Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
პერსონალური საბანკო მომსახურება
თქვენი სურვილები ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია!

თიბისი ბანკი თავის ლოიალურ და მნიშვნელოვან კლიენტებს პერსონალური ბანკირის  მომსახურებას სთავაზობს

სერვისი მოიცავს ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ ყველა სახის საბანკო და სადაზღვევო მომსახურებას - მარტივი საბანკო ოპერაციიდან კომპლექსურ ფინანსურ მომსახურებამდე.

ამასთან, პერსონალური საბანკო მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური პროდუქტების ვრცელი მენიუთი. იგი მოიცავს თითოეულ კლიენტთან გამორჩეული, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და  ზუსტად არის მორგებული და ორიენტირებული  კლიენტის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილზე.

ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ კლიენტის მოსმენით, რათა ყურადღებით შევაფასოთ თითოეული კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნები, მიზნები, პრიორიტეტები და ფინანსური გეგმები, რის შემდეგაც თქვენი სურვილები ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი ხდება!

პერსონალური მომსახურება, რომელსაც გაგიწევთ თქვენი პერსონალური ბანკირი, დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი კონკრეტული ფინანსური მიზნები და მათი მიღწევის გზები.

პერსონალური ბანკირი არის თქვენი საკონტაქტო პირი ბანკში. იგი დაიცავს თქვენს ფინანსურ ინტერესებს, ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს და გაგიწევთ განსაკუთრებულად კომფორტულ მომსახურებას.


მომსახურების უპირატესობები:

  • ინდივიდუალური მიდგომა
  • განსაკუთრებული ურთიერთობა
  • მომსახურების ხარისხი
  • კონფიდენციალურობა
  • მომსახურების სწრაფი და კომფორტული პროცესი
  • ბონუსები და ბანკის პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური შემოთავაზებები


ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო


ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:+995 32  27 27 27
დაინტერესდით? დაგვიკავშირდით

შენიშვნა: მომსახურების მისაღებად საჭიროა ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze