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები/კონვერტაცია;
კომუნალური გადასახადების გადახდა;
მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
პლასტიკური ბარათის ბლოკირება/ბლოკის მოხსნა.
მობაილ ბანკით სარგებლობისათვის საჭიროა:
ნებისმიერ პირადი ანგარიში თიბისი ბანკში;
სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი (8-ნიშნა კოდი);
მობილური ტელეფონი JAVA - MIDP 2.0 მხარდაჭერით;
GPRS Internet ფუნქცია.
2 მარტივი ნაბიჯი მობაილ ბანკამდე:
I ნაბიჯი – მობაილ ბანკის აპლიკაციის ჩატვირთვა
მობაილ ბანკის აპლიკაცია (პროგრამა) შეგიძლიათ გადმოტვირთოთ მისამართიდან: www.tbcmobile.ge, რომელზეც უნდა შეხვიდეთ თქვენი მობილური ტელეფონიდან.
II ნაბიჯი – რეგისტრაცია
მობაილ ბანკის ჩატვირთვის შემდეგ, პროგრამა ავტომატურად ემატება თქვენი მობილური ტელეფონის მენიუს – TBC Mobile
პირველად შესვლისას აუცილებელია:
პირადი ნომრის შეყვანა (11-ნიშნა ნომერი, მითითებულია პირადობის მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის პასპორტში)
თიბისი ბანკის სატელეფონო მომსახურების პირადი კოდის შეყვანა (8-ნიშნა კოდი, ბანკთან ტელეფონით ურთიერთობისათვის)
იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ საჭიროა პირველადი პაროლის (სატელეფონო მომსახურების პირადი კოდი) შეცვლა. მობაილ ბანკის პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან (ასოები, რიცხვები, სიმბოლოები).
მობაილ ბანკით სარგებლობის ტარიფები:
სერვისზე დარეგისტრირება
უფასო
სერვისით სარგებლობა
უფასო
გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის
უფასო
კომუნალური გადარიცხვები
0.5 ლარი*
მობილურის ბალანსის შევსება
უფასო
*თელასის, თბილისის წყალის და დასუფთავების სამსახურის გადასახადის გარდა.
უსაფრთხოება
იმისათვის, რომ მობაილ ბანკით სარგებლობა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული, ჩვენ გვაქვს შემდეგი რეკომენდაციები:
დაუშვებელია სატელეფონო კოდის და/ან მობაილ ბანკის პაროლის სხვა პირისათვის განდობა;
არ არის რეკომენდებული მობაილ ბანკის პროგრამაში სხვისი ტელეფონით შესვლა ან მობილური ტელეფონის სხვა პირისათვის თხოვება;
რეკომენდებულია მობაილ ბანკის პაროლის შეცვლა, თვეში ერთხელ მაინც;
მობილური ტელეფონის გასხვისების შემთხვევაში რეკომენდებულია მობაილ ბანკის აპლიკაციის წაშლა;
მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია ბანკში დარეკვა და მობაილ ბანკის სერვისის ბლოკირება.
საბანკო მომსახურებით სარგებლობის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება.