globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (შემდგომში „წესები“), რომლებიც არეგულირებს ციფრული არხით სარგებლობის ძირითად პირობებს. ციფრული არხის გამოყენებით თქვენ სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებს.

1. ტერმინთა განმარტება

1.1. ბანკი - სს „თიბისი ბანკი" (ს/ნ 204854595)

1.2. გენერალური ხელშეკრულება - „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულება.

1.3. ინფორმაცია - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს ნებისმიერი ფორმით ბანკისგან ან/და მისი ნებისმიერი თანამშრომლისგან, მათ შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ციფრულ არხში. ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმითა და სახით, მათ შორის, წერილების, დასკვნების, ანალიტიკური მასალების, კვლევის შედეგების, სქემებისა და გრაფიკების, წესდებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე, სხვადასხვა დოკუმენტის სახით.

1.4. კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

1.5. მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა და მომხმარებლისა, მათ შორის და არა მხოლოდ, ფიზიკური და იურიდიული პირები, საჯარო დაწესებულებები.

1.6. მომხმარებელი / კლიენტი - ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ციფრულ არხში ბანკის ნებისმიერი მომსახურებით.

1.7. ციფრული არხი - წინამდებარე წესებით გათვალისწინებული დისტანციური მომსახურებისთვის განსაზღვრული მობაილ ან/და ინტერნეტ ბანკით სარგებლობის შესაბამისად.

2. ზოგადი პირობები

2.1. ციფრული არხით მომსახურება წარმოადგენს კლიენტის მიერ ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა სერვისისა და პროდუქტის მიღებას.

2.2. ციფრულ არხზე წვდომა დაიშვება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სრულად დააკმაყოფილებს ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს / მოთხოვნებს.

2.3. მომხმარებელს უფლება აქვს მობაილ ბანკი გამოიყენოს ბანკის ოფიციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით, კლიენტის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი თავსებადი მობილური მოწყობილობით. ხოლო, ინტერნეტ ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ბანკის სპეციალური ვებგვერდის (https://www.tbconline.ge) საშუალებით.

2.4. ნებისმიერი პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ციფრულ არხზე წვდომის პროცესს, ჩაითვლება სათანადოდ უფლებამოსილ მომხმარებლად, რომელზეც გავრცელდება წინამდებარე წესებითა და გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

2.5. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, განმარტებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკოს ან დროებით შეაჩეროს ციფრულ არხზე წვდომა, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ან/და მომხმარებლის / მოწყობილობის ავთენტურობის მიმართ არსებობს ეჭვი.

3. ციფრული არხით სარგებლობის პირობები

3.1. ციფრული არხის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს და მართოს სხვადასხვა საბანკო პროდუქტი / სერვისი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:

3.1.1. მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები;

3.1.2. დეპოზიტები;

3.1.3. ბარათები და ბარათებთან დაკავშირებული მომსახურებები;

3.1.4. გადახდის ოპერაციები და გადარიცხვები;

3.1.5. სესხები და საკრედიტო პროდუქტები;

3.1.6. ყველა სხვა პროდუქტი / სერვისი, რომელიც ბანკის მიერ შემოთავაზებული და ხელმისაწვდომია ციფრულ არხში.

3.2. ციფრული არხის ფარგლებში, თითოეული მოქმედება ინიცირებული უნდა იყოს ციფრულ არხში რეგისტრირებული კონკრეტული მომხმარებლის მიერ.

3.3. მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მისი, როგორც უფლებამოსილი მომხმარებლების (ე.წ. User) მიერ შესრულებულ ყველა მოქმედებაზე.

3.4. დაუშვებელია ციფრულ არხზე როგორც წვდომა, ასევე ციფრული არხის გამოყენება (მათ შორის, ტრანზაქციების ინიცირება/შესრულება) ბოტების, სკრიპტების, ავტომატიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა შეგროვების ან მონაცემთა მასობრივი მიღების, უსაფრთხოების ან ავთენტიფიკაციის მექანიზმების რევერსული ინჟინერიის, ჩარევის ან გვერდის ავლის მცდელობის, კომერციული რეალიზაციის, კლიენტის საკუთარი საჭიროებების ფარგლებს მიღმა მესამე პირებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით და სხვა იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებს ციფრული არხის გამოყენების ფარგლებს ან/და დაკავშირებულია მის არამიზნობრივ გამოყენებასთან.

3.5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ციფრულ არხში ხელმისაწვდომი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების მიღმა დამატებითი (არასტანდარტული) სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა, მომხმარებელი ვალდებულია წერილობით მიმართოს ბანკს და გადაიხადოს ბანკის მიერ დაწესებული / მოთხოვნილი საფასური.

3.6. არასტანდარტული მომსახურების არაავტაომატიზირებული გზით ან სხვა არამართლზომიერი მეთოდებით მიღების ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება ციფრული არხის არასანქცირებულ გამოყენებად და წარმოადგენს წინამდებარე წესების არსებით დარღვევას.

3.7. ბანკი უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მომხმარებელს შეუზღუდოს ციფრულ არხზე წვდომა, მათ შორის და არა მხოლოდ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი:

3.7.1. ციფრული არხის აკრძალული ან/და არასტანდარტული გამოყენების;

3.7.2. თაღლითობის ან/და ციფრული არხის ბოროტად გამოყენების;

3.7.3. წინამდებარე წესების ან/და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით.

4. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

4.1. ბანკი ადასტურებს, რომ კონფიდენციალურ ინფორმაცისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე - https://tbcbank.ge/ka/privacy-policy. მომხმარებელი წესებსა და პირობებზე დათანხმებით ადასტურებს, რომ იცნობს ზემოაღნიშნული პოლიტიკის შინაარსს და ეთანხმება მას.

4.2. ციფრულ არხთან დაკავშირებული ნებისმიერი წვდომის საშუალება არ შეიძლება გადაეცეს ან სხვაგვარად გახდეს ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის.

5. მხარეთა უფლებები

5.1. ბანკი უფლებამოსილია:

5.1.1. ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის ციფრულ არხში ავტორიზაციის მოთხოვნები;

5.1.2. დააწესოს/შეზღუდოს ტრანზაქციული და დღიური ლიმიტი;

5.1.3. შეზღუდოს მომსახურების მიღების/ციფრულ არხებზე წვდომის/სესიის დრო;

5.1.4. განახორციელოს მომხმარებლის ქცევისა და მომსახურების მონიტორინგი;

5.1.5. შეზღუდოს წვდომა ციფრულ არხზე დროებით ან/და მუდმივად.

5.2. ბანკი არ აგებს პასუხს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა ციფრული არხის:

5.2.1. არასანქცირებული ან/და აკრძალული გამოყენების შედეგად;

5.2.2. კლიენტის მობილური მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის ან კავშირის გაუმართაობის გამო.

5.3. მომხმარებელი ვალდებულია:

5.3.1. დაიცვას მონაცემთა კონფიდენციალურობა;

5.3.2. უზრუნველყოს მობილური მოწყობილობის უსაფრთხოება;

5.3.3. გამოიყენოს უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელები;

5.3.4. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ნებისმიერი საეჭვო ინციდენტის ან პერსონალურ მონაცემთა კანონსაწინააღმდეგო დამუშავების შესახებ.

5.4. მომხმარებელს ეკრძალება ბოტების, სკრიპტების, ავტომატიზებული პროგრამული უზრუნველყოფის, ეკრანის სკრეპინგის ინსტრუმენტების ან მსგავსი ტექნიკური საშუალებების გამოყენება ან გამოყენების მცდელობა:

5.4.1. ციფრული არხით მომსახურებებზე წვდომის მიზნით;

5.4.2. მომსახურებების უფასოდ მიღების ან იმიტაციის მიზნით;

5.4.3. ბანკის მიერ დადგენილი ფუნქციური, ტექნიკური ან სახელშეკრულებო შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

6. პასუხისმგებლობა

6.1. ბანკი, ციფრული არხით სარგებლობის პროცესში, უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების ტექნიკურ მხარდაჭერას.

6.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ ზიანს, რაც გამოწვეულია ციფრული არხის არამართლზომიერი გამოყენებით და წინამდებარე წესების დარღვევით.

7. სხვა პირობები

7.1. მომხმარებელი აცნობიერებს რომ იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობს მობილური აპლიკაციის ან ბანკის ვებგვერდის ძველი (გასაახლებელი) ვერსიით, შესაძლოა ბანკის ზოგიერთი სერვისი ან/და პროდუქტი არ იყოს მისთვის ხელმისაწვდომი. საბანკო სერვისებისა ან/და პროდუქტების სრულყოფილი და შეუფერხებელი გამოყენების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია განაახლოს და გამოიყენოს მობილური აპლიკაციისა ან/და ვებგვერდის უახლესი ვერსია.

7.2. ციფრული არხი სრულად კონტროლდება ბანკის მიერ და ექვემდებარება უსაფრთხოების სისტემურ მონიტორინგს.

7.3. მოცემული წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

7.4. წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს და რეგულირდება გენერალურ ხელშეკრულებასთან ერთად.

7.5. ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.