სად გამოვიყენო განვადების ბარათი?
- განვადების ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიოს ნებისმიერ ბანკსა თუ ბანკომატში, სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში, რომელშიც შესაძლებელია VISA ბარათის მიღება.
რა შემიძლია შევიძინო ამ ბარათით?
ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 ლარს.
როგორ გამოვიყენო ბარათი?
- გადაეცით ბარათი მაღაზიის კონსულტანტს და, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინეთ პირადობის მოწმობა;
- მაღაზიის მომსახურე პერსონალი ბარათს გაატარებს ვიზა ბარათის მომსახურე ტერმინალში;
- აკრიფეთ ტერმინალზე თქვენთვის გადმოცემული PIN კოდი და, მოთხოვნის შემთხვევაში, მოაწერეთ ხელი ჩეკს.
რა რაოდენობის და ღირებულების შენაძენის გაკეთება შემიძლია განვადების ბარათით?
- განვადების ბარათით შეძენილი ნივთების რაოდენობა შეუზღუდავია, ხოლო ერთჯერადად გადახდილი/განაღდებული თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ლარს;
- შენაძენის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ბარათზე დაშვებულ ლიმიტს.
რა ვადაში უნდა დაიფაროს განვადება?
განვადების ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია წარმოადგენს 10-თვიან განვადებას და, შესაბამისად, მისი დაფარვაც უნდა მოხდეს 10 თვის გამნავლობაში.
რამდენით ძვირდება განვადების ბარათით ნაყიდი ნივთი და როგორ დავთვალოთ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?
თუ ხელფასი გერიცხებათ, ან გაქვთ საკრედიტო ისტორია თიბისი ბანკში, ნებისმიერი განვადებით ნაყიდი ნივთი გაგიძვირდებათ 16%-ით. გადასახდელი თანხა ერთი ნივთის შეძენის შემთხვევაში ტოლია: ნივთის ფასი * 116% და გაყოფილი 10 თვეზე.
მაგ.: 1 000 ლარიანი ნივთის განვადებით შეძენისას, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 10 თვის განმავლობაში შეადგენს 116 ლარს (1000*116%/10).
სხვა შემთხვევაში, განვადებით ნაყიდი ნივთი გაგიძვირდებათ 20%-ით. ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი ტოლია: ნივთის ფასი * 120% და გაყოფილი 10 თვეზე.
როგორ დავთვალოთ გადასახდელი თანხა რამდენიმე ნივთის განვადებით შეძენის შემთხვევაში?
თითოეული განვადების ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ერთმანეთს ემატება:
მაგ.: 16 %-იანი გაძვირების შემთხვევაში, თქვენ ჯერ 1000 ლარიანი ნივთი შეიძინეთ (ყოველთვიური გადასახდელი თანხა - 116 ლარი), ხოლო შემდეგ - 200 ლარიანი (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა - 23.2 ლარი), სულ გადასახდელი თანხა იქნება 116+23.2=139.2 ლარი. შემდეგ, მომდევნო თვეს შეიძინეთ 500 ლარიანი ნივთი, რომლისთვისაც ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 52 ლარს. მომდევნო თვეში გადასახდელი თანხა გაიზრდება 52 ლარით და იქნება: 139.2+58=197.2 ლარი.
როგორ გავიგო ინფორმაცია განვადების ლიმიტის და დავალიანების შესახებ?
როდის და რა რიცხვში იწყება განვადების დაფარვა?
განვადების დაფარვა იწყება განვადებით ნივთის შეძენიდან მომდევნო თვეს, თქვენ მიერ ბარათის აღებისას შერჩეულ ნებისმიერ რიცხვში (10-დან 27 რიცხვის ჩათვლით).
როგორ დავფარო დავალიანება?
შემიძლია თუ არა ვადაზე ადრე დავფარო განვადება?
შესაძლებელია, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.
როგორ შევიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია და რა არის “კრედიტინფო საქართველო”?
“კრედიტინფო საქართველო” არის საკრედიტო ბიურო, რომლის მონაცემთა ბაზაშიც თავმოყრილია ინფორმაცია მსესხებელთა საკრედიტო ისტორიის შესახებ.
სესხის (განვადების) დამტკიცებამდე ბანკები კონკრეტული კლიენტის მონაცემებს მსესხებელთა ბაზაში ამოწმებენ.
ყოველთვის დროულად დაფარეთ განვადების ბარათზე წარმოშობილი დავალიანება და შეიქმენით დადებითი საკრედიტო ისტორია, რაც გზას გაგიხსნით მნიშვნელობანი შენაძენისათვის სესხის მისაღებად.
*მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში გთხოვთ, სასწრაფოდ აცნობოთ ბანკს ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას ინფორმაციის ადრესატამდე მისვლის შესახებ.