Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ავტომატური გადარიცხვები

დაზოგეთ დრო, ნერვები და ფული.

მიუძღვენით თქვენი ძვირფასი დრო რაიმე უფრო მნიშვნელოვანს, დარეგისტრირდით ავტომატური გადარიცხვების სერვისზე.

თიბისი ბანკი გთავაზობთ ორი ტიპის ავტომატურ გადარიცხვებს:

  • კომუნალური გადარიცხვები
  • გადარიცხვები ნებისმიერ მიმართულებით
 

მომსახურების აღწერა

კომუნალური გადარიცხვები არის თქვენი დავალება ბანკისადმი გადაიხადოს თქვენი ანგარიშიდან კომუნალური და სხვა დანიშნულების გადასახადები. 
თქვენ აღარ ფიქრობთ, თუ როდის და რამდენი გაქვთ გადასახდელი დენის, გაზის, ტელეფონის და სხვა დავალიანებების დასაფარად. თქვენს ნაცვლად ამ საქმეს ბანკი ასრულებს, რომელიც ავტომატურად გადარიცხავს საჭირო თანხას თქვენი ანგარიშიდან კომუნალური კომპანიის ანგარიშზე.
დაწვრილებით
 
ავტომატური გადარიცხვები ნებისმიერი მიმართულებით გულისხმობს წინასწარი დავალებით თქვენი ანგარიშებიდან გადარიცხვების წარმოებას ნებისმიერი მიმართულებით.
მაგალითად, თანხის გადატანა ანაბარზე, გადარიცხვა მეუღლის ან შვილის ანგარიშზე, ბიზნეს გადარიცხვები საქართველოს ფარგლებში და ა.შ.
დაწვრილებით
ვისთვის არის ეს მომსახურება?

მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, საკმარისია საბანკო ანგარიშის არსებობა თიბისი ბანკში. 

მუშაობის პრინციპი

გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა!

რა შესაძლებლობა გეძლევათ?
  • ავტომატური გადარიცხვების საშუალებით თქვენ დღესვე შეგიძლიათ სრულად მოიხსნათ ყოველთვიური თანხის გადახდის პრობლემა შემდეგ კომპანიებში:
    თელასი; ყაზტრანსგაზ-თბილისი; ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; დასუფთავების სამსახური; სილქნეტი, სუპერტივი (ყოფილი აიეტი TV); კავკაზუს ონლაინი; ახალი ქსელები; ახტელი; გლობალ ერთი; ჯიპიაი ჰოლდინგი
    (კომპანიების ჩამონათვალი მუდმივად ივსება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად)
  • შეასრულოთ ავტომატური, პერიოდული სალარე გადარიცხვა, ფიქსირებულ თანხაზე ნებისმიერი მიმართულებით
  • ზრდად და საბავშვო ანაბრებზე თანხის ავტომატური გადარიცხვა
  • ყოველი გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.
ღირებულება რეგისტრაცია - უფასო
მომსახურება - უფასო
რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის?

ფიზიკურ პირებისთვის - მიმდინარე და საბარათე (გარდა განვადების ბარათის) აქტიური ანგარიში თიბისი ბანკში.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

მხოლოდ ერთხელ გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას!

ავტომატური გადარიცხვების შესრულების თანმიმდევრობა (პრიორიტეტები)
ავტომატური გადარიცხვები  განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
  • პირველ რიგში შესრულდება ავტომატური კომუნალური გადარიცხვები.  დაწვრილებით;
  • შემდეგ შესრულდება ავტომატური გადარიცხვები სხვა ნებისმიერი მიმართულებით. დაწვრილებით.

* ტარიფი არ არის დამოკიდებული დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაზე. ამრიგად, თქვენ საშუალება გეძლევათ ფასის გაზრდის გარეშე თქვენი ანგარიშიდან გადაიხადოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ მშობლების, ან ახლობლების კომუნალური გადასახადებიც.

დაზოგეთ თქვენი ენერგია, დრო და ფული!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions