გსურთ შეცვალოთ ძველი მანქანა უკეთესი მანქანით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თანხა?
ნუ დააყოვნებ, დღესვე გადაჯექი ახალ მანქანაში!
ეს უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკის ახალი სესხის დახმარებით.
ჩვენი ახალი ავტოგანვადების პროგრამა “გადაჯექი ახალ მანქანაში” გაძლევთ საშუალებას არც ერთი დღე არ იყოთ ავტომობილის გარეშე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჯერ შეიძინოთ ახალი მანქანა და შემდეგ, მშვიდად იზრუნოთ ძველის გაყიდვაზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყიდოთ ახალი მანქანა მთლიანად ბანკის სესხით, ხოლო ძველი მანქანა მშვიდად გაყიდოთ სესხის აღებიდან 4 თვის განმავლობაში. გაყიდული მანქანის თანხის შეტანით თქვენ ერთბაშად შეამცირებთ სესხს. ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავთ თანაბარი ყოველთვიური შენატანებით.
მაგალითად: ახალი მანქანისთვის გჭირდებათ $10 500 , ხოლო ბანკმა თქვენი ძველი მანქანა $ 5 000-ად შეაფასა.
ბანკი მოგცემთ სრულ თანხას $10 500 და დაიგირავებს მხოლოდ ახალ მანქანას. აღნიშნულ სესხს თქვენ დაფარავთ 2 ნაწილად:
1 ნაწილი - $ 7 000, 6 წლის განმავლობაში თანაბარი გადახდებით- თვეში $151
2 ნაწილი - $ 3 500 (არაუმეტეს 5 000X70%) დაფარავთ ერთიანად 4 თვის განმავლობაში.