ბანკის მხრიდან ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის ან მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ პრეტენზია.
დაფიქსირებულ განაცხადს განიხილავს სს „თიბისი ბანკის" მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილების პრეტენზიების მართვის გუნდი;
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ბანკის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში „კომისია"), საქართველოს კანონმდებლობით/წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ბანკის მიერ საჩივრის მომხმარებლის სასარგებლოდ სრულად ან ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის მომხმარებლისთვის პასუხის გაუცემლობის / დაუბრუნებლობის) შემთხვევაში. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საჩივრით მიმართვის უფლება წარმოეშობა მომხმარებელს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, სადავო ქმედების განხორციელების ან საჩივრის წარდგენის დღის თარიღით). ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიისთვის მიმართვის გარეშე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა. კომისია წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს განიხილავს უსასყიდლოდ. კომისიის საქმიანობის წესს (მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას) შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის #2 დადგენილებით („საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი").
|
|