Geo/ Eng  
ბარათები
ხშირად დასმული კითხვები
TBC CARD - მეტი თავისუფლება!

 
 
რა არის TBC Card?
TBC Card არის საკრედიტო ბარათი საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით.
 
რას გულისხმობს TBC Card-ის საშეღავათო პერიოდის პირობა?
საშეღავათო პერიოდის პირობა გულისხმობს, რომ ათვისებული თანხის მთლიანად დაბრუნების შემთხვევაში, თქვენ არ დაგერიცხებათ პროცენტი. საშეღავათო პერიოდის მაქსიმალური ვადა შეადგენს 55 დღეს, რომელიც გამოითვლება საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების დღიდან.
მაგალითად, თქვენი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს. თქვენი საშეღავათო პერიოდია 55 დღე, 10 აპრილიდან 4 ივნისამდე. 25 აპრილს თქვენ აითვისეთ 200 ლარი. თუ ამ თანხას დაფარავთ 4 ივნისამდე, პროცენტი არ დაგერიცხებათ.
საშეღავათო პერიოდი – პერიოდი ლიმიტის დამტკიცების დღიდან დაფარვის ბოლო თარიღამდე. TBC Card-ის შემთხვევაში ეს არის მაქსიმუმ 55-დღიანი პერიოდი. მაგალითად, თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საშეღავათო პერიოდია 4 ივნისამდე, შესაბამისად დავალიანების დაფარვის ბოლო თარიღი არის 4 ივნისი.
საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სავაჭრო ობიექტებში გადახდაზე, ასევე ბანკომატსა თუ ბანკში განაღდებულ თანხებზე.

თუ არ ვისარგებლე საშეღავათო პერიოდით, როგორ ხდება ათვისებული თანხის დაფარვა?
ასეთ შემთხვევაში ათვისებული თანხის დაფარვა ხდება მინიმალური შენატანებით, რომლებიც შეადგენს ათვისებული თანხის მეათედს და დარიცხულ პროცენტს. ეს თანხა უნდა იქნეს შემოტანილი საშეღავათო პერიოდის ბოლომდე. მაგალითად, ათვისებულ 200 ლარზე მინიმალური შემოსატანი იქნება 20 ლარი და დარიცხული პროცენტი. შემდგომ, შემოსატანი გექნებათ 180 ლარის მეათედი (18 ლარი) და დარიცხული პროცენტი. და ასე, ათვისებული თანხის სრულად დაფარვამდე.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია! გაითვალისწინეთ, რომ პროცენტიანი კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში, დაანგარიშების დღიდან გადახდის დღემდე დაიბლოკება დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
 
როდის უნდა მოხდეს ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხის შემოტანა?
მინიმალური თანხის შემოტანა უნდა მოხდეს საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე.
 
თუ ჩემი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, როდისაა ჩემი დაანგარიშების თარიღი?
თუ ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, მაშინ დაანგარიშების თარიღი იქნება მომდევნო თვის 10 მაისი. შემდეგი დაანგარიშების თარიღი იქნება 10 ივნისი და ა.შ.
შეიძლება თუ არა დაანგარიშების თარიღი იყოს თვის ნებისმიერი რიცხვი?
დაანგარიშების თარიღს თქვენ თავად ვერ აირჩევთ. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგიმტკიცდათ საკრედიტო ლიმიტი.
  • თუ თქვენ დაგიმტკიცდათ ლიმიტი 28, 29, 30, 31 რიცხვებში, დაანგარიშების თარიღი გექნებათ ყოველი თვის 27 რიცხვი;
  • სხვა შემთხვევებში დაანგარიშების თარიღი იქნება ყოველი თვის ის რიცხვი, როდესაც თქვენ დაგიმტკიცდათ ლიმიტი.
 
დაანგარიშების თარიღი – დაანგარიშების თარიღი ემთხვევა იმ რიცხვს რომელშიც თქვენ დაგიმკტიცდათ საკრედიტო ლიმიტი. მაგალითად, თუ თქვენი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 რიცხვში, თქვენი დაანგარიშების თარიღი იქნება ყოველი თვის 10 რიცხვი. ამ დღეს თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას დამტკიცებული ლიმიტის ოდენობის მითითებით.

ვთქვათ, თანხები ავითვისე სხვადასხვა რიცხვებში, როგორ ითვლება საშეღავათო პერიოდი თითოეული ათვისებული თანხისთვის?
თუ ყველა ტრანზაქცია მოხდა ერთი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, მათ ექნებათ ერთი და იგივე საშეღავათო პერიოდი. მაგალითად, თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საანგარიშგებო პერიოდია 10 აპრილიდან 10 მაისამდე. 10 აპრილიდან 10 მაისამდე ათვისებულ ნებისმიერი თანხებისათვის, საშეღავათო პერიოდი იქნება 4 ივნისამდე.
თუ თანხა 10 მაისის შემდეგ იქნა ათვისებული, მაშინ მისი საშეღავათო პერიოდი იქნება უკვე 5 ივლისამდე.
 
