Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ტელეფონ ბანკი

თქვენი ბანკი თქვენთან ისევე ახლოს არის,
როგორც თქვენი ტელეფონი!

 

თიბისი ბანკის ანგარიშების მართვა თქვენთვის ისეთივე მარტივი გახდა, როგორც მხოლოდ ტელეფონის ერთი ნომრის აკრეფა.

ტელეფონ ბანკის მომსახურება თქვენ დაგეხმარებათ:

  • დაზოგოთ დრო
  • მუდმივად აკონტროლოთ თქვენი საბანკო ანგარიშები
  • ერთი პიროვნებისგან მიიღოთ ბანკის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და კონსულტაცია
  • საბანკო მომსახურებასთან შესაძლო პრობლემების შემთხვევაში მიიღოთ ოპერატიული მხარდაჭერა.

საკმარისია დარეკოთ თიბისი ბანკში ნომერზე  227 27 27 და თქვენ ბანკში მოუსვლელად მიიღებთ უსწრაფეს საბანკო მომსახურებას. ჩვენი ტელეფონ ბანკის მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, მთელი კვირის მანძილზე.

ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღება:

  • საბანკო მომსახურების შესახებ
  • ანგარიშებზე არსებული ნაშთის, ბრუნვის და განხორციელებული  ოპერაციის შესახებ
  • ვალუტის კურსების შესახებ
  • არსებული ანაბრის ვადის, დარიცხული პროცენტისა და თანხის შესახებ
  • არსებული სესხის გრაფიკის შესახებ
  • ამონაწერების მიღება ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • პლასტიკური ბარათის დაბლოკვა/ბლოკის მოხსნა
  • ბანკის ცხელ ხაზზე ინფორმაციის დაფიქსირება

ფიზიკური პირები აგრეთვე შეძლებენ ტელეფონით განახორციელონ:

  • საკუთარ ანგარიშებს შორის ულიმიტო გადარიცხვები
  • ბანკის შიგნით სხვა პირის ანგარიშებზე 5000 ლარამდე გადარიცხვები
  • ბანკის გარეთ 5000 ლარამდე გადარიცხვები
  • კომუნალური გადასახადების გადახდა
  • საკუთარ ანგარიშებს შორის კონვერტაცია
  • ანაბრების გახსნა
  • სესხის დაფარვა
  • პლასტიკური ბარათის განახლება
  • ნებისმიერი ტიპის ახალი პლასტიკური ბარათის შეკვეთა
  • დისტანციურ მომსახურებაზე დარეგისტრირება/ დარეგისტრირებული მონაცემების ცვლილება

როგორ შეგიძლიათ ტელეფონ ბანკის მომსახურებით სარგებლობა?

ტელეფონ-ბანკის მომსახურების მისაღებად საკმარისია ბანკში მხოლოდ ერთხელ მოსვლა და სატელეფონო მომსახურებისთვის პირადი კოდის მიღება.
ტელეფონ-ბანკის მომსახურება სრულიად უფასოა. განხორციელებულ ოპერაციებზე ვრცელდება ბანკის სტანდარტული ტარიფი.

დარეგისტრირდით დღესვე და თქვენი ბანკი ისევე ახლოს იქნება თქვენთან,
როგორც თქვენი ტელეფონი!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions