დაიწყეთ დაგროვება დღესვე და მიიღეთ გარანტირებული სესხი ბინის, ავეჯის, მანქანის შესაძენად ან ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
რა არის გარანტირებული სესხი?
გარანტირებული სესხი არის საუკეთესო საშუალება სესხის მისაღებად მომზადებისათვის. ამასთან, თქვენ გარანტირებული ხართ, დაუბრკოლებლად მიიღოთ თიბისი ბანკში, როგორც კი სესხის აღება დაგჭირდებათ.
თუ გიძნელდებათ წინასწარ განსაზღვროთ, რა თანხის დაფარვას შეძლებთ ყოველთვიურად, გთავაზობთ, გარანტირებულ სესხს. ზრდად ანაბარზე დაგროვებით დააკვირდით და დარწმუნდით, რომ სესხის დაფარვა თქვენთვის სულაც არ იქნება მტკივნეული.
3 მარტივი ნაბიჯი გარანტირებული სესხისაკენ
1. გახსენით ზრდადი ანაბარი გარანტირებული სესხის პირობით, წინასწარ განსაზღვრული ვადით, 6 -დან 24 თვემდე და ყოველთვიურად შეიტანეთ ანაბარზე თანხა.
2. ანაბრის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვეში მიმართეთ ბანკს სესხის მისაღებად
3. აიღეთ სესხი გარანტირებულად, ყოველგვარი დამატებითი სირთულეების გარეშე
რამდენი უნდა შემოვიტანო ყოველთვიურად, რომ სასურველი შენაძენი განვახორციელო?
ბანკი დაგეხმარებათ ყოველთვიური შემონატანის განსაზღვრაში, რათა დაგროვილი თანხა, გარანტირებულ სესხთან ერთად, საკმარისი იყოს თქვენი შენაძენის განსახორციებლად.
რაც მეტ თანხას შემოიტანთ ყოველთვიურად და რაც მეტია დაგროვების პერიოდი, მით უფრო მეტ სესხს მიიღებთ ბანკისაგან გარანტირებულად და უფრო დიდი შენაძენის განხორციელებას შეძლებთ.
| დაგროვების პერიოდი | სასურველი შენაძენის ღირებულება |
| ბინა, რემონტი | მოგზაურობა, ტექნიკა და სხვა |
| 10,000 | 15,000 | 20,000 | 2,000 | 3,000 | 5,000 |
| 6 თვე | 276 | 415 | 553 | 76 | 114 | 191 |
| 12 თვე | 210 | 315 | 420 | 53 | 79 | 133 |
| 18 თვე | 184 | 276 | 368 | 45 | 67 | 113 |
| 24 თვე | 162 | 244 | 325 | 38 | 58 | 97 |
ერთად მოვემზადოთ თქვენი დიდი შენაძენისათვის!