Geo/ Eng  
ბარათები
ბმულები
სად გამოვიყენოთ?

შეიძინეთ თიბისი ბანკის VISA/MasterCard ბარათი და თქვენ მსოფლიოს სასურველი სტუმარი გახდებით.

სად შეიძლება ისარგებლოთ ბარათით?      

თიბისი ბანკის VISA/MasterCard ბარათები მიიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც აღჭურვილია VISA/MasterCard  ნიშნით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტში ან ტელეფონით მომსახურების შეკვეთისათვის 250 ქვეყნის 16 მილიონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში და 950,000 ბანკომატში. 

სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება      

სავაჭრო ობიექტებში ბარათით ანგარიშსწორებისას (ელექტრონული ტერმინალის (POS), ან იმპრინტერის მეშვეობით), ობიექტის პერსონალი წარმოგიდგენთ სავაჭრო ქვითარს, რომელზეც უნდა მოაწეროთ ხელი. ხელმოწერა უნდა დაემთხვეს ბარათის უკანა მხარეს არსებულ ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი უფლებამოსილია მოგთხოვოთ პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არ წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს გარიგება.

ინტერნეტში ანგარიშსწორება      

ინტერნეტში ანგარიშსწორება შესაძლებელია Visa Electron (internet ფუნქციით), Visa ClassicVISA/MasterCard Standard, VISA/MasterCard  Business და Gold ბარათებით. ამისათვის საჭიროა ბარათის 16-ნიშნა ნომრის და ვადის გასვლის თარიღის შეტანა. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ბარათის უკანა მხარეს არსებული 3 ნიშნა ციფრის მითითებაც. სანამ ინტერნეტში შეიტანთ თქვენი ბარათის ინფორმაციას, ჯერ დარწმუნდით ინტერნეტ გვერდის უსაფთხოებაში და ლეგიტიმურობაში.
უმჯობესია ინტერნეტის და სხვა ტიპის ტრანზაქციებისთვის გამოიყენოთ სხვადასხვა ბარათები, მაგალითად Visa Electron Internet ბარათი გქონდეთ ინტერნეტში გარიგებებისთვის, ხოლო ნებისმიერი სხვა ბარათი – ინტერნეტისგან განსხვავებული ტრანზაქციებისთვის. ინტერნეტში ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილ ბარათზე რეკომენდირებულია მცირე ნაშთის გაჩერება.
ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტში განხორციელებული ოპერაციების გასაჩივრების უფლება ბარათის მფლობელს არ აქვს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში არსებობს ისეთი ელექტრონული მაღაზიები, რომლებშიც Visa Electron Internet ბარათებით მომსახურების საფასურის გადახდა, განსხვავებით Classic და Gold ბარათებისგან, შეუძლებელია.

ბანკიდან თანხის გამოტანა   

თქვენ შეგიძლიათ თანხის გამოტანა ნებისმიერი ბანკიდან, რომელიც ემსახურება საერთაშორისო VISA/MasterCard ბარათებს. ამისათვის, საჭიროა ბარათის და პირადობის მოწმობის წარდგენა ბანკის თანამშრომლისთვის.

ბანკომატიდან თანხის გამოტანა

ბანკომატიდან თანხის გამოტანისას, თქვენ დაგჭირდებათ PIN-კოდი (ოთხნიშნა პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც მხოლოდ ბარათის მფლობელისთვის არის ცნობილი). PIN-კოდი გაიცემა მხოლოდ ერთხელ და მისი აღდგენის ან გამოცვლის შემთხვევაში საჭიროა ახალი ბარათის დამზადება. სამჯერ PIN-კოდის არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ბანკომატი დააკავებს ბარათს. უცხოეთში ყოფნისას, ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათი შეიძლება აღარ დაგიბრუნონ.

თუ გსურთ ბარათის PIN-კოდის შეცვლა თქვენთვის სასურველი ციფრების კომბინაციით, მაშინ თიბისი ბანკის ბანკომატში აირჩიეთ მენიუ „პინ კოდის შეცვლა“.

ფასდაკლება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სასტუმროებში, რესტორნებში და მანქანის გაქირავების კომპანიებში   

“ვიზა ინტერნეიშენალი” მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყობს ნებისმიერი ქვეყნის და ბანკის VISA ბარათის მფლობელებისთვის ფასდაკლებებს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. ამასთან ობიექტების სია წლიდან წლამდე მუდმივად ახლდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ინტერნეტ გვერდზე: http://international.visa.com 

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze