შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის ითვალისწინებს ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, რომელსაც განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
"შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის" - კომპონენტში სესხი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემსყიდველი და/ან გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობით:
- ყურძნის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით
- მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით
- ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით
- არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით
- ყურძნის შეძენა სპირტის წარმოების მიზნით
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://apma.ge/projects/read/agro_credit/7:child
შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის
შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის ითვალისწინებს ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, რომელსაც განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის გაიცემა ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოების დასაფინანსებლად შემდეგი ტიპის საწარმოებისთვის:
ა) გადამამუშავებელი საწარმოები:
- ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება
- ალკოჰოლური სასმელების წარმოება
- ჩაის წარმოება და/ან დაფასოება
- ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვანების გადამუშავება
- კაკლისა და თხილის გადამუშავება
- მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება
- მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება
- თამბაქოს წარმოება
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება
- სასაკლაოს მოწყობა
- მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება
ბ) ინფრასტრუქტურული საწარმოები:
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები
- მარცვლეულის საშრობები
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება
- ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება
- ქვევრების წარმოება ღვინისთვის
გ) პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები:
- მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის მშენებლობის შემთხვევაში ფერმა უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია შემდეგ მისამართზე: http://apma.ge/rules
- მეფრინველეობის ფერმა
- ფრინველის საჩეკი მეურნეობა
- ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა
- სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება
- თევზის წარმოება
- მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება
- საჩითილეები და სანერგეები
- მრავალწლიანი კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://apma.ge/projects/read/8:child
ძირითადი პირობები
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ძირითად საშუალებებზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 120 თვეს.
სესხის არაუმეტეს 66 თვის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად, სესხის გაცემიდან არაუმეტეს 68 თვის განმავლობაში.
აიღეთ ონლაინ
აიღეთ ონლაინ სახლიდან გაუსვლელად.
|
(+995 32) 227 27 27
დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.
|
ეწვიეთ ფილიალს
აიღეთ სესხი უახლოეს ფილიალში.
|
აიღეთ სესხი
|
დამირეკეთ |
მოძებნეთ |