CONTACT-ი წარმოადგენს პირველ რუსულ სისტემას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფიზიკური პირების მიერ (საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე) საერთაშორისო ფულადი გზავნილებისა და გადახდების განხორციელება. ეს სისტემა შექმნილია 1999 წელს სკბ ,,რუსსლავბანკი“-ს (დსს) მიერ.
ფულადი გზავნილები ანგარიშის გაუხსნელად CONTACT-ის საშუალებით ხორციელდება აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში.
2009 წლის 4 დეკემბრიდან დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში
და რუსეთის შიგნით გადარიცხვებზე მოქმედებს ახალი ტარიფები
|
დსთ-სა და ბალტიისპირეთის
ქვეყნები, საქართველო
(დოლარი, ევრო) |
დსთ-სა და ბალტიისპირეთის
ქვეყნები, საქართველო
(რუსული რუბლი) |
რუსეთი
(რუსული რუბლი) |
| თანხა |
0 - 4 950 4 951-10 000 |
0 - 175 000 175 001 -350 000 |
0 - 160 000 160 001 -350 000 |
| საკომისიო |
2% 99USD, EUR
(1.9 - 0.99%) |
2% 3500 RUR
(1.9 - 1%) |
1.5% 2400 RUR
(1.49 - 0.7%) |
CONTACT-ი რუსეთის ანგარიშსწორების ერთადერთი სისტემაა, რომელიც სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარიხის სტანდარტის ISO 9001:2008 მიხედვით. 2005 წლიდან ამას ყოველწლიურად ადასტურებს მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანია BVC.
სისტემა CONTACT-ი დინამიურად ვითარდება, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს თავისი კლიენტების მოთხოვნები. მუდმივად იხვეწება ტექნოლოგიები, ხდება თანამშრომლების პროფესიონალიზმის დონის ზრდა, ფართოვდება მომსახურების ასორტიმენტი და მომსახურე პუნქტების ქსელი. დღეს სისტემა წარმოდგენილია 90 ქვეყნის 40 000-ზე მეტ პუნქტში. CONTACT-ი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ფულადი გზავნილების და გადახდების ბაზარზე დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში და რუსეთის ფედერაციაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია სისტემა CONTACT-ზე და მომსახურე პუნქტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე
www.contact-sys.com.