|
კომუნალური კომპანიებში
 |
 |
|
გსურთ დაზოგოთ დრო, ნერვები და ფული?
|
|
დაწვრილებით კომუნალური გადარიცხვების შესახებ
|
|
|
|
შესაძლებელია ორი ტიპის
ავტომატური კომუნალჯური გადარიცხვის განხორციელება: |
|
 |
|
1.ყოველთვიურად თანაბარი
თანხის გადარიცხვა: |
ეს ვარიანტი მოსახერხებელია იმ კომპანიების დავალიანების დასაფარად, რომლებშიც ყოველთვიურად ერთი და იგივე თანხის გადარიცხვა ხდება. მაგალითად, ყოველთვიური საპენსიო ან სადაზღვევო ანარიცხის გაკეთება, ინტერნეტის DSL მომსახურების გადახდა, საკაბელო ტელევიზიის და წყლის ყოველთვიური გადასახადის გადახდა.
თანაბარი თანხის გადარიცხვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ რეგისტრაციისას მიუთითოთ არა მხოლოდ ყოველთვიურად გადასარიცხი თანხა, არამედ პერიოდიც, რომლის განმავლობაშიც ბანკმა უნდა შეასრულოს დავალება და გადარიცხვის კონკრეტული თარიღი.
მაგალითად: თქვენ აძლევთ დავალებას ბანკს 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის 25 რიცხვში გადარიცხოს 10 დოლარი სადაზღვევო კომპანიაში მანქანის დაზღვევის პოლისის ღირებულების ასანაზღაურებლად. |
|
|
2.ყოველ თვე სხვადასხვა
თანხის გადარიცხვა: |
ამ ვარიანტის კარგი მაგალითია თელასი – დენის დავალიანება ყოველ თვე სხვადასხვაა და შესაბამისად თქვენი ანგარიშიდან ბანკმა ყოველთვიურად სხვადასხვა თანხა უნდა გადარიცხოს.
ამ შემთხვევაში, თქვენ არ უთითებთ ბანკს ყოველთვიურად გადასარიცხ თანხას და პერიოდს, რომლის განმავლობაშიც გსურთ გადარიცხვების განხორციელება. გადახდები შესრულდება მანამ, სანამ თქვენ თავად არ მოინდომებთ სერვისის გაუქმებას, ხოლო დავალიანებას ბანკი თავად "გაარკვევს" კომუნალური კომპანიისაგან მიღებული ელექტრონული ქვითრის საშუალებით. ასეთი სახის დავალიანება ყოველთვის ლარში ფიქსირდება. ამიტომ გადარიცხვაც ყოველთვის მხოლოდ ლარში წარმოებს. |
| მუშაობის პრინციპი |
|
|
გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა!
შესაძლებელია დამატებით შემნახველი ანგარიშის დარეგისტრირებაც (დოლარში, ლარში ან ევროში): თუ მიმდინარე ანგარიშზე გადარიცხვის განხორციელებისას არ აღმოჩნდება საკმარისი თანხა, მაშინ შემნახველ ანგარიშზე ნაშთის არსებობის შემთხვევაში მოხდება თანხის გადმოტანა მიმდინარე ანგარიშზე და გადარიცხვა მაინც განხორციელდება. |
| რა ხდება, როდესაც ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა? |
|
|
თუ თქვენს ანგარიშზე გადარიცხვის მომენტში არ იქნება საკმარისი თანხა, მაშინ გადარიცხვა არ შესრულდება. მაგალითად, თუ თელასში თქვენი ვალი შეადგენს 30 ლარს, ხოლო ანგარიშზე არის მხოლოდ 10 ლარი, გადარიცხვა არ განხორციელდება.
ბანკი ყოველი დღის ბოლოს შეამოწმებს თქვენს ანგარიშზე არსებულ ნაშთს. როგორც კი ანგარიშზე შეიტანთ ან ჩარიცხავთ შესაბამის თანხას, ბანკი ავტომატურად განახორციელებს თქვენს გადარიცხვას.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დენის ჩაჭრა, ტელეფონის გათიშვა და სხვა ანალოგიური პრობლემები, ყოველთვის იქონიეთ თქვენს ანგარიშზე ავტომატური გადარიცხვებისათვის საკმარისი ნაშთი!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ავტომატური გადარიცხვების სერვისით და მიუხედავად ამისა სხვა მეთოდით შეიტანთ თანხას კომუნალურ კომპანიაში (მაგ.: თელასის გადახდის პუნქტში გადაიხდით ან ინტერნეტ ბანკით გადარიცხვავთ), თქვენი თანხა არ დაიკარგება. კომუნალური კომპანიიდან ბანკში მოსულ ელექტრონულ ქვითარში ეს თანხა აისახება და გათვალისწინებული იქნება ავტომატური გადარიცხვის განხორციელებისას. |
| როგორ დავრეგისტრირდეთ ავტომატური გადარიცხვების სერვისზე? |
|
|
პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ ანგარიშის გახსნა თიბისი ბანკში. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, მაშინ ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ, არის განაცხადის შევსება და მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება თქვენს მომსახურე თბილისის ფილიალში. განაცხადში უნდა მიუთითოთ კომპანიები, რომლებშიც გსურთ ავტომატური გადარიცხვების განხორციელება და ამ კომპანიებში თქვენი გადარიცხვის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი პარამეტრი – მაგალითად აბონენტის ნომერი თელასის და თბილგაზის შემთხვევაში.
|
გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას!
არ დაგავიწყდეთ, რომ გადარიცხვის დროული შესრულებისათვის თქვენს ანგარიშზე შესაბამისი თანხა უნდა არსებობდეს.
კომუნალური გადასახადების პრობლემა ამიერიდან აღარ იარსებებს!
|
|