ყოველთვიურად გადასახდელი თანხა
სესხის დასაფარად შეიძლება გამოყენებულ იქნას შემოსავლის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ:
შემოსავლის ოდენობა
(აშშ დოლარებში) |
სესხის დასაფარად განკუთვნილი
შემოსავლის მაქსიმალური წილი |
| < $ 600 |
25% |
| < $ 1,000 |
30% |
| < $ 1,500 |
35% |
| < $ 3,000 |
40% |
| >= $ 3,000 |
50% |
მაგალითი: თუ დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი შეადგენს თვეში 800 აშშ დოლარს, სესხის დასაფარი თანხა სტანდარტულ შემთხვევებში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 800*30%=240 აშშ დოლარს.
მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა მოითხოვება სესხის მოქმედების სრულ პერიოდზე. დაზღვევის ყოველწლიური საკომისიო შეადგენს სესხის მიმდინარე თანხის 1%-ს.
სესხის წინასწარი დაფარვა:
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ წინასწარ გადახდა. ამ შემთხვევაში მსესხებელი დამატებით იხდის პირგასამტეხლოს, წინასწარ გადახდილი თანხის 2%-ის ოდენობით.