Geo/ Eng  
ბარათები
ბმულები
შეარჩიეთ ბარათი

შეიძინეთ თიბისი ბანკის VISA/MasterCard ბარათი და თქვენ მსოფლიოს სასურველი სტუმარი გახდებით.

თიბისი ბანკი გთავაზობთ სადებეტო და საკრედიტო ბარათების დიდ არჩევანს. გაეცანით მათ მახასიათებლებს, რათა შეარჩიოთ სწორედ ის ბარათი, რომელიც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს.

თიბისი ბანკი გთავაზობთ შემდეგი ტიპის ბარათებს:

Visa Electron

MasterCard
Maestro

წარმოადგენს თქვნს ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენების იაფ, საიმედო და მარტივ საშუალებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენ უპრობლემოდ გაანაღდებთ თქვენს ბარათს ბანკომატების საშუალებით, ან მოახდენთ ანგარიშსწორებას სპეციალური ელექტრონული ტერმინალებით აღჭურვილ ობიექტებში.

ინტერნეტში სარგებლობის ფუნქცია: VISA Electron ბარათზე შესაძლებელია ინტერნეტში სარგებლობის ფუნქციის დამატება. აღნიშნული ფუნქციის ჩართვა უნდა მოხდეს ბარათის შეკვეთისას. ფუნქციის ჩართვის ღირებულებაა 5 ლარი.

ბარათის გაცემის კრიტერიუმები
–პირადობის მოწმობა
– ბარათის მომსახურების საკომისიოს და მინიმალური ნაშთის ანგარიშზე შეტანა

VISA Classic

MasterCard Standard

მილიონობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი მზად არის მოგემსახუროთ, ხოლო სულ რამოდენიმე წამში ვალუტის გაცვლის ხელსაყრელი კურსით ბანკომატის მეშვეობით თქვენ მიიღებთ იმ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, რომელშიც იმყოფებით. VISA Classic/MasterCard Standard ბარათის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტში.

ბარათის გაცემის კრიტერიუმები
-პირადობის მოწმობა
-ბარათის მომსახურების საკომისიოს და მინიმალური ნაშთის ანგარიშზე შეტანა
-თიბისი ბანკის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

Visa Business

MasterCard Business

ბიზნეს ბარათი თქვენი წარმატების საწინდარი და საიმედო პარტნიორია ბიზნესში. ამ ბარათის საშუალებით თქვენ და თქვენი თანამშრომლები უპრობლემოთ განახორციელებთ სასურველ ბიზნეს გარიგებებს. განაღდების და ყიდვის მაღალი ლიმიტები აგარიდებთ მსხვილი თანხების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ბარათის გაცემის კრიტერიუმები
-თიბისი ბანკში ორგანიზაციის აქტიური ანგარიშის არსებობა (ან ორგანიზაციის ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა)
-ბარათის მომსახურების საკომისიოს და მინიმალური ნაშთის ანგარიშზე შეტანა

VISA GOLD


MasterCard Gold

ეს თქვენი საგზურია პრესტიჟის სამყაროში, რომელიც მსოფლიოს ყველა კარს გაგიღებთ. განაღდების და ყიდვის მაღალი ლიმიტები ბარათის გამოყენებას მოქნილს და შეუზღუდავს ხდის. Gold ბარათის აღდგენა ერთ დღეში და თანხის სასწრაფო მიღება ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.

ბარათის გაცემის კრიტერიუმები
- ბარათის მომსახურების საკომისიოს და მინიმალური ნაშთის ანგარიშზე შეტანა;
- თიბისი ბანკის მსხვილი კლიენტი ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტის წევრობა
- ან სადეპოზიტო ანგარიშის არსებობა (მინიმუმ $5,000-ის ოდენობით)
- ან ანგარიშზე ყოველთვიური შემოსავლების არსებობა (მინიმუმ $2000-ის ოდენობით)
(სხვა არასტანდარტულ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად)

ერთობლივი VISA ბარათები: TBC Cosmo


სად შეიძლება ისარგებლოთ ბარათით?

თიბისი ბანკის VISA/MasterCard ბარათები მიიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც აღჭურვილია VISA/MasterCard ნიშნით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტში ან ტელეფონით მომსახურების შეკვეთისათვის 250 ქვეყნის 16 მილიონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში და 950,000 ბანკომატში. დაწვრილებით თუ სად გამოვიყენოთ ბარათები?

დამატებითი ბარათი

თქვენი ოჯახის წევრებისთვის (ან ნებისმიერი სხვა პიროვნებისათვის) შესაძლებელია დამატებითი ბარათების შეუზღუდავი რაოდენობის გაცემა. ოპერაციები დამატებითი ბარათით შესრულდება ძირითადი ბარათის ანგარიშიდან და აისახება ამონაწერში. ამგვარად, თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას ყველა ბარათით ჩატარებული გარიგებების შესახებ.

