შეიძინეთ
  • დაიცავი ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია!
  • დაიზღვიეთ თავი გადახდისუუნარობისგან
  • შეიქმენით მშვიდი და დაცული გარემო
1.95%
იპოთეკურ სესხზე

პირობები და ტარიფები

საკრედიტო შენატანის დაზღვევა გაძლევთ თქვენ და თქვენს ოჯახს სიმშვიდის გარანტიას, გიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან, როდესაც ვეღარ ახერხებთ სესხის /საკრედიტო ბარათის შენატანის დაფარვას.

საკრედიტო შენატანის დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ სესხებთან ერთად*:

საკომისიო
იპოთეკური სესხი შენატანის 1.95%
სამომხმარებლო სესხი შენატანის 3.9%
ავტოგანვადება შენატანის 3.9%
სწრაფი განვადება შენატანის 3.9%
განვადების ბარათი შენატანის 4.55%
პრაიმქარდი შენატანის 4.55%
თიბისი ქარდი შენატანის 4.55%
*საკრედიტო შენატანის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ როგორც ახალი, ასევე არსებული სესხის/საკრედიტო ბარათის შემთხვევაში.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის საკრედიტო შენატანის დაზღვევა? 

ახალი პროდუქტი, რომელიც თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს სესხის ან საკრედიტო ბარათის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში. 
იმ შემთხვევაში,  თუ მოულოდნელად  აღმოჩნდებით არასტაბილურ მდგომარეობაში, საკრედიტო შენატანის დაზღვევა დაგიფარავთ სესხის ან საკრედიტო ბარათის 6 თვის გადასახადს, რაც საშუალებას მოგცემთ თავი იგრძნოთ მშვიდად და დაცულად.

 

რა შემთხვევებს აგინაზღაურებთ საკრედიტო შენატანის დაზღვევა?

საკრედიტო შენატანების დაზღვევა აგინაზღაურებთ სესხის/საკრედიტო ბარათის შენატანს, თუ თქვენ  დარჩებით უმუშევარი ან შეგემთხვევათ უბედური შემთხვევა;

  • უმუშევრობად განიხილება - დამსაქმებლის მიერ თქვენი შრომითი ხელშეკრულების იძულებით შეწყვეტა, რაც გულისხმობს სამსახურიდან დათხოვნას. ასეთი მიზეზებად განიხილება: კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, შემცირება.
  • უბედურ შემთხვევად  განიხილება - სხეულის დაზიანება, ტრავმა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

 

რა შემთხვევებს არ აანაზღაურებს საკრედიტო შენატანის დაზღვევა?

უმუშევრობის ძირითადი გამონაკლისებია: 

  • სამსახურის დატოვება საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე;
  • ხელშეკრულების ვადის გასვლა ან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულება;
  • სამსახურიდან გათავისუფლება კრიმინალურ აქტში მონაწილეობის საფუძველზე;
  • შესაძლო გათავისუფლების შესახებ დაზღვევამდე ინფორმაციის არსებობა (წერილობითი საბუთი);
  • სამსახურიდან გათავისუფლება საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • ახალი სამსახურის დაწყება.

 

უბედური შემთხვევის ძირითადი გამონაკლისებია: 

  • ნებისმიერი სახის დაავადების გამო მომხდარი უბედური შემთხვევა; (მაგ: ინსულტი, ინფარქტი და სხვა)
  • თვითდაშავება, საფრთხის აურიდებლობა;
  • ტრავმის მიღება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ;
  • დაზღვევამდე მომხდარი უბედური შემთხვევები.

სრული გამონაკლისების ჩამონათვალი იხილეთ თქვენს სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას საჭიროა:

  • 48 საათის განმავლობაში  დაუკავშირდეთ თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე 2 42 22 22;
  • 15 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოთ ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

 

რა დოკუმენტების წარდგენა არის საჭირო ანაზღაურების მისაღებად?

უმუშევრობა -  წარსადგენი სტანდარტული დოკუმენტაცია:

  • სადაზღვევო პოლისი;
  • ცნობა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განთავისუფლების მიზეზი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამუშაო კონტრაქტის ასლი;
  • ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდა (მინ.3 თვის).

 

უბედური შემთხვევა -  წარსადგენი  სტანდარტული დოკუმენტაცია:

  • ბიულეტენი სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ტარდებოდა მკურნალობა; 
  • სამედიცინო ექსპერტის გადაწყვეტილება (ფორმა 50);
  • სადაზღვევო პოლისი;
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ (გაცემული უნდა იყოს კლინიკის, პოლიციის, სახანძროს და სხვა შესაბამისი სამსახურის მიერ);
  • დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, ცნობა გარდაცვალების შესახებ, სამედიცინო დასკვნა გარდაცვალების შესახებ.

თიბისი დაზღვევას აქვს შესაძლებლობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, გადაწყვეტილების მიღების  დროს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

რა ვადაში მოხდება თიბისი დაზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება?

  • ანაზღურების შესახებ ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი გახდება დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან მაქსიმუმ 15 სამუშაო დღეში;
  • თქვენ ანგიზღურდებათ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6 თვის შენატანი;
  • თიბისი დაზღვევა დაფარავს  თქვენს საკრედიტო შენატანს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ერთი კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;

მაგალითად:  თუ თქვენ, დაკარგეთ სამუშაო ან შეგემთხვათ უბედური შემთხვევა 22 მარტს და სესხის შენატანი გიწევთ 26 მარტს, ერთი თვის შენატანი უნდა განახორციელოთ თქვენი სახსრებით, ხოლო 26 აპრილისათვის საკრედიტო შენატანის ანაზღაურება მოხდება ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ.

 

რა მოხდება, თუ ვერ მოახერხებთ სადაზღვევო პროდუქტის საფასურის დროულად გადახდას? 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დროულად არ შეიტანთ საკრედიტო შენატანის  დაზღვევის ყოველთვიურ საფასურს, მაშინ: 

  • 14 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება შეჩერდება, დავალიანების გადახდის შემთხვევაში კი ისევ მოხდება დაზღვევის გააქტიურება; 
  • 30 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო შენატანების დაზღვევა გაუქმდება. 
  • პოლისის შეჩერების და გაუქმების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (SMS).

 

არის თუ არა შესაძლებელი საკრედიტო შენატანების დაზღვევის გაუქმება?

  • საკრედიტო შენატანის დაზღვევის გაუქმება შესაძლებელია. ამისთვის უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვის ცენტრს;
  • პოლისის გაუქმება მოხდება განაცხადის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

შესაძლებელია თუ არა სესხის შენატანი სრულად არ დაიფაროს თიბისი დაზღვევის მიერ?

  • საკრედიტო შენატანის ნაწილობრივი დაფარვა - თუ თქვენ აირჩევთ საკრედიტო შენატანის ნაწილობრივ დაფარვას, მაშინ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თქვენ თვითონ უნდა დაამატოთ თანხა;
  • დარიცხული ჯარიმა - თუ სესხზე ან საკრედიტო ბარათზე ყოველთვიური შენატანის დაგვიანების გამო ჯარიმა დაგერიცხათ, მაშინ დაზღვევის მიერ ჩარიცხული თანხიდან დაიფარება დავალიანების ის ნაწილი, რასაც ეყოფა აღნიშნული თანხა, ხოლო  დარჩენილი დავალიანების დაფარვა თქვენ უნდა უზრუნველყოთ;
  • კლიენტის მიერ გადასახდელი პირველი საკრედიტო შენატანი - თუ თქვენს მიერ არ მოხდა სესხზე ან საკრედიტო ბარათზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პირველი შენატანის გადახდა;
  • სხვა - რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა;

არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა დარიცხულია სადაზღევო შემთხვევის დადგომამდე, თუ მისი დადგომის შემდეგ.

როგორ შევიძინო?

შეიძინეთ ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ შეძენა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
შეიძინეთ
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()