შეიძინეთ
  • დაიცავი ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია
  • დააზღვიე შენი ავტომობილი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან
  • შეიქმენი უსაფრთხო გარემო
1000
ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურება

ზოგადი აღწერა

პოლისის პირობები ითვალისწინებს დამზღვევის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ავტომობილის დაზღვევას ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, ქურდობა/ძარცვისგან, ყაჩაღობისგან, ბოროტგანზრახული შემთხვევებისგან, საგნების ვარდნისგან, სტიქიური მოვლენებისა და მინების/სარკეების ცალკეული დაზიანებისგან.

ავტომობილის დაზღვევას შეძლებს ყველა ავტომფლობელი, რომელიც არის:

  • მინიმუმ 18 წლის;
  • ავტომობილს იყენებს პირადი გადაადგილებისთვის;
  • აქვს მოქმედი მართვის მოწმობა;

დაზღვევა გულისხმობს შემდეგ პირობებს:

  • ზარალის ადგილზე დარეგულირება ულიმიტოდ;
  • 24-საათიანი ტექნიკური დახმარება გზებზე;
  • 24-საათიანი ავტომომსახურების ჯგუფის სერვისი.

პირობები და ტარიფები

ტარიფების დათვლა მოხდება ინდივიდუალურად ფრანშიზის და მომხმარებლის ასაკის მიხედვით

ხშირად დასმული კითხვები

რა ვადით ფორმდება პოლისი?

  • პოლისი ფორმდება  1 კალენდრული წლით;
  • პოლისის გაუქმების სურვილის შემთხვევაში, კლიენტი უნდა მოვიდეს ბანკში და დაწეროს განაცხადი პროდუქტის გაუქმებაზე.

 
ფრანშიზა:

  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღურება მოხდება პოლისში აღნიშნული ფრანშიზის გამოკლებით. 
  • გამონაკლისები, რომელთა ანაზღაურება არ მოხდება:
  • არ იფარება ქურდობა/ძარცვით დამდგარი ზარალი, თუ ამ დროს დაზღვეულ ავტომობილში დატოვებულია გასაღები და/ან ღიაა კარი;
  • გაუფასურება; ამორტიზაცია; ცვეთა; მექანიკური და ელექტროსისტემების/ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა ისეთი მიზეზით/ რისკებით, რაც არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკებით;
  • ავტომობილის შეკეთების შედეგად წარმოქმნილი გაუფასურება; 
  • კონფისკაცია, დაპატიმრება, დაკავება ან სახელმწიფო ორგანოების დავალების შედეგად გამოწვეული დაზიანება/ ზარალი; 
  • არ ანაზღაურდება კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებით გამოწვეული ზარალი, თუ ეს არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით; 
  • ნებისმიერი ისეთი სარემონტო თუ სხვა სახის ხარჯი, რომელიც გააუმჯობესებს დაზღვეული ავტომობილის მდგომარეობას სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულთან შედარებით; 
  • ნებისმიერი სარემონტო ხარჯი, რომლებიც გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული მიზეზით; 
  • ინტერიერის, სავარძლების, შალითების და ხალიჩების დაზიანება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დაზიანება გამოწვეულია დაზღვეული რისკებით; 
  • უხარისხო გზით გამოწვეული სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის, საბურავების ან დისკების ცალკეული დაზიანება. 

 
როგორ უნდა  მოიქცეს მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის დროს?

  • არ უნდა გადააადგილოს ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან;
  • შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშრიდეს თიბისი დაზღვევას 2 42 22 22;
  • შემთხვევის ადგილიდან უნდა დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციას.

 
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის საფასური დროულად  ვერ დავფარე?

  • 14 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება შეჩერდება, დავალიანების გადახდის შემდეგ კი ისევ მოხდება დაზღვევის გააქტიურება;
  • 30 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო შენატანების დაზღვევა გაუქმდება (აღიშნულ პერიოდში მომხდარი შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას);
  • პოლისის შეჩერებისა და გაუქმების შემთხვევაში ინფომაციის SMS-ით მიწოდება არ ხდება.
  • დაზღვევის გაუქმება შესაძლებელია კლიენტის სურვილის შემთხვევაშიც. ამისთვის მან უნდა მიმართოს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვისცენტრს.
  • პოლისის თავისი ინიციატივით გაუქმებისას კლიენტს ჩამოეჭრება ჯარიმა 1 თვის პრემიის ოდენობით.

 
პროდუქტის საფასურის გადახდა

  • პროდუქტის საფასურის გადახდა ხდება ავტომატურ რეჟიმში, Direct Debit-ის საშუალებით, რომელიც ფორმდება კლიენტთან პროდუქტის რეგისტრაციის დროს.
  • Direct Debit რეგისტრაციის გარეშე აღნიშნული პოლისი არ იყიდება.

 
შემთხვევის დარეგულირების დეტალები

  • სადაზღვევო  შემთხვევის დარეგულირება ხდება თიბისი დაზღვევაში, კლიენტის მიერ დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში;
  • სადაზღვევო შემთხვევის დადებითად დარეგულირების შედეგად, თიბისი დაზღვევა აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს მესამე მხარეს ლიმიტის ფარგლებში, 10 კალენდარულ დღეში.

 
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეძენილი პოლისი უნდა იყოს ხელმოწერილი და პირველი შენატანი გადახდილი;
  • იმისთვის, რომ პოლისი ძალაში შევიდეს, უნდა მოხდეს ავტომობილის გარეგანი დათვალიერება (ფოტოების გადაღება);
  • დაზღვევა მუშაობს მხოლოდ პრემიის დროული გადახდის შემთხვევაში.

 

როგორ შევიძინო?

შეიძინეთ ონლაინ

ამ ეტაპზე ონლაინ შეძენა შეუძლებელია. გთხოვთ, დაგვირეკოთ ან ეწვიოთ ერთ-ერთ ფილიალს.

(+995 32) 227 27 27

დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ან დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ეწვიეთ ფილიალს

შეიძინეთ უახლოეს ფილიალში.
შეიძინეთ
დამირეკეთ
მოძებნეთ
გმადლობთ დაკავშირებისთვის
ჩვენ დაგირეკავთ მაქსიმალურად სწრაფად
$Apply_notification_title.getData()
$Apply_notification_text.getData()