24 აპრილიდან თიბისი ბანკის  ახალი ლოიალობის პროგრამა - ერთგული იწყება.

ერთგული თიბისის მომხმარებლებს უფრო მეტ სარგებელს  და განვადების  ახალ ფორმას სთავაზობს.

გარდა ამისა, დამატებით:

  • მარტივდება ქულების დაანგარიშების პრინციპი, დარიცხული 1 ქულა = 1 ლარს;
  • იზრდება პარტნიორი ობიექტების რაოდენობა.  პროექტში ჩართულია 50-მდე კომპანია რომელშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ 100-მდე შეთავაზებით 1 000-მდე მომსახურების წერტილში;
  • ვებგვერდზე  www.ertguli.ge მუდმივად განთავსდება სიახლეები ერთგული პროგრამის შესახებ;
  • ახალ პროგრამაში ქულების დასაგროვებლად თვალი ადევნეთ  ვებგვერდს www.ertguli.ge სადაც განთავსდება ინფორმაცია მიმდინარე ქულების დაგროვების აქციების შესახებ.

თქვენ მიერ უკვე დაგროვილი სმარტ ქულები გარდაიქმნება ერთგულ ქულებად.

თუ გაქვთ 1 000 სმარტ ქულა, რომელიც 10 ლარის ექვივალენტია, ერთგულის ფარგლებში გექნებათ 10 ქულა, რომლიც ასევე 10 ლარის ექვივალენტია.

დაგროვილი ქულების გამოყენება შეგიძლიათ განახლებულ პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით.

თვალი ადევნეთ www.ertguli.ge და არ გამოტოვოთ ცხელი შეთავაზებები.