ჩემი ბიზნესისთვის
  • მუდმივი წვდომა დანაზოგზე
  • მაღალი სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე

ზოგადი აღწერა

ანაბრის „ჩემი სეიფი" მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე, ხოლო საჭიროებისას გქონდეთ წვდომა დანაზოგზე ნებისმიერ დროს.

თქვენ ყოველთვის გაქვთ წვდომა თანხაზე და ამავე დროს იღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს ხელუხლებელ ნაშთზე.

საპროცენტო განაკვეთები

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ ანაბარზე არსებული საშუალო თვიური ნაშთი შეადგენს 10,000 ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი 1,000 ერთეულს.

საპროცენტო განაკვეთი

ლარი

წლიური

3.00%

ეფექტური

0.1%

სხვა პირობები

საპროცენტო განაკვეთის ტიპი:

ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.

ტარიფები

  • ანგარიშის გახსნის ღირებულება - უფასო;
  • ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა - უფასო;
  • ანგარიშის მომსახურების საკომისიო - უფასო;
  • თანხის განაღდების საკომისიო ლარში: ანაბრის თანხის 0,2 %
  • თანხის განაღდების საკომისიო უცხოურ ვალუტაში: ანაბრის თანხის 0,6 %

 

მინიმალური შენატანი

  • პირველადი მინიმალური შენატანი - 0 ლარი / დოლარი / ევრო
  • მაქსიმალური შენატანი ანაბრის გასახსნელად - არ არის შეზღუდული;
  • თანხის ცვლილება: დაშვებულია და შესაძლებელია მეანაბრის სურვილისამებრ თანხის გაზრდა ან შემცირება

ანაბრის ვადა და სხვა პირობები

  • მეანაბრე - ანაბრის გახსნა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ ან არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც თიბისი ბანკში გააჩნია მიმდინარე ანგარიში;
  • ანაბრის ვალუტა - ლარი / დოლარი / ევრო
  • საპროცენტო სარგებელი ანაბარს ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურს, ანუ ხელუხლებელ თანხას.
  • პროცენტის დარიცხვა - ყოველი თვის ბოლოს;
  • ოპერაციების წარმოება - დაშვებულია მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის გავლით;
  • ანაბრის ავტომატური დახურვა - არ ხდება

ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში:

  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.

 

 

დეპოზიტების დაზღვევა

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

როგორ გავხსნა?

გახსენით ონლაინ

ამ ეტაპზე ანაბრის ონლაინ გახსნა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

გახსენით ანაბარი უახლოეს ფილიალში.
დარეგისტრირდით
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()