გადაიხადე  Mastercard-ით და მიიღე შანსი მოიგო მანქანა ოჯახისთვის


2018  წლის 7 ნოემბრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით, გადაიხადე Mastercard®-ით და მიიღე შანსი მოიგო მანქანა ოჯახისთვის.

აქციაში ჩასართავად  განახორციელე საქართველოში გაცემული Mastercard-ის (მასტერქარდის) ნებისმიერი საკუთარი ბარათით  მინიმუმ 10 ლარის ტრანზაქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ POS ტერმინალებში;    

  • დარეგისტრირდი ვებ-გვერდზე: mastercard.com.ge/promo
  • ატვირთე გადახდის ქვითარი
  • მოიგე ახალი თაობის სმარტფონი ან 250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მთავარი პრიზი - ავტომანქანა ოჯახისთვის

 

გათამაშებაში  მონაწილეობენ:

 საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი (შემდეგში „გათამაშების მონაწილე") და ფლობს საქართველოში გაცემულ „Mastercard"-ის (მასტერქარდის) ბარათ(ებ)ს.

აქციის მოქმედების პერიოდში  საქართველოს და საზღვარგარეთის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების POS ტერმინალებში საკუთარი  ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები მინ.10 ლარის ოდენობით;

  • ყოველ 10 ლარის და ზემოთ (მიუხედავად გადახდილი თანხის ოდენობისა) განხორციელებულ ერთ ტრანზაქციაზე მიღებული ქვითრის გააქტიურებისას გათამაშების მონაწილეს ენიჭება ერთი ბილეთი და პრიზის მოგების შანსი.

 

ტრანზაქციის თანხა:

  • გათამაშებაში მონაწილეობისთვის ტრანზაქციის თანხა უნდა უდრიდეს ან აღემატებოდეს 10 (ათი) ლარს;

 

გათამაშება ჩატარდება  4 ეტაპად:

1. პირველი შუალედური ეტაპი - 2018 წლის  07 ნოემბრიდან - 25 ნოემბრის ჩათვლით;

2. მეორე შუალედური ეტაპი - 2018 წლის 26 ნოემბრიდან -13 დეკემბრის ჩათვლით;

3. მესამე შუალედური ეტაპი - 2018 წლის 14 დეკემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

4. მეოთხე ძირითადი ეტაპი - მთავარი გათამაშება - 2018 წლის 07 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;


გათამაშების საჩუქრები

7 ნოემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე აქტიური კლიენტები დასაჩუქრდებიან შემდეგი პრიზებით:

პრიზი

რაოდენობა

250 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი

75

Samsung Galaxy Note 9

15

 

 

2019 წლის 22  იანვარს გათამაშების დაკვნით ეტაპზე   გამოვლინდებიან მთავარი  პრიზის იღბლიანი მფლობელები, რომლებსაც გადაეცემათ ავტომანქანა ოჯახისთვის - HONDA CIVIC Elegance 2018.

პრიზი

რაოდენობა

ავტომანქანა HONDA CIVIC Elegance

3

გათამაშების მექანიკა

  • გათამაშების პირველი სამი შუალედურ ეტაპში გამარჯვება დაფუძნებულია გარანტირებულ მოგებაზე და დაკავშირებულია „გათამაშების მონაწილეთა" აქტიურობაზე და მათ მიერ გააქტიურებული ქვითრების/ბილეთების რაოდენობაზე.
  • პირველი სამი შუალედური ეტაპის მიმდინარეობისას სულ ჯამში გამოვლინდება 90 (ოთხმოცდაათი) გამარჯვებული.
  • მთავარი გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 22 იანვარს, 13:00 საათზე,  დოლურას მეშვეობით, რომელშიც მოთავსდება გათამაშების სრული პერიოდის (2018 წლის 07 ნოემბრის 00:01 საათიდან 2018 წლის 31 დეკემბრის 23:59 საათის) განმავლობაში გათამაშების მონაწილეთა მიერ გააქტიურებული ქვითრების (ერთი გააქტიურებული ქვითარი 1 ბილეთის ტოლფასია)  გენერირების შედეგად მიღებული ბილეთები
  • მთავარი გათამაშების შედეგად სულ ჯამში გამოვლინდება 3 (სამი) გამარჯვებული  ავტომობილის მფლობელი.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან

  • 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირები
  • არა-რეზიდენტი პირები;
  • აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირები, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება;
  • იურიდიული პირები.

გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებს

  • უნაღდო (POS ტერმინალებით) ანგარიშსწორების შედეგად  2018 წლის 07 ნოემბრის 00:00:01-საათამდე  და 2018 წლის  31 დეკემბრის 23:59:59 საათის შემდეგ მიღებული ქვითრები;
  • ონლაინ გადახდები;
  • ნებისმიერი სახის  უკანონო ტრანზაქციები.

* ანულირებას/გაუქმებას ექვემდებარება სხვისი კუთვნილი Mastercard-ის (მასტერქარდის) ბარათების ტრანზაქციებით მიღებული ქვითრები.

პირობების დეტალური აღწერა

გათამაშების დეტალური წესები და პირობები იხ. ბმულზე: promo.mastercard.com.ge/rules#faq-11

 

გათამაშების წესები და პირობები