Geo/ Eng  
სესხები
ბმულები
სტუდენტური სესხები

ჩვენ გვჯერა შენი წარმატების!

არ გაქვთ საკმარისი თანხა სწავლის ხარჯების სრულად დასაფარად?

თიბისი ბანკი გთავაზობთ სტუდენტურ სესხებს.

ვისთვის არის სტუდენტური სესხი

სესხის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს, ბაკალავრიატში სწავლების დასაფინანსებლად, მიუხედავად იმისა მიიღო მან სახელმწიფო დაფინანსება, თუ არა.
ასევე მათ, ვისაც სჭირდება:

ვის შეუძლია აიღოს სტუდენტური სესხი:

  • ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც უკვე არის 20 წლის;
  • სტუდენტის მშობელს, ნათესავს ან სხვა ნებისმიერ მესამე პირს.

სტუდენტური სესხის უპირატესობები:

  • მინიმალური საბუთების მოთხოვნა - სესხი გაიცემა მხოლოდ მსესხებლისა და სტუდენტის პირადობის მოწმობების წარდგენით.
  • სისწრაფე - სესხის დამტკიცება განაცხადის გაკეთებიდან 10 წუთში!

სტუდენტური სესხის პირობები:

სესხის მინიმალური თანხა
300 ლარი
სესხის მაქსიმალური თანხა
სასწავლებელში ერთი წლის სწავლების 100%, მაქსიმუმ 3000 ლარი
სესხის ვადა
3-დან 12 თვემდე
წარმოსადგენი დოკუმენტები
მსესხებლის და სტუდენტის პირადობის მოწმობა
უზრუნველყოფა
არ მოითხოვება
მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი
200 ლარი
სესხის გაცემის საკომისიო
2%, მინ. 10 ლარი
 
შენიშვნა: წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტი იხდის წინასწარ დაფარული ძირის 2%. ყოველთვიური გადასახდელი თანხა რჩება უცვლელი, ვადა კორექტირდება იმის მიხედვით, თუ რა თანხით მოხდება წინსწრებით დაფარვა.
2011 წლის 16 ივლისის შემდეგ გაცემული სესხისთვის თუ წინსწრება ხდება გრაფიკით გათვალისწინებულ დაფარვის თარიღამდე, მაშინ დაფარვის დღეს კვლავ მოითხოვება თანხის შემოტანა (დაფარვა). ხოლო 2011 წლის 16 ივლისამდე გაცემული სესხისთვის გადასახდელი თანხა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში.
 

სპეციალურად GIPA-ს სტუდენტებისთვის!

თიბისი ბანკი გთავაზობთ სესხებს სამაგისტრო პროგრამის დასაფინანსებლად.
 
სესხის მაქსიმალური თანხა
2500 დოლარი (არ უნდა აღემატებოდეს 1 წლის სწავლის ღირებულებას)
სესხის მაქსიმალური ვადა 24 თვე
მსესხებელი სტუდენტი/ოჯახის წევრი/მესამე პირი
მსესხებლის მინიმალური ხელფასი 200 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო პროექტის კლიენტებისთვის 100 ლარი
თანამსესხებელი თუ სტუდენტი არ არის მინ.  20 წლის - ოჯახის წევრი,მესამე პირი.
უზრუნველყოფა არ მოითხოვება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია მსესხებლის(თანამსესხებლის) პირადობის მოწმობები
 
 

სტუდენტური სესხები - პირველი ნაბიჯი თქვენი წარმატებული მომავლისაკენ!

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze