|
ფასდაკლება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში: ფასდაკლების პროგრამაში მონაწილე ობიექტებში თქვენ იხდით საქონლის/მომსახურების სრულ ღირებულებას, მეორე დღეს კი დახარჯული თანხის 5% -35% უკან გიბრუნდებათ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე.
სალაპარაკო წუთები საჩუქრად: საქართველოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში Mobile Card -ით ყოველი ანგარიშსწორებისას, გადახდილი თანხის 2%-ს საჩუქრად მიიღებთ სალაპარაკო წუთების სახით თქვენი მობილური ტელეფონის ბალანსზე და მათ გამოყენებას შეძლებთ მაგთიკომის ქსელის შიდა ზარებზე (მაგთი-მაგთი, მაგთი-ბალი)
მაგ: 100 ლარის ბარათით გადახდისას ზემოთ მითითებულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, პლასტიკური ბარათის ანგარიშზე დაგიბრუნდებათ 5 ლარი და საჩუქრად მიიღებთ 2 ლარის სალაპარაკო წუთებს მაგთიკომისაგან.
ბალანსის ავტომატურად შევსება: თქვენ აღარ გჭირდებათ მონო ბარათების შეძენა, ან მაგთის ოფისში მისვლა ბალანსის შესავსებად. როდესაც მობილური ტელეფონის ბალანსი შეგიმცირდებათ 3 ლარამდე, თქვენი ბალანსი პლასტიკური ბარათის ანგარიშიდან ავტომატურად შეივსება თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხით (5 – 200 ლარი).
ამასთან, გაქვთ შესაძლებლობა, გადაიხადოთ საუბრის ღირებულება ინტერნეტ ბანკით, ან SMS სერვისის საშუალებით. მიუხედავად იმისა, თუ გადახდის რომელ ფორმას გამოიყენებთ, ყოველ გადარიცხვაზე თანხის 4%-ს მიიღებთ საჩუქრად სალაპარაკო წუთების სახით.
მაგ: მობილური ტელეფონის ბალანსის 30 ლარით შევსებისას, საჩუქრად იღებთ 1.20 ლარს. |