სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი დაფინანსება.
თქვენი და თქვენი ოჯახის კეთილდღეობისათვის!
ბანკში სესხის აღების პროცესი ყოველთვის იწყება განაცხადის ფორმაში კითხვებზე პასუხების გაცემით. თქვენი პასუხები და ჩანაწერები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება თავიდანვე სწორად განვსაზღვროთ საჭირო საბუთების ნუსხა, რაც მაქსიმალურად დააჩქარებს სესხის დამტკიცებას.
1.გასაუბრება სამომხმარებლო სესხების მენეჯერთან;.
2.საჭირო საბუთების შეგროვება და ბანკში წარმოდგენა;
3.სამომხმარებლო სესხების მენეჯერის ვიზიტი მსესხებლის სამსახურში და/ან სახლში და
უზრუნველყოფის ობიექტების დათვალიერება (უგირავნო სესხის შემთხვევაში ვიზიტი აუცილებელი არ არის) .
4. ბანკის საკრედიტო კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნების დაგირავება;
5. უზრუნველყოფის საგნების დაზღვევა (საჭიროების შემთხვევაში);
6. სესხის გაცემა.
ჩვენი საკრედიტო ექსპერტები ყოველთვის მოხარულნი არიან გაგიწიონ დროული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
საბუთების წარმოდგენიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საშუალო ვადა შეადგენს 2 დღეს.
გამოიყენეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი და გაიმარტივეთ სესხის მართვა.