საანგარიშგებო პერიოდი – პერიოდი დაანგარიშების რიცხვებს შორის. მაგალითად, თქვენი დაანგარიშების თარიღია 10 აპრილი. თქვენი საანგარიშგებო პერიოდია 10 აპრილიდან 10 მაისამდე, 10 მაისიდან 10 ივნისამდე და ა.შ.
 
იმისთვის, რომ ისარგებლოთ მაქსიმალური საშეღავათო პერიოდით თანხის ათვისება უნდა მოახდინოთ დაანგარიშების თარიღის მომდევნო დღეს.  ასეთ შემთხვევაში შეძლებთ ისარგებლოთ 55 დღიანი საშეღავათო პერიოდით.
 
ყურადღება: დაანგარიშების დღეს თანხის გატანის შემთხვევაში, ათვისებულ თანხაზე საშეღავათო პერიოდი შეადგენს 25 დღეს.
 
როდისაა დავალიანების დაფარვის თარიღი?
დაფარვის თარიღი არის საშეღავათო პერიოდის ბოლო რიცხვი. მაგალითად, თუ თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საშეღავათო პერიოდია 10 აპრილიდან 4 ივნისამდე. შესაბამისად, თქვენი ბოლო დაფარვის თარიღია 4 ივნისი. თუ ამ თარიღამდე დაფარავთ ათვისებულ თანხებს, ამ თანხებზე პროცენტი არ დაგერიცხებათ.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია! გაითვალისწინეთ, რომ საპენსიო ასაკის შესრულებისთანავე უნდა გადაიხადოთ სრულად ათვისებული თანხა მთლიანად მასზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შემიძლია თუ არა მე თვითონ ავირჩიო დაფარვის თარიღი?
დაფარვის თარიღს თქვენ თვითონ ვერ აირჩევთ. ეს თარიღი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე თუ როდის დაგიმტკიცათ საკრედიტო ლიმიტი.

 
 
თუ დაანგარიშების თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, დაანგარიშების თარიღი ერთჯერადად დაფიქსირდება  მომდევნო სამუშაო დღის თარიღით.
 
ყურადღება: ასეთ შემთხვევებში, თუ მოახდენთ თანხის ათვისებას ახალ დაანგარიშების თარიღში, მაშინ ამ თანხის გათვალისწინებით მოგიწევთ დავალიანების დაფარვა დაანგარიშების დღიდან 25-ე დღემდე. 
 
მაგალითად: დაანგარიშების თარიღად გიწევთ 2009 წლის 10 მაისი ანუ კვირა, ასეთ შემთხვევაში დაანგარიშება ერთჯერადად შედგება 11 მაისს, ორშაბათს. იმ შემთხვევაში, თუ მოახდენთ თანხის ათვისებას ორშაბათს, ეს თანხა გათვალისწინებულ იქნება 5 ივნისამდე (25-ე დღე 11 მაისიდან) დასაფარ დავალიანებაში.
 
რა გზებით შეიძლება ათვისებული თანხის დაფარვა?
ათვისებული თანხა შეგიძლიათ შემდეგი გზებით დაფაროთ:
  • თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში მისვლით;
  • ტელეფონ ბანკით;
  • ინტერნეტ ბანკით;
  • TBC Pay-ს სწრაფი გადახდის ტერმინალებით;
  • სხვა ბანკიდან თანხის გადმორიცხვით.
როგორ მივიღო ინფორმაცია დასაფარ თანხასა და მიმდინარე დავალიანების შესახებ?
ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ტელეფონ ბანკით.
როდის და როგორ მივიღებ ამონაწერს (ინვოისს) მიმდინარე დავალიანებაზე?
ამონაწერს დასაფარ მიმდინარე დავალიანებაზე (ინვოისს) მიიღებთ დაანგარიშების დღეს. ინვოისი შეგიძლიათ მიიღოთ ბანკის ნებიმისერ ფილიალში. ინვოისში მოყვანილი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ასევე მოგეწოდებათ სმს შეტყობინებით ან შეგიძლიათ გაიგოთ ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით.
რა ინფორმაციას შეიცავს ინვოისი?
ინვოისში დეტალურად გაშიფრულია საანგარიშგებო პერიოდში ბარათით სარგებლობის დეტალები, მოყვანილია მინიმალური შემოსატანის ოდენობა და ვადა. ასევე საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის დასაკმაყოფილებელი პირობები.
  • დავალიანების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში – ერთჯერადი პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
  • საკრედიტო ლიმიტის გადახარჯვსი შემთხვევაში – საჯარიმო საპროცენტო განაკვეთი, დღეში 0.3%.
თუ საბოლოო დაფარვის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, როდის უნდა მოხდეს თანხის შემოტანა, ისე, რომ არ დამერიცხოს ჯარიმა?
თუ დაფარვის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, თანხის დაფარვა შეიძლება მომდევნო სამუშაო დღეს.

რა საბუთებია საჭირო TBC Card–ის მისაღებად?
ბარათის მისაღებად საკმარისია პირადობის მოწმობა და შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი.
რა გზებით გავიგებ დამტკიცებული ლიმიტის შესახებ?
ლიმიტის დამტკიცების დღეს თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას. ან თქვენ თავად შეგეძლებათ გაიგოთ ლიმიტის დამტკიცების შესახებ ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით.
 
შეიძლება თუ არა თავდაპირველად დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის გაზრდა?
თავდაპირველად დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის გაზრდა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ თქვენ გაგეზარდათ ხელფასი/შემოსავალი და ლიმიტის დამტკიცებიდან გავიდა 6 თვე;
  • საბუთების წარმოდგენისას, თუ თქვენი საკრედიტო ლიმიტი თავდაპირველად დამტკიცდა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.
რა თანხას ერიცხება პროცენტი TBC Card-ით სარგებლობის დროს?
პროცენტი ერიცხება მხოლოდ ათვისებულ თანხას. აუთვისებელ თანხაზე პროცენტი არ ირიცხება.
  • თიბისი ბანკის და ვითიბის ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის თანხის 1%-ს, მინიმუმ 1 ლარს;
  • სხვა ბანკების ბანკომატებიდან და ბანკიდან თანხის განაღდებისას - 2%-ს, მინ. 6 ლარს.
  • სავაჭრო ობიექტებში ბარათის ტრანზაქციის საკომისიო 0.25%.
VISA ინსტანტ (უსახელო) ბარათის შემთხვევაში:
  • თიბისი ბანკის და ვითიბის ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის თანხის 3%-ს, მინიმუმ 1 ლარს;
  • სხვა ბანკების ბანკომატებიდან და ბანკიდან თანხის განაღდებისას - 3%-ს, მინ. 6 ლარს.

ზემოთ აღნიშნული საკომისიოები ვრცელდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

რა ტიპის ბარათი შეიძლება იყოს TBC Card?
საერთაშორისო პლასტიკური ბარათები - VISA Classic, MasterCard Standard, VISA Gold, MasterCard Gold და უსახელო VISA Electron.
რამდენია TBC Card-ის მომსახურების წლიური საკომისიო?
უსახელო (ინსტანტ) ბარათები უფასოა, კლასიკი (სტანდარტ) ბარათების წლიური მომსახურების საკომისიოა 35 ლარით, ხოლო გოლდისთვის - 120 ლარით.
რამდენ წლიანია ბარათი?
VISA Classic/Gold და MasterCard Standard/Gold – 4 წლიანია, უსახელი VISA Electron კი – 2 წლიანი.

როდის ხდება TBC Card-ის წლიური მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა?
პირველი წლიური მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა ხდება ბარათით პირველი ტრანზაქციის შესრულებისთანავე. ყოველი შემდეგი წლიური საკომისიო - ბარათის დამზადებიდან ერთი, ორი და ა.შ. წლის გასვლის შემდეგ.
შეიძლება თუ არა TBC Card–ის შეძენა სატარიფო პაკეტებისგან დამოუკიდებლად?
TBC Card–ის შეძენა ხდება სატარიფო პაკეტებისგან დამოუკიდებლად.
რომელ ვალუტაში ხდება საკრედიტო ლიმიტის დაშვება?
საკრედიტო ლიმიტის ვალუტაა ლარი.
რომელ ვალუტაშია შესაძლებელი თანხის განაღდება?
თანხის განაღდება შესაძლებელია იმ ვალუტაში, რა ვალუტის კუპიურებიც არის ბანკომატში.
როგორია TBC Card-ის ლიმიტის მოცულობა?
TBC Card-ის ლიმიტი შეიძლება იყოს 100 ლარიდან 10,000 ლარამდე (ხელფასის მაქს. 5-მაგი ოდენობა).
როგორია TBC Card-ის საპროცენტო განაკვეთი?
TBC Card-ის საპროცენტო განაკვეთი არის 2.75%-დან 3.25%-მდე თვეში.
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze