თიბისი ბანკი გთავაზობთ სამომხმარებლო საქონლის განვადებას განახლებული პირობებით.
თიბისი ბანკის სწრაფი განვადება
ეს არის სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის განვადებით შეძენის სწრაფი, მოქნილი და მარტივი გზა.
თიბისი ბანკი თქვენთვის ხელმისაწვდომს ხდის საოჯახო ტექნიკას, სამომხმარებლო საქონელს და ავეჯს პირდაპირ სავაჭრო ობიექტებში, სესხისათვის ბანკში მოსვლის გარეშე, განაცხადის შევსებიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში.
სწრაფი განვადების სისტემაში ჩართულ სავაჭრო ობიექტებში თქვენ დაგხვდებათ თიბისი ბანკის წარმომადგენელი, რამდენიმე წუთში გაგიფორმებთ განვადებას და მაშინვე წაიღებთ სასურველ ნივთს სახლში.
ვის შეუძლია ისარგებლოს სწრაფი განვადებით?
განვადების მიღება შეუძლია ყველა სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი.
როგორ მივიღოთ სწრაფი განვადება?
საკმარისია პირდაპირ მაღაზიაში:
1. შეარჩიოთ სასურველი ნივთი;
2. წარმოადგინოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა;
3. შეავსოთ განაცხადი მაღაზიაში ჩვენს წარმომადგენელთან ერთად;
4. სულ რამდენიმე წუთში გააფორმოთ განვადების ხელშეკრულება და წაიღოთ შენაძენი.
სწრაფი განვადების პირობები:
განვადების მინიმალური თანხა
100 ლარი
განვადების მაქსიმალური თანხა
3 000 ლარი
განვადების პერიოდი
3-დან 24 თვემდე
კლიენტის მონაწილეობა
0%
როგორ დავფაროთ განვადება?
განვადების დაფარვა შესაძლებელია როგორც თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ბანკში მოუსვლელად, ელექტრონული მომსახურების საშუალებით: