თიბისი ბანკისა და ლუკოილ ჯორჯიას ერთობლივი VISA ბარათი
აღმოაჩინეთ ეკონომიურად მგზავრობის საიდუმლო თიბისი ლუკოილ ბარათის დახმარებით!
აღწერა
თიბისი ლუკოილი, ჩიპური ტექნოლოგიის, Visa Electron საკრედიტო ბარათია, რომლითაც კრედიტი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
მთავარი უპირატესობები:
უფასო საწვავის მიღების შესაძლებლობა, ლუკოილის ავტოგასამართ სადგურებზე (აგს) და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ბარათის მოხმარებით დაგროვილი ბონუს ქულების სანაცვლოდ;
ბარათით გადახდისას 5%-დან 10%-მდე ფასდაკლება ავტომობილებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში და GMC ჯგუფის რესტორნებში;
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც მოიცავს ავტომანქანის მართვისას მესამე პირის ქონების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას 1000 ლარის ფარგლებში;
საწვავს ასხამთ მხოლოდ ლუკოილის ავტოგასამართ სადგურზე, ან ყიდულობთ საქონელს საქართველოში არსებულ ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში;
ყიდვისას თანხას აუცილებლად იხდით თიბისი ლუკოილ ბარათით;
ბარათით დახარჯულ ყოველ 1 ლარზე თქვენ მიიღებთ შესაბამის ბონუს ქულას:
ლუკოილის აგს-ზე
3 ქულა
სხვა სავაჭრო ობიექტში
1 ქულა
დაგროვილი ბონუს ქულები შეგიძლიათ ნებისმიერ დროს "გადაცვალოთ" ლუკოილის საწვავის ვაუჩერში თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ამასთან, მინიმალური ბონუს ქულების ოდენობა, რომელიც შეგიძლიათ "გადაცვალოთ" შეადგენს 1000 ქულას.
ბონუს ქულების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ
ლუკოილის საწვავის შესაძენად.
მაგალითად, 1250 ქულის განაღდება შესაძლებელია 12.5 ლარის საწვავის ვაუჩერით.
ყოველი 1 000 ბონუს ქულა= 10 ლარის ბონუს საწვავს
საპროცენტო განაკვეთი
24%-დან
პროცენტს იხდით მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად ათვისებულ კრედიტის თანხაზე.
ვადა და სხვა პირობები
თიბისი ლუკოილი არის 2 წლიანი,ჩიპური Visa Electron ბარათი.