-
ამ პასპორტს უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა მინიმუმ 1 წელი;
-
სასურველია ასლი იყოს ფერადი, სადაც კარგად ჩანს თქვენი ფოტოსურათი.
2. იგივე ელექტრონულ წერილში მიუთითეთ თქვენი ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და "სკაიპი", რათა მოხდეს ბანკის მხრიდან სათანადო იდენტიფიკაცია. შესაძლოა ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე ან "სკაიპით" შემდგომი ავტორიზების მიზნით.
3. იგივე ელექტრონულ წერილში მიუთითეთ სასურველი ანგარიშის ტიპ(ებ)ი.
4. მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, თქვენი პერსონალური ბანკირი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართზე გადმოგიგზავნით ოფიციალურ დასტურს ანგარიშ(ებ)ის გახსნაზე. თქვენი ანგარიშები აქტიურია!
5. ასევე ელექტრონულად მიიღებთ თქვენი ახლად გახსნილი საბანკო ანგარიშის სრულ რეკვიზიტებს და ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელს და პირველად პაროლს. იმავე წერილით მიიღებთ შესაბამის ხელშეკრულებებს.
6. ამობეჭდეთ 3 ასლი, თანდართული ხელშეკრულება(ები), მოაწერეთ ხელი და თქვენი მხრიდან ორიგინალური ხელმოწერილი ორი პირი გამოაგზავნეთ ბანკის ოფიციალურ მისამართზე ანგარიშის გახსნიდან 1 კვირის ვადაში:
- სს "თიბისი ბანკი"
მარჯანიშვილის ქ. #7, 0102
თბილისი, საქართველი
7. გააქტიურებულ ანგარიშზე თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხები საბანკო რეკვიზიტების მიხედვით. გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია პირველი ჩარიცხვა განახორცოელოთ თქვენი პირადი ანგარიშიდან. ჩარიცხვის შემდეგ თქვენ მოგივათ ელექტრონული შეტყობინება ან მესიჯი თანხის თიბისი ბანკის ანგარიშზე ასახვასთან დაკავშირებით, რაც ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინტერნეტ ბანკის საშუალებით.
8. პერსონალური ბანკირი უკვე თქვენთან უშუალო კონტაქტით განახორციელებს შესაძლო შემდგომ ოპერაციებს: სადებეტო ბარათის დამზადება, ინტერნეტ-ბანკის დიჯიპასის მიღება, ვადიანი დეპოზიტის განთავსება, Standing Order-ები და სხვა.