Geo/ Eng  
ანაბრები
ბმულები
ანაბარი ”ჩემი სეიფი”

მაქსიმალური თავისუფლება და მეტი სარგებელი.

ფიქრობთ, რომ გჭირდებათ დანაზოგის საიმედოდ შენახვა, მაგრამ თანხა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ? ანაბარი “ჩემი სეიფი” თქვენთვისაა შექმნილი!

ანაბრის აღწერა

თქვენ შეძლებთ ანაბარზე თანხის დამატებას და გატანას ნებისმიერ დროს - შემნახველი ანაბრის მსგავსად. ამასთან, 1 თვიან ინტერვალში ხელუხლებელ თანხაზე მიიღებთ მაღალ სარგებელს - ვადიანი ანაბრის მსგავსად.

უპირატესობები

  • თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.
  • მაღალი საპროცენტო სარგებელი.

საპროცენტო სარგებელი

სიახლე!

შეიძინეთ ერთ-ერთი სატარიფო პაკეტი და მიიღეთ მეტი სარგებელი ანაბრებზე.

ვალუტა

სატარიფო
პაკეტის გარეშე


სტიმული
+0,3%


უნივერსალი
+0.7%


პრესტიჟი
+1.0%

ლარში

7.50%

7.80%

8.20%

8.50%

აშშ დოლარში

5.50%

5.80%

5.20%

6.50%

ევროში/გირვანქა სტერლინგში

5.25%

5.55%

5.95%

6.25%

პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველი თვის ბოლო რიცხვში.

მინიმალური პირველადი შენატანი

არ მოითხოვება. ანაბრის გახსნა შეგიძლიათ ნებისმიერი თანხით.

პროცენტის დარიცხვის პრინციპი

საპროცენტო სარგებელი ანაბარზე ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურ, ანუ ხელუხლებელ თანხას. 

მაგ.: თუ თვეში პირველი 10 დღე ანგარიშზე გქონდათ 500 ლარი, ხოლო შემდეგ თვის ბოლომდე ნაშთი შეადგენდა 800 ლარს, მაშინ პროცენტი დაერიცხება 500 ლარს.

მომსახურების ღირებულება

ანგარიშის გახსნა და მომსახურება - უფასო.

ნაღდი ფულის შეტანა და გატანა უფასოა.

სხვა პირობები

  • ანაბარზე დაშვებულია უნაღდო ჩარიცხვები;
  • უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში ფულის განაღდება ფასიანია და საკომისიო განისაზღვრება ბანკის მოქმედი ტარიფების მიხედვით;
  • ერთი წლის განმავლობაში ნაშთის და ჩანაწერების არარსებობის შემთხვევაში, ანაბარი ავტომატურად იხურება.

დაბეგვრა

არ იბეგრება

მიიღეთ მაქსიმალური თავისუფლება და მეტი სარგებელი.
გახსენით ანაბარი ”ჩემი სეიფი”!

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze