შემოსავლის ოდენობა
სესხის მისაღებად მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მინიმალური ოდენობა განსხვავდება შემოსავლის ტიპის მიხედვით:
| ხელფასი |
200 USD |
| დივიდენდი |
600 USD |
| იჯარა |
300 USD |
სამომხმარებლო კრედიტით შეიძლება ისარგებლონ:
ფიზიკურმა პირებმა, რომელთაც გააჩნიათ სტაბილური, დოკუმენტურად დადასტურებადი ფიქსირებული შემოსავალი, რომელიც მიიღება:
- შრომის ანაზღაურების სახით;
- საიჯარო გადასახადის სახით;
- დივიდენდის სახით.
მოთხოვნები მსესხებლის მიმართ განსხვავდება შემოსავლის ტიპის მიხედვით:
| ხელფასი |
დივიდენდი |
იჯარა |
| მუშაობის ხანგრძლივობა მიმდინარე სამსახურში -გასული უნდა იყოს საგამოცდო პერიოდი |
კომპანია, რომელიც გასცემს დივიდენდებს, უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. |
საიჯარო ფართის გაქირავების ხანგრძლივობა – მინ. ბოლო 6 თვე. |
| მუშაობის სტაჟი - მინ. 1 წელი. |
შემოსავალი დივიდენდებიდან უნდა ატარებდეს სტაბილურ ყოველთვიურ ხასიათს. |
უძრავი ქონების ექსპერტის დადებითი რეკომენდაციები. |
სესხის უზრუნველყოფა:
- ოჯახის კუთვნილი პირადი ნივთები (ტექნიკა, ავეჯი);
- ავტომანქანა;
-
უძრავი ქონება.
იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაფარვის წყაროს წარმოადგენს დივიდენდი, აუცილებელი წესით მოითხოვება შესაბამისი კომპანიის ფინანსური თავდებობა.
უზრუნველყოფის ობიექტის დაზღვევა.
თუ უზრუნველყოფის ობიექტს წარმოადგენს მანქანა, იგი აუცილებელი წესით უნდა დაიზღვეს სესხის მოქმედების განმავლობაში მინიმუმ სესხის თანხაზე.
თუ უზრუნველყოფის ობიექტს წარმოადგენს უძრავი ქონება, იგი აუცილებელი წესით უნდა დაიზღვეს სესხის მოქმედების განმავლობაში, მინიმუმ სესხის თანხაზე. დაზღვევის ყოველწლიურად გადასახდელი საკომისიო შეადგენს უძრავი ქონების დასაზღვევი თანხის 0.32%-ს.
სესხის წინასწარი დაფარვა: სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ წინასწარ გადახდა. ამ შემთხვევაში მსესხებელი დამატებით იხდის პირგასამტეხლოს, წინასწარ გადახდილი თანხის 2%-ის ოდენობით.
მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა მოითხოვება სესხის მოქმედების სრულ პერიოდზე. დაზღვევის ყოველწლიური საკომისიო შეადგენს სესხის მიმდინარე თანხის 1%-ს.
მოიწყვე ცხოვრება დღეს, გადაიხადე ხვალ!