რამდენიმე საბანკო ანგარიში ერთ VISA/MasterCard ბარათზე

კლიენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ ბარათზე რამდენიმე ანგარიშის “მიბმა“. ყველა ანგარიში სხვადასხვა ვალუტაში, მაგალითად ლარში, დოლარსა და ევროში უნდა იყოს. კლიენტი ირჩევს ანგარიშების მისთვის სასურველ პრიორიტეტს. მაგალითად, ჯერ ხდება დოლარის ანგარიშიდან თანხის ბოლომდე გახარჯვა, შემდეგ ლარის და ბოლოს ევროს ანგარიშებიდან. კონვერტაცია ხდება კლიენტისათვის ხელსაყრელი კურსით. ამასთან პრიორიტეტის მიუხედავად ტრანზაქცია პირველ რიგში ხდება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რა ვალუტაშიც წარმოებს გარიგება. ვიზა ბარათზე ლარის ანგარიშის მიბმა უფასოა. ყოველი დამატებითი ანგარიშის დარეგისტრირების ღირებულებაა 5 ლარი

არასანქცირებული გადახარჯვა

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხის გადახარჯვა. გადახარჯულ თანხას ერიცხება წლიური 48%-ი, მის სრულ დაფარვამდე


ოვერდრაფტი (კრედიტი)

ოვერდრაფტის საშუალებით შესაძლებელია დახარჯოთ თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი და ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება შემდგომში დაფაროთ.

დაწვრილებით ოვერდრაფტის შესახებ.

ამონაწერი / ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

აღსანიშნავია, რომ VISA/MasterCard ბარათით განხორციელებული გარიგებები გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება კლიენტის ანგარიშზე ბანკში. ბანკის საინფორმაციო სერვისებით შესაძლებელია ბანკში მოუსვლელად რეალურად განხორციელებული ყველა გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღება.

ინტერნეტით – მსოფლიოს ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შეგიძლიათ შემოხვიდეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ გვერდზე https://www.internetbanking.ge და მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებ “ინტერნეტ ბანკის” პროგრამის გამოყენებით(სერვისის ღირებულებაა კვარტალში 5 ლარი; რეგისტრაცია – 10 ლარი);

ტელეფონით – ბარათზე არსებული ნაშთის გაგება შესაძლებელია როგორც მობილური, ასევე ჩვეულებრივი ტელეფონით. საკმარისია შეათანხმოთ ბანკთან პირადი პაროლი და ბანკი მოთხოვნისთანავე მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი საბარათე ანგარიშის მდგომარეობის შესახებ. ასევე, SMS მომსახურებით გააგზავნეთ შესაბანისი კოდი და მიიღებთ შეტყობინებას ხელმისაწვდომი ნაშთის შესახებ. დაწვრილებით

ბანკომატით – თქვენს VISA/MasterCard ბარათზე არსებული ნაშთისა და ამონაწერის მიღება ყველაზე მარტივი და მოხერხებულია თიბისი ბანკის ბანკომატებში.

რა არის ჩიპური ბარათი?
ჩიპური ბარათი არის მიკრო ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი. ჩიპი უსაფრთხოდ ინახავს მასზე დატანილ ისეთ კოდირებულ ინფორმაციას, როგორიცაა ბარათის მფლობელის ანგარიში და პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი (PIN). იგი ასევე იძლევა მრავალი სხვა ინფორმაციის მასზე დამატების და განახლების საშუალებას.

რა უპირატესობები აქვს ჩიპურ ბარათს?
• ჩიპური ბარათის კოპირება პრაქტიკულად შეუძლებელია
• ჩიპისა და PIN კოდის ერთობლივი გამოყენება ამცირებს გაყალბების შესაძლებლობას

რით განსხვავდება ჩიპური ბარათის გამოყენება?
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, მაგნიტურ ზოლიანი ბარათებისაგან განსხვავებით, ჩიპური ბარათებით სარგებლობისას:
• ბარათი მოთავსდება ტერმინალის ჩიპის წამკითხავ მოწყობილობაში;
• ანგარიშსწორების დასრულებამდე ბარათი რჩება ტერმინალში;
• ბარათის მფლობელის ხელმოწერის ნაცვლად საჭიროა ტერმინალზე PIN კოდის აკრეფვა.

ჩიპური ტექნოლოგიების გამოყენების მთავარი მიზეზია უსაფრთხოების მაღალი დონე.

